სანუზელა D #60კაფს

სანუზელა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1 კაფსულა შეიცავს:  Saccharomyces cerevisiae HANSEN  CBS 5926-(260 მგ. სამკურნალო საფუარი)  Lactobacillus acidophilus-10 მგ. ვიტ. B1-0,275 მგ. ვიტ  B2-0,35 მგ. ვიტ. B6-0,35 მგ
 
სანუზელა  ბიოლოგიური წარმოშობის პრეპარატია ეტიოპათოგენური, ანტიმიკრობული, ნაწლავური ფლორის დამცველი მოქმედებით, რაც ხორციელდება მის შემადგენლობაში  არსებული Saccharomyces cerevisiae Hansen CBS 5926, LLactobacillus acidophilus  და B  ჯგუფის ვიტამინებით. 
 
Saccharomyces cerevisiae მიერ გამომუშავებული რძემჟავა აინჰიბირებს მთელი რიგი პათოგენური მიოკროორგანიზმების ზრდას, ქმნის არახელსაყრელ გარემო პირობებს პათოგენური ფლორის ცხოველმყოფელობისთვის , პროტეაზების გამომუშავებით  ახდენენ ტოქსინების გაუვნებლობას, ხოლო  ენტეროციტებში ცამფ-ის დათრგუნვით ახორციელებენ  ანტისეკრეტორულ მომოქმედებას
 
სანუზელა® დ აქტიური კომპონენტების მოქმედებით ძლიერდება იმუნოგლობულინების სეკრეცია და შესაბამისად  ადგილობრივი იმუნიტეტი.
ჩვენებები
-მწვავე დიარეა (ბაქტერიული,ან ვირუსული)
-მოგზაურების დიარეის სიმპტომური მკურნალოაბა 
-გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი 
-აკნეს კომპლექსური მკურნალოაბ.
 
უკუჩვენება 
-ჰიპერმგრძნობელობა შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
-დასუსტებული იმუნური სისტემის დროს(აივ ინფიცირებულები,  ადამიანები გადანერგილი ორგანოებით, ლეიკოზი, ავთვისებიანი სიმსივნეები, სხივური და ქიმიოთერაპიის კურსისი გავლის დროს,, ც/ვენის კათეტერიზაციისას შაცცჰარომყცეს ცერევისიაე-ის საფუარით გენერალიზებული კოლონიზაციის რისკის არსებობის გამო,
სიფრთხილე: :განავლის მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარებისას სანუზელა ®დ თი მკურნალობის დრო, ან მის შემდეგ შეიძლება ანალიზების პასუხი აღმოჩნდეს ცრუ დადებითი, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება სანუზელას მოქმედება შეასუსტოს.
ორსულობისა და ძუძუს წოვის პერიოდი
Saccharomyces cerevisiae უსაფრთხოება ძუძუს წოვსა და ორსულობის პერიოდში დადასტურებული არაა. 
გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე.
მიღების რეჟიმი
2 წლიდან 9 წლამდე 1 კაფსულა დღეში.
9 დან 14 წლამდე 2 კაფსულა დღეში
14 და მეტი დასაშვებია 3 კაფსულა დღეში.
პრევენციის მიზნით მოგზაურობის დროს 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში მოგზაურობის დაწყებამდე 1-2 დღით ადრე.
აკნეს დროს 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში.
ქრონიკული აკნეს დროს რეკომენდებულია მიღება რამოდენიმე კვირის განმავლობაში.
კაფსულა მიიღება საკმაო რაოდენობის წყალთან ერთად .მკურნალობა გრძელდება სიმპტომების გაუმჯობესებიდან  რამდენიმე დღის განმავლობაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
აიცემა რეცეპტის გარეშე