სეპტოლეტე პლუსი 30მლ სპრეი

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): cetylpyridinium chloride
  • მწარმოებელი კომპანია: KRK d.d., Novo mesto
  • მწარმოებელი ქვეყანა: სლოვენია
  • გამოშვების ფორმა: (10მგ+2მგ)/1მლ 30მლ სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის პლასტიკური ფლაკონი №1
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

საერთო მახასიათებლები
აღწერა
გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი.

შემადგენლობა
1 მლ სპრეი შეიცავს 2 მგ ცეტილპირიდინის ქლორიდს და 10 მგ ბენზოკაინს.
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი, გლიცერინი (E422), ნატრიუმის საქარინი (E954), მწარე პიტნის ზეთი, გასუფთავებული წყალი. 

სამკურნალო ფორმა
ადგილობრივი გამოყენების დოზირებული სპრეი

სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი
ყელის დაავადების სამკურნალო პრეპარატები. ანტისეპტიურები.
ათქ კოდი: R02AA06.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ადგილობრივი გამოყენების სპრეი სეპტოლეტე პლუსი შეიცავს ორ აქტიურ კომპონენტს - ცეტილპირიდინის ქლორიდს და ბენზოკაინს. ცეტილპირიდინის ქლორიდი არის ანტისეპტიური საშუალება, რომელიც იწვევს უმეტესი ბაქტერიების და სოკოების კვდომას, ართულებს ვირუსების გავრელებას და ახდენს მათი ზრდის ინჰიბირებას.
ამგვარად ცეტილპირიდინის ქლორიდი ამცირებს ანთებით პროცესს პირის ღრუში და ყელში, თრგუნავს უფრო რთული ბაქტერიული ანთებების განვითარებას. ბენზოკაინი მიეკუთვნება ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებს, გამოიყენება ყლაპვისას ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც თან ახლავს პირის ღრუს და ყელის ანთება და ინფექცია. 
ადგილობრივი გამოყენების სპრეის - სეპტოლეტე პლუსს გააჩნია ორმაგი ეფექტი - ახდენს ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ და ანტიმიკრობულ მოქმედებას. პრეპარატი ახდენს პირის ღრუს და ყელის დეზინფიცირებას და ადგილობრივად აყუჩებს ტკივილს.

გამოყენების ჩვენებები
ადგილობრივი გამოყენების სპრეი სეპტოლეტე პლუსი რეკომენდებულია ყელის ტკივილის სიმპტომური გაყუჩებისათვის:
•პირის ღრუსა და ყელის მსუბუქი ინფექციებისას (ფარინგიტი, ლარინგიტი);
•ღრძილების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებებისას (გინგივიტის, სტომატიტი);
•რთული გაციების დაავადებებისას და გრიპისას.

დოზირება და გამოყენების ჩვენებები
ბავშვები 6 დან 12 წლამდე: ერთჯერადი დოზის მისაღებად უნდა დააწვეთ დოზატორს ერთჯერ. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა უნდა გაიმეოროთ ყოველ 2-3 საათში, დღეში 8-ჯერ გამოყენებამდე.
არ შეიძლება პრეპარტის გამოყენება ზედიზედ 7-ზე მეტი  დღის განმავლობაში. 
გამოყენების წესი
სეპტოლეტე პლუსის სპრეის  პირველი გამოყენების წინ ან იმ შემთხვევაში, თუ პრეპარტი დიდი ხანია არ გამოყენებულა, უნდა დააჭიროთ დეზატორს რამოდენიმეჯერ (5-9 დაჭერა) და გამოუშვათ სპერის გარკვეული რაოდენობა ჰაერში ნაკადის წარმოქმნამდე.
1. გამოყენებამდე მოხსენით პლასტმასის თავსახური.
2. ფართოთ გააღეთ პირი, მიუშვირეთ დოზატორის მილი ყელს, შეიკავეთ სუნთქვა და დააწექით დოზატორს.
ყოველი გამოყენების შედეგ დაახურეთ დოზატორს პლასტმასის ტავსახური.
ერთი ფლაკონი სეპტოლეტე პლუსი უნდა გამოიყენოს მხოლოდ ერთმა პაციენტმა.
დოზატორის ერთჯერადი დაწოლისას გამოიფრქვევა 0.15მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 1.54 მგ ბენზოკაინს და 0.3მგ ცეტილპირიდინის ქლორიდს.

გვერდითი მოქმედება
გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის კლასიფიკაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად:
•ძალიან ხშირი (>1/10),
•ხშირი (>1/100 დან <1/10),
•არახშირი (>1/1000 დან <1/100),
•იშვიათი (>1/10.000 დან <1/1000),
•ძალიან იშვიათი (<1/10.000), უცნობია (ვერ ხერხდება შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე)
არახშირი:
•ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
თუ შენიშნავთ ისეთ სიმპტომებს როგორიცაა, გამონაყარი, ქავილი, კანის შეშუპება, სუნთქვის გართულება, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით ბენზოკაინის მიმართ (4-ამინობენზოინის მჟავის ეთერის) მოსალოდნელია ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა სხვა 4-ამინობენზოინის მჟავას ეთერების მიმართ (მაგალითად, პროკაინი, ტეტრაკაინი). 
იშვიათი:
•დარღვევები საჭმლის მონელების სისტემის მხრივ, როგორიცაა ღEბინება, გულისრევა, განსაკუთრებით რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისა.
•დარღვევები სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ, როგორიცაა მეტჰემოგლობინემია.
თუ შენიშნავთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, სუნთქვის გართულება, გთხოვთ, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს და შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება. სერიოზული გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი მოქმედებებისას, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობეთ ექიმს.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ან სხვა კომპონენტების მიმართ.
ჰიპერმგრძნობელობა სხვა ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიმართ. 
ალკოჰოლური დამოკიდებულება.
მეტჰემოგლობინემია.

ჭარბი დოზირება
სეპტოლეტე პლუსში აქტიური კომპონენტის დაბალი კონცენტრაციის გამო დოზის გადაჭარბება პრაქტიკულად შეუძლებელია.
პრეპარტის რეკომენდებულზე მეტი დოზირების გამოყენებისას, შესაძლოა განვითარდეს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა ღებინება, გულისრევა და დიარეა.
პრეპარტის ხანგრძლივმა გამოყენებამ რეკომენდებულზე მაღალ დოზებში ან მისმა ძალიან ხშირმა გამოყენებამ მცირე პერიოდში შესაძლოა გამოიწვიოს მეტჰემოგლობინემია. ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა და სუნთქვის გართულება, გთხოვთ მიმართოთ ექიმს და შეწყვიტეთ სამკურნალო საშუალების გამოყენება. 

უსაფრთხოების ზომები
სეპტოლეტე სპრეი პლუსი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან აღნიშნული კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პირის ღრუს ღია ჭრილობებზე, რადგან ცეტილპირიდინის ქლორიდი ანელებს ჭრილობის მოშუშებას.
რთული ინფექციებისას, რომლებთაც ახლავს ძლიერი ყელის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და ღებინება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, განსაკუთრებით თუ მდგომარეობა გაუარესდება 3 დღის განმავლობაში.
უნდა მოერიდოთ სპრეის კონტაქტს თვალის ლორწოვანზე, არ შეიძლება სპრეის შესუნთქვა.
სეპტოლეტე პლუსი სპრეის გამოყენების შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს დროებითი წვის შეგრძნება, ყელის და პირის ღრუს დაბუჟება ან ყლაპვის გართულება. აღნიშნულმა სიმპტომებმა შესაძლოა გაართულონ საკვების და სასმელის მიღება ან, რაც ნაკლებად სავარაუდოა, გამოიწვიოს ტუჩების და/ან ენის მოკვნეტა, ამიტომ რეკომენდებულია მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში თავი შეიკავოთ საკვების და სასმელების მიღებისაგან, საღეჭი რეზინისაგან ან კბილის ჩხირის გამოყენებისაგან.
არ უნდა გამოიყენოთ სეპტოლეტე პლუსი სპრეი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან ძალიან ხშირად დღის განმავლობაში, რადგან რეკომენდებულზე მაღალი დოზირებისას იზრდება სერიოზული არასასურველი ეფექტების განვითარების რისკი.
სეპტოლეტე პლუს სპრეი შეიცავს საქაროზას, ამიტომ გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებშიც. 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
ვინაიდან ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხო გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, არ არის პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ არსებობს მონაცემები სეპტოლეტე პლუსის სპრეის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
პრეპარატი სეპტოლეტე პლუსის გამოყენება არ შეიძლება რძესთან ერთად. რადგან ეს პროდუქტი ამცირებს ცეტილპირიდინის ქლორიდის ანტიმიკრობულ აქტივობას.

შენავის პირობები და ვარგისიანობის ვადა
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა
30 მლ სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის პლასტმასის ფლაკონში, საფრქვევი თავით და პლასტმასის თავსახურით. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.