სეპტრილა
Septrila
სითხოვანი ექსტრაქტი
Septrila
სითხოვანი ექსტრაქტი
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ანტიალერგიული, სპაზმოლიტური (ხსნის მუცლის ღრუს ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს), შემკვრელი, ოფლმდენი, ნაღვლმდენი მოქმედება. აძლიერებს ქსოვილების რეგენერაციის პროცესს.
შემადგენლობა:
სამკურნალო გვირილას ყვავილები; ეთილის სპირტი 95%; სორბინის მჟავა; გამოხდილი წყალი;
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ანტიალერგიული, სპაზმოლიტური (ხსნის მუცლის ღრუს ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს), შემკვრელი, ოფლმდენი, ნაღვლმდენი მოქმედება. აძლიერებს ქსოვილების რეგენერაციის პროცესს.
ჩვენება:
სანაციის და ოყნის სახით: სტომატიტი, გინგივიტი, ანგინა, ტონზილიტი, ლარინგიტი, სპასტიური კოლიტი, ფაღარათი, პროქტიტი, ბუასილი, ვაგინიტი, ურეთრიტი, ცისტიტი.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
სანაციისა და ოყნისათვის გვირილას სითხოვან ექსტრაქტის 10 მლ იხსნება 1 ლ წყალში.
გამოშვების ფორმა:
100 მლ ნარინჯისფერ მინის ან პოლიეთილენის ფლაკონებში. ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან და პოლიეთილენის ამზომ ჭიქასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
შენახვის წესი:
ინახება 15-25ºC ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.