სიმვალიმიტი 20მგ #30ტ

სიმვალიმიტი
(Simvastatinum)

 
                                         
სავაჭრო სახელწოდება:
სიმვალიმიტი


შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება:
სიმვასტატინი 10 მგ
სიმვასტატინი 20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
შემავსებლები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
შემაწებებელი: მეთილცელულოზა. საპოხი ნივთიერება: მაგნიუმის სტეარატი. ანტიოქსიდანტი: ბუთილჰიდროქსიანიზოლი. სტაბილიზატორები: ასკორბინის მჟავა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი.
გარსის შემადგენლობა. საღებავები: 33 G 28707 Opadry White, 85 F 24678 Opadry Pink.
მაპოლირებელი ნივთიერება: კარნაუბის ცვილი.

სამკურნალწამლო ფორმა
გარსით დაფარული აბები.
1 აბი შეიცავს 10 ან 20 მგ სიმვასტატინს.

შეფუთვა:10 აბი ფირფიტაზე. 3 ფირფიტა (30 აბი) მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ჰიპოლიპიდემიური საშუალება, გმგ-კოენზიმ-A რედუქტაზას ინჰიბიტორი.
    
სიმვალიმიტი წარმოადგენს წამალს, რომელიც არეგულირებს ლიპიდების დონეს სისხლის პლაზმაში. სიმვალიმიტი ამუხრუჭებს ქოლესტერინის წინამორბედის _ მევალონის მჟავის სინთეზს და ამგვარად ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას უჯრედებში. ამ ჯგუფის სამკურნალწამლო საშუალებები ამცირებენ პლაზმაში საერთო ქოლესტერინის რაოდენობას, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (დსლპ) და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ძდსლპ) კონცენტრაციას. მათ ასევე შეუძლიათ, შეამცირონ ტრიგლიცერიდების დონე და გაზარდონ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (მსლპ) ქოლესტერინის დონე.

ჩვენება

სიმვალიმიტით მკურნალობა უნდა ჩაითვალოს მრავალთაგან ერთ-ერთი რისკ-ფაქტორის მოცილების შემადგენელ ნაწილად პაციენტებში, რომელთაც ათეროსკლეროზის შედეგად გააჩნიათ მაღალი რისკი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისა ჰიპერქოლესტერინემიის (სისხლში ქოლესტერინის მომატებული შემცველობის) მიზეზით.

წამალს იყენებენ პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით, მემკვიდრული ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით, მემკვიდრული ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით ან კომბინირებული ჰიპერლიპიდემიით ავადმყოფების მკურნალობისათვის, თუ მათზე დიეტითა და სხვა შესაბამისი ღონისძიებებით ადექვატური ზემოქმედება არ ხერხდება.

სიმვალიმიტს იყენებენ ასევე კორონარული ინცინდენტების თავიდან ასაცილებლად, მიოკარდიუმის რევასკულარიზაციის პროცედურის შემთხვევაში რისკის შესამცირებლად (გულში მიმავალი სისხლის ნაკადის აღდგენისათვის), გულის იშემიური დაავადების მქონე იმ პაციენტებში კორონარული ათეროსკლეროზის პროგრესირების შესამცირებლად, რომელთაც საერთო ქოლესტერინის დონე აქვთ 5,5 მმოლ/ლ ან უფრო მაღალი.

უკუჩვენებები
მედიკამენტის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობიარობა.
ღვიძლის მწვავე დაავადება ან შრატის ამინოტრანსფერაზების აქტივობის ხანგრძლივი მომატება (ფერმენტების ალანინამინოტრანსფერაზის ან ასპარტატამინოტრანსფერაზისა), რომლის წარმოშობა გაურკვეველია.
პორფირია.
ორსულობის და ძუძუთი კვების პეროდი.
თუ თქვენ გაქვს რომელიმე ზემოხსენებული მდგომარეობის ან დაავადებათაგანი, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს წამლის გამოყენების დაწყების წინ.


სიფრთხილე
გრეიპფრუტის წვენი ზრდის სიმვალიმიტის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ამასთან ერთად აძლიერებს მის მოქმედებას.
რადგანაც სტატინები ამუხრუჭებენ ქოლესტერინის სინთეზს და, შესაძლებელია, ქოლესტერინის სხვა ბიოლოგიურად აქტიური წარმოებულების სინთეზსაც, ამდენად, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ნაყოფის დაზიანება. ამიტომაც სტატინების გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვებისას. სტატინებით რეპროდუქციული ასაკის ქალების მკურნალობისას და მკურნალობის დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებები. თუ მკურნალობის დროს მაინც მოხდება დაფეხმძიმება, წამლის მიღება უნდა შეწყდეს.
მემკვიდრული ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით ავადმყოფებში, რომლებსაც არ აქვთ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების რეცეპტორები, სიმვალიმიტი ნაკლებად ეფექტურია.
ლაქტოზის გადაუტანლობის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ მხედველობაში, რომ სიმვალიმიტის თითო 10 მგ-იანი აბი შეიცავს 55,95 მგ, ხოლო 20 მგ-იანი აბი _ 111, 90 მგ ლაქტოზას.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ანტიბიოტიკები კლარითრომიცინი და ერითრომიცინი, ანტიდეპრესანტი ნეფაზოდონი, სოკოსსაწინააღმდეგო საშუალებები იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი და შესაძლოა, იმიდაზოლისა და ტრიაზოლის სხვა წარმოებულები, ანტივირუსული საშუალებები (ვირუსული პროტეაზების ინჰიბიტორები), იმუნოდეპრესანტი ციკლოსპორინი, ასევე სხვა საშუალებები, რომლებიც აქვეითებენ ლიპიდების დონეს _ ფიბრატები და ნიკოტინის მჟავა, შეიძლება ზრდიდეს მიოპათიის (კუნთების დაავადების) განვითარების რისკს.
სტატინებისა და ოქსიკუმარინის წარმოებულების - ანტიკოაგულანტების ერთდროულმა გამოყენებამ (მაგალითად, აცენოკუმაროლისა, ვარფარინისა) შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი ან სისხლის შედედების დრო.
თუ თქვენ იღებთ რაიმე სხვა სამკურნალწამლო საშუალებებს, სიმვალიმიტის მიღების დაწყებამდე აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები
სიმვალიმიტით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებმა ექიმის რეკომენდაციით უნდა დაიცვან ჩვეულებრივი დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით, რომელიც უნდა შენარჩუნდეს მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

იმ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ღვიძლის დაავადებები და ალკოჰოლიზმი, სიმვალიმიტი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები").

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ სიმვალიმიტით მკურნალობის დროს შრატის ამინოტრანსფერაზების აქტივობამ შეიძლება გადააჭარბოს ნორმის ზედა საზღვრებს. ეს მომატებული მაჩვენებლები ჩვეულებრივ მკურნალობის შეწყვეტის გარეშე მცირდება იმ დონემდე, რომელიც მკურნალობის დაწყებამდე იყო დაფიქსირებული. პაციენტმა უნდა დაიცვას ექიმის რეკომენდაციები და შეამოწმოს ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები მკურნალობის დაწყებამდე, შემდეგ _ მკურნალობის დაწყებიდან 1-3 თვეში, და შემდეგში _ ყოველ 6 თვეში ერთხელ. თუ მკურნალობის დროს აღმოჩენილი იქნება შრატის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ატარებენ განმეორებით ღვიძლის სინჯებს. თუმცა, თუ ალანინამინოტრანსფერაზის და ასპარტატამინოტრანსფერაზის აქტივობა დიდი ხნის განმავლობაში აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს 3-ჯერ და მეტად, სიმვალიმიტით მკურნალობა ექიმის მითითებით უნდა შეწყდეს.
მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის დროს აუცილებელია კრეატინფოსფოკინაზის (შრატის ფერმენტის) აქტივობის განსაზღვრა. თუ იგი მნიშვნელოვნად არის მომატებული, ან აღინიშნება კუნთური ტკივილი, კუნთების მტკივნეულობა ანდა სისუსტე, ექიმმა უნდა შეაფასოს მიოპათიის განვითარების ალბათობა.
პაციენტებმა უნდა დაუყოვნებლივ შეატყობინონ ექიმს გაურკვეველი წარმოშობის კუნთური ტკივილების, კუნთების მტკივნეულობის ან სისუსტის შესახებ, განსაკუთრებით, თუ მათ თან ერთვის საერთო სისუსტე და ცხელება. მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ შენარჩუნებულია კრეატინფოსფოკინაზის მომატებული აქტივობა, რომელიც 10-ჯერ აჭარბებს ნორმის ფარგლებს, არსებობს ეჭვი მიოპათიის განვითარების თაობაზე ანდა იგი უკვე დიაგნოსტირებულია. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მძიმე მწვავე ინფექციების, ჰიპოტენზიის, ტრავმების მქონე ანდა მძიმე-ოპერაცია-გადატანილ პაციენტებს, ენდოკრინული დაავადებების, მეტაბოლიზმისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის ფონზე, ასევე არაკონტროლირებადი კრუნჩხვებისას პაციენტებს აქვთ რაბდომიოლიზის (კუნთების მწვავე პათოლოგია, რომელიც ნეკროზით მიმდინარეობს) და თირკმლების მეორადი უკმარისობის განვითარების რისკი.
მკურნალობის დაწყებამდე და მის საწყის პერიოდში ექიმმა შეიძლება გასცეს ოფთალმოლოგიური გამოკვლევის (თვალის ბიომიკროსკოპიის) ჩატარების რეკომენდაცია.
მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა განისაზღვროს შრატში ქოლესტერინის დონე.

დოზირება და გამოყენების ხერხი
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია, მემკვიდრეობითი ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, შერეული ჰიპერლიპიდემია. იყენებენ 10 მგ-ს ერთჯერ დღეში, საღამოთი. დოზას გადასინჯავენ არაუიშვიათეს 4 კვირაში ერთჯერ. დოზების რეკომენდირებული ინტერვალია 10-80 მგ დღე-ღამეში. წამალს იღებენ ერთ მიღებაზე, საღამოთი.
მემკვიდრეობითი ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია. იყენებენ 40 მგ-ს ერთჯერადად საღამოზე ან 80 მგ-ს დღე-ღამეში და ამ დოზას სამად ყოფენ (ყველაზე დიდ დოზას საღამოთი იღებენ).
გულის იშემიური დაავადება. საწყისი დოზაა 20 მგ ერთჯერ დღეში, საღამოს. შემდეგში ექიმი არჩევს დოზას, სულ მცირე, 4 კვირაში ერთჯერ. მაქსიმალური დღე-ღამური დოზაა 80 მგ ერთჯერადად.
სიმვალიმიტის ციკლოსპორინთან, ფიბრატებთან ან ნიკოტინის მჟავასთან კომბინირებული გამოყენებისას, რომლებსაც ხმარობენ ჰიპოლიპიდემიურ საშუალებებად, პრეპარატის მაქსიმალური დღე-ღამური დოზაა 10 მგ. თირკმლების მსუბუქი ან საშუალო უკმარისობის შემთხვევაში დოზის შერჩევა არ არის აუცილებელი. მიუხედავად ამისა, თირკმლების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღე-ღამეში, ამ კატეგორიის პაციენტებისათვის აუცილებელია პერიოდული სამედიცინო გამოკვლევები.
რადგანაც სიმვალიმიტის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში არაა, საბავშვო პრაქტიკაში მას არ იყენებენ.
განსაკუთრებით, არაა რეკომენდირებული, რომ პრეპარატი დაენიშნოს 2 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგანაც ქოლესტერინი აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის.

მითითება. თუ თქვენ დაგავიწყდათ, რომ დროულად მიიღოთ სამკურნალწამლო საშუალების შემდგომი დოზა, დაუყოვნებლივ გააკეთეთ ეს. თუ ახლოვდება წამლის შემდეგი მიღების დრო, არ გააორმაგოთ დოზა და გააგრძელეთ წამლის მიღება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

ჭარბი დოზირება. სიმვალიმიტის ზედმეტი დოზირების თაობაზე მოგვეპოვება მცირი ინფორმაცია. არის ცნობები მხოლოდ ზედმეტი დოზირების ზოგიერთი შემთხვევების შესახებ, რომლებიც სიმპტომების და გართულების გარეშე მიმდინარეობდნენ.
სამკურნალწამლო საშუალების ზედმეტი დოზირებისას დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ექიმს!  

გვერდითი მოვლენები.
ყველაზე უფრო ხშირი გვერდითი ეფექტებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევა _ მუცლის შებერვა, ტკივილი მუცელში, შეკრულობა ან ფაღარათი, გულისრევა, ღებინება. შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, გამონაყარი, მხედველობის სიმკვეთრის მოშლა, უძილობა, გემოვნების შეგრძნების დარღვევა.
უფრო იშვიათად პრეპარატი ღვიძლზე და კუნთებზე ახდენს გავლენას. შეიძლება მოიმატოს შრატის ამინოტრანსფერაზების აქტივობამ, მაგრამ ეს ცვლილებები შექცევადია. შეიძლება შეგვხვდეს სიყვითლის, ჰეპატიტისა და პანკრეატიტის შემთხვევები, ასევე მომატებული მგრძნობელობის სინდრომი ანგიონევროზული შეშუპების განვითარებით (კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება). შესაძლებელია განვითარდეს მიოპათია, რომელიც მიალგიის, მიოზიტის (ჩონჩხის კუნთების ანთების) და კუნთური სისუსტის ფორმით გამოვლინდება კრეატინფოფსოკინაზის აქტივობის ერთდროული მომატების ფონზე, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც სიმვალიმიტს იყენებენ იმუნოდეპრესანტებთან, ფიბრატებთან, ნიკოტინის მჟავასთან, ერითრომიცინთან, იტრაკონაზოლთან და სხვა პრეპარატებთან ერთად (იხ. განყოფილება "ურთიერთქმედება"). შეიძლება შეგვხვდეს პარესთეზია („ჭიანჭველების ცოცვის“ შეგრძნება) და პერიფერიული ნევროპათია (მამოძრავებელი და მგრძნობელობის დარღვევები). შესაძლებელია რაბდომიოლიზი და თირკმლების მეორადი უკმარისობა.
თუ თქვენ შენიშნავთ მსგავს ან სხვა, ზემოთ არ აღნიშნულ სიმპტომებს, აიღეთ კონსულტაცია ექიმთან მედიკამენტის შემდგომი მიღების თაობაზე!

ვარგისიანობის ვადა.
აღარ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები.
ბნელ, მშრალ ადგილზე, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!


გაცემის ფორმა.
გაიცემა რეცეპტით.


სამკურნალწამლო საშუალების განმცხადებლისა და მწარმოებლის დასახელება და მისამართი
ს.ს. “Grindeks” (გრინდექსი), ლატვია, რიგა, LV-1057, კრუსტპილსის ქ. # 53.
ტელეფონი: + 371 7083205
ფაქსი: + 371 7083505
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებგვერდი: www.grindeks.lv