შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები |
0,5მლ-ში |
20მლ-ში |
დინდგელის ექსტრაქტი (Propolis fluid extract) |
0,0035მლ |
0,14მლ |
გამამელისის ექსტრაქტი (White hazel extract) |
0,0025მლ |
0,1მლ |
ქაცვის ექსტრაქტი (Sea Buckhorn extract) |
0,0025მლ |
0,1მლ |
დამხმარე ნივთიერებები:
წყალი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ფუძე ფოსფატის დიჰიდრატი, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დინდგელის შემადგენლობაში შედის ვიტამინები, ამინომჟავები, მცენარეების ფისი, მინერალები და ბიოფლავონოიდები. ამ ბიოლოგიურ ნივთიერებებს ახასიათებს ანტიბაქტერიული, იმუნომასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, რეგენერაციული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიკანცეროგენური ეფექტი.
გამამელისის შემადგენლობაში შემავალ ბიოფლავონოიდებს და ტანინებს ახასიათებს სისხლძარღვთა შემავიწროებელი და ანტიბაქტერიული მოქმედება. სისხლძარღვთა შემავიწროებელი ეფექტის შედეგად იხსნება კაპილარების შეგუბება, რაც ვითარდება გაციების დროს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპების შედეგად.
ქაცვის ექსტრაქტს ახასიათებს იმუნომოდულაციური, რეგენერაციული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიოქსიდანტური ეფექტი.
ჩვენება:
- მწვავე რესპირატორული დაავადებები
- სინუსიტები
- ცხვირის ღრუს ქირურგიული ოპერაციების შემდეგ
- ლარინგიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი
- პირის ღრუს ანთებითი დაავადებები, კატარული გინგივიტი, სტომატიტი.
გამოყენების მეთოდი და დოზირება:
რეკომენდებული დოზა: პირის ღრუში და ორივე ნესტოში შესხურება 3-4-ჯერ დღეში.
უკუჩვენება:
ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა:
სინუს სპრეი 20მლ.
შენახვის პირობები:
ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მწარმოებელი:
FORTEX ნუტრასიუტიკალს ოოდ, ბულგარეთის რესპუბლიკა.