სლიმერი
Apple Cider Vinegar
სავაჭრო დასახელება: სლიმერი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ვაშლის ძმრის ექსტრაქტი (Apple Cider Vinegar)
ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტები.
წონაში კლების ეფექტური საშუალება
შემადგენლობა:
სლიმერის ერთი ტაბლეტი შეიცავს 500მგ ვაშლის ძმრის ექსტრაქტს (Apple Cider Vinegar).
მოქმედების მექანიზმი:
სლიმერის მიღება ხელს უწყობს მადის დაქვეითებას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ხელს უწყობს ცხიმების დაშლის პროცესს, რაც განაპირობებს წონაში ეფექტურ კლებას.
სლიმერი რეკომენდებულია ცხიმების ცვლის ეფექტური რეგულაციისათვის მთელი დღე-ღამის განმავლობაში.
ცხიმოვან უჯრედებში ხშირად გროვდება ტოქსინები, რაც განაპირობებს მათი მეტაბოლური აქტივობის მკვეთრ შემცირებას და იწყება ჭარბი რაოდენობით ცხიმის დაგროვება, რისი შედეგიც გახლავთ ზედმეტი წონა. ვაშლის ძმრის ექსტრაქტი ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას ცხიმოვანი უჯრედებიდან და წმენდს ორგანიზმს შლაკებისაგან, რაც აადვილებს წონაში კლების პროცესს.
სლიმერს გააჩნია მაღალი ფერმნტული აქტივობა. იწვევს რა ცხიმების სრაფ დაშლას, ახდენს მათი დაშლის შედეგად გამოთავისუფლებული ენერგიის ტრანსფორმირებას უჯრედის ენერგიად, რითაც ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ დანახარჯებს.
ვაშლის ძმრის ექსტრაქტი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სინთეზს, მასში შემავალი პექტინი კი იწვევს ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერებას და საჭმლის მონელების პროცესის რეგულაციას, განსაკუთრებით ყაბზობის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია წონაში კლების პროცესის ეფექტური წარმართვისათვის.
ვაშლის ძმრის ექტრაქტი კვებავს ორგანიზმს მასში შემავალი ვიტამინებითა და მინერალებით.
ვაშლის ძმრის ექტრაქტი შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B6, C, E. პროვიტამინ ბეტა-კაროტინს და ბიოფლავონოიდებს; მინერალებს: ფოსფორი, კალციუმი, ნატრიუმი, ფტორი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ქლორი, სპილენძი, სხვა ნივთირებებიდან: ამინომჟავებსა და ვაშლის პექტინს.
დოზირება და მიღების წესი:
სლიმერი უნდა მიიღოთ 1 ან 2 ტაბლეტი 2 ჯერ ან 3 ჯერ დღე-ღამეში, უმჯობესია კვებამდე.
მიღების ხანგრძლივობა ინდივიდულურად ირჩევა გაცხიმოვნების ხარისხიდან გამომდინარე. შესაძლებელია მისი მიღება ხანგრძლივად დიეტოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე.
განსაკუთრებული მითითება:
არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს, საღებავებს და დამატკბობელ საშუალებებს. არ შეიცავს კონსერვანტებს, რძის პროდუქტებს, სოიოს, ხორბალს, გლუტეინს, და საფუარს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა სლიმერში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი 500მგ N30 ბოთლში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15ºC-დან 25ºC-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
მწარმოებელი:
Contract Pharmacal Corporation
USA