სპაზმოპრივ ფორტე 200მგ #20კაფს

სპაზმოპრივ ფორტე 200მგ #20კაფს
სპაზმოპრივ ფორტე
SPAZMOPRIV FORTE


საერთაშორისო დასახელება - fenoverine


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კუჭ-ნაწლავის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი საშუალებები
; მიოტროპული სპაზმოლიზური საშუალებები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 200 მგ 20 ც.

აქტიური კომპონენტი: ფენოვერინი 200 მგ კაფსულაზე.
სხვა არააქტიური კომპონენტები: კროსკარმელოზის ნატრიუმი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი და მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები
რა შემთხვევაში მიიღება სპაზმოპრივ ფორტე და გამოყენების ჩვენებები
სპაზმოპრივ ფორტე შეიცავს ფენოვერინს. ფენოვერინი სპაზმოლიზური პრეპარატია, რომელიც მოქმედებს გლუვ მუსკულატურაზე. პრეპარატი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის), სანაღვლე სადინარებისა და ქალის სასქესო ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმების მოსახსნელად.
სპაზმოპრივ ფორტე გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
• მსხვილი ნაწლავის დარღვევები: მსხვილი ნაწლავის გაღიზიანება; მსხვილი ნაწლავის მწვავე, სპასტიური ანთება.
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: ღებინება, კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, დიაფრაგმული თიაქარი, საყლაპავის სპაზმები, საყლაპავის ანთება (საყლაპავის პეფსიური ანთება). კუჭზე ქირურგიული ოპერაციების შემდეგ მოტორიკის დარღვევა.
• გინეკოლოგიური დარღვევები: მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), ტკივილი და სპაზმები მენჯის არეში, მშობიარობის შემდგომი სპაზმების ჩათვლით.

მიღების წესები და დოზები

სპაზმოპრივ ფორტეს კაფსულები მიიღება ჭამის დროს, მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით

პრეპარატი მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად
მოზრდილები:
თითო კაფსულა დღეში ორჯერ ჭამის დროს არაუმეტეს 6 კვირის განმავლობაში. ექიმის დანიშნულების თანახმად დოზა შესაძლოა გაიზარდოს თითო კაფსულამდე დღეში სამჯერ
ხანდაზმული ასაკი:
ხანდაზმულმა პაციენტებმა არ უნდა გადააჭარბონ სტანდარტულ დოზას - 1 კაფსულა დღეში ორჯერ ჭამის დროს არაუმეტეს 6 კვირის განმავლობაში. სპაზმოპრივ ფორტე სიფრთხილით ინიშნება 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში (ასევე იხ.: სიფრთხილის ზომები სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენებისას).
ბავშვები (12-18 წლის):
დოზის რეგულირება საჭირო არ არის, ჩვეულებრივ ინიშნება მოზრდილებისათვის რეკომენდებული სტანდარტული დოზა.
ბავშვები (12 წლამდე):
12 წლამდე ასაკის ბავშვებში სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. ნაწილი: როდის არ შეიძლება სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება).
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება არ შეიძლება (იხ. ნაწილი: როდის არ შეიძლება სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება).
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება არ შეიძლება (იხ. ნაწილი: როდის არ შეიძლება სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება).
ჰიპერთერმია:
ანამნეზში ჰიპერთერმიის არსებობის შემთხვევაში სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება არ შეიძლება (იხ. ნაწილი: როდის არ შეიძლება სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება).
ქრომოსომული მიოპათია:
ქრომოსომული მიოპათიის შემთხვევაში სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება არ შეიძლება (იხ. ნაწილი: როდის არ შეიძლება სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება).

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები:
• ზეგავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე: დიარეა, უსიამოვნო გემო პირში. ზემოაღნიშნული გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ 24-48 საათში გადის, პრეპარატის მოხსნა საჭირო არ არის.
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
• ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე;
• ზეგავლენა საშარდე სისტემაზე: შარდის გამუქება,
• ზეგავლენა ჩონჩხ-კუნთოვან სისტემაზე: კუნთების ტკივილი (მიალგია), კუნთების შექცევადი დისტროფია (ჩინჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი).
იშვიათ შემთხვევებში არსებობს ცნობები კუნთების შექცევადი დისტროფიის (ჩინჩხის კუნთების მწვავე ნეკროზის) შესახებ. ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი აღინიშნება ერთ ან რამდენიმე ფაქტორთან ერთად: ხანდაზმული ადამიანები (65 წელზე უფროსი) და/ან ღვიძლის უკმარისობის მძიმე ფორმით (ღვიძლის კიბო, ღვიძლის ციროზის ბოლო სტადია). პაციენტებში გენეტიკური მიდრეკილებით ავთვისებიანი ჰიპერთერმიის ან მიოგლობინურიის (შარდში მიოგლობინის არსებობა) მიმართ, ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზის განვითარების მაღალი რისკი არსებობს.
თუ პაციენტს აღენიშნა კუნთების ტკივილი, შარდის გამუქება ან სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

უკუჩვენება

როდის არ შეიძლება სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება
• ალერგიული რეაქციები ან ჰიპერმგრძნობელობა ფენოვერინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
• ღვიძლის არსებული (ან ადრე არსებული) ქრონიკული დაავადებები (ღვიძლის ციროზი, მწვავე ჰეპატიტი, ალკოჰოლური ჰეპატიტი, ალკოჰოლის ხანგრძლივად ბოროტად გამოყენება ან ღვიძლის კიბო);
• არსებული (ან დაავადების ისტორიაში აღნიშნული) ჰიპერთერმია (ტემპერატურის ანომალიური მომატება) ანესთეზიის დროს, ან ჰიპერთერმია ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;
• ქრომოსომული მიოპათია
• თირკმელების ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობა);
• ორსულობისა და ლაქტაციის დროს (იხ. ასევე ნაწილი ორსულობა და ლაქტაცია);
• 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს და შესაბამისად მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის

განსაკუთრებული მითითებები

• კუნთების გაურკვეველი წარმოშობის ტკივილის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და აუცილებლია ექიმთან კონსულტაცია;
• 60 წელზე უფროსი ასაკი;
• სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

როგორც ცნობილია, სპაზმოპრივ ფორტე არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვაზე ან მექანიზმებთან მუშაობაზე. მაგრამ, თუ ავადმყოფს აღენიშნება თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება, ან სხვა გვერდით მოვლენები, რომლებმაც შეიძლება იმოქმედოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, მან უნდა შეწყვიტოს მუშაობა და აუცილებლად მიმართოს ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სპაზმოპრივ ფორტეს ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
სპაზმოპრივ ფორტე შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. ლაქტოზაზე ალერგიის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

ჭარბი დოზირება

დღემდე ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

თუ პაციენტს დაავიწყდა სპაზმოპრივ ფორტეს მიღება

სპაზმოპრივ ფორტეს მიღების დავიწყების შემთხვევაში, რეკომენდებული დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. თუ პაციენტმა ერთი მიღება გამოტოვა და მოახლოვებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მან ერთი დოზა უნდა მიიღოს და გააგრძელოს შეფუთვაზე მითითებული გრაფიკის დაცვა. გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება. თუ პაციენტმა პრეპარატის რამდენიმე დოზა გამოტოვა, მან უნდა მიმართოს ექიმს. ექიმი პრეპარატით მკურნალობის ახალ კურსს დაუდგენს.
თუ პაციენტმა სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენება შეწყვიტა
სიმპტომების გავლის შემთხვევაშიც კი პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა არ შეიძლება

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

სპაზმოპრივ ფორტესთან ერთად რეკომენდებული დოზებით სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენებისას ურთიერთქმედების შემთხვევები ცნობილი არ არის. მაგრამ, სპაზმოპრივ ფორტესთან ერთად სხვა პრეპარატების გამოყენების თაობაზე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია

შენახვის პირობები და ვადები

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ვარგისიანობის ვადა იწურება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Polipharm Co., Ltd

ნიდერლანდები