სულფასალაზინი 0.5გ #50ტ

სულფასალაზინი 0.5გ #50ტ
სულფასალაზინი 500 მგ
(Sulfasalazin)



შემადგენლობა

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ სულფასალაზინს (სალაზოსულფაპირიდინს).
სხვა ინგრედიენტები: პოვიდონი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სულფასალაზინი სალაზოსულფაპირიდინს შეიცავს, რომელიც ნაწლავური ინფექციის და რევმატიზმის საწინააღმდეგო ნივთიერებას წარმოადგენს. მსხვილ ნაწლავში ბაქტერიები სალაზოსულფაპირიდინს სულფაპირიდინად და 5-ამინოსალიცილმჟავად ანაწევრებენ.
სულფაპირიდინი ამცირებს სისტემურ ანთებას და დამღუპავად მოქმედებს ბაქტერიებზე. 5-ამინოსალიცილმჟავა ამცირებს ანთებას მსხვილ ნაწლავში. სულფასალაზინი ტკივილს არ ამსუბუქებს.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებების მწვავე გამოვლინებები და გამწვავება (წყლულოვანი კოლიტი და პროქტიტი, კრონის დაავადება);
• წყლულოვანი კოლიტისა და პროქტიტის რეციდივების პრევენცია;
• რევმატიული ართრიტი და ბავშვთა რევმატიული ართრიტი (იუვენილური რევმატიული ართრიტი), რომლებიც არ ექვემდებარებიან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით მკურნალობას.
მისი გამოყენება შეიძლება კორტიკოსტეროიდებთან და მეტრონიდაზოლთან ერთად.

უკუჩვენებები

სულფასალაზინის გამოყენება არ შეიძლება ჰიპერმგრძნობელობისას სულფონამიდების, სალიცილატების და პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. მწვავე პორფირიის დროს, ან სისხლის თეთრი უჯრედების (გლანულოციტების) ორგანიზმში არასაკმარისი რაოდენობით არსებობის დროს.
პრეპარატი რეკომენდებული არ არის 2 წლმდე ასაკის ბავშებში, რომლებსაც აწუხებთ მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში რევმატიული ართრიტით, ვინაიდან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ დროს ჯერ კიდევ დაუდგენელია.

სიფრთხილე

აუცილებელია ექიმის ინფორმირება ნებისმიერი ქრონიკული დაავადების, მეტაბოლური დარღვევების, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ან სხვა პრეპარატების მიღების შესახებ.
მკურნალობის დროს აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
მკურნალობის დაწყებამდე ან მის დროს საჭიროების შემთხვევაში ექიმი შეაფასებს სისხლისა და შარდის ანალიზებს, რათა განსაზღვროს პრეპარატის უსაფრთხოება. თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის, ბრონქული ასთმის, ალერგიის ან გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტის შემთხვევში ექიმს შეუძლია გააკეთოს დასკვნა ამ წამლის გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახებ და დამატებითი ინსტრუქციები გასცეს.
პრეპარატი რეკომენდებული არ არის იუვენილური რევმატიული ართრიტის სისტემური ფორმებისას, ვინაიდან ხშირად იწვევს არასასურველ მოვლენებს, რომლებიც შრატისმიერ დაავადებას ჰგავს (ცხელება, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი, გამონაყარი და ღვიძლის ფუნქციის გაუარესება). ეს მდგომარეობა ხშირად ძალიან მძიმეა.
სულფასალაზინი საკვებთან ერთად მიიღება. მკურნალობის დროს აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

აუცილებლობის შემთხვევაში სულფასალაზინის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მინიმალური ეფექტური დოზებით. პრეპარატი რეკომენდებული არ არის ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ვინაიდან შესაძლოა გახდეს ახალშობილში სიყვითლის გაძლიერების მიზეზი. სულფასალაზინი დედის რძესთან ერთად ექსკრეტირდება, ამიტომ მკურნალობის დროს რეკომენდებულია ლაქტაციის შეწყვეტა.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სულფასალაზინის არასასურველი ზეგავლენის შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ცნობები არ მოიპოვება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სულფასალაზინით მკურნალობის დროს აუცილებელია ექიმს ეცნობოს სხვა პრეპარატების გამოყენების შესახებ.
პრეპარატი ამცირებს ფოლის მჟავისა და დიგოქსინის ეფექტს; ზრდის სისხლის შედედების დამთრგუნველი ნივთიერებების (ანტიკოაგულანტების) და სისხლში შაქრის რაოდენობის შესამცირებლად გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატის ეფექტურობას. ანტიბიოტიკები ამცირებენ სულფასალაზინის ეფექტს.

გამოყენების წესი და დოზები

აუცილებელია ექიმის მითითებების დაცვა. არ შეიძლება ექიმის მიერ დანიშნული დოზის მომატება ან მკურნალობის შეწყვეტა.
ტაბლეტები მიიღება მთლიანი სახით, გატეხვისა და დაღეჭვის გარეშე, რაც ამცირებს არასასურველ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს ჭიქა წყალის დაყოლებით.
• მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებების მწვავე გამოვლინება და გამწვავება
მოზრდილებმა და 16 წელზე უფროსმა მოზარდებმა უნდა მიიღონ 2-4 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში. დაავადების რემისიის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.
• წყლულოვანი კოლიტისა და პროქტიტის გამწვავების პროფილაქტიკა
მოზრდილებმა და 16 წელზე უფროსმა მოზარდებმა უნდა მიიღონ 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში. 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში შეიძლება 20-30 მგ სულფასალაზინის მიღება კილოგრამ სხეულის წონაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.
• რევმატიული ართრიტი
მოზრდილებმა და 16 წელზე უფროსმა მოზარდებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ დღეში 1 ტაბლეტის მიღებიდან, ხოლო შემდგომში დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს. ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს 2-3-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება არანაკლებ 6 თვის განმავლობაში. მკურნალობის ეფექტი ვლინდება გამოყენების დაწყებიდან 6-10 კვირაშე.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის შეიძლება სხეულის წონის კილოგრამზე 30-50 მგ სულფასალაზინის გამოყენება დღეში 2-3 მიღებად. ბავშვები პრეპარატს უფრო კარგად იტანენ, თუ საწყისი დოზა რეკომენდებულზე 3-4-ჯერ ნაკლებია, ხოლო მისი მომატება თანდათან ხდება. 16 წლამდე ასაკის ბავშვებს მაქსიმალურად შეუძლიათ მიიღონ 4 ტაბლეტი (2 გ) დღეში.
თუ პაციენტს შთაბეჭდილება ექმნება, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერია ან არასაკმარისია, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
თუ პაციენტს გამორჩა პრეპარატის მიღება, იგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მაშინ გამორჩენილი დოზა არ მიიღება და მიიღება შემდეგი დოზა მკურნალობის რეკომენდებული სქემის შესაბამისად.
გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის დოზის გაორმაგება არ შეიძლება.

ჭარბი დოზა

სულფასალაზინის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, გულისრევა, ტკივილი მუცელში, თავბრუსხვევა. ამ სიმპტომების განვითარებისას აუცილებელია დოზის შემცირება.
დამატებით დიდი დოზების გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვები და ნერვული დარღვევები. ამ შემთხვევაში აუცილებელია გულისრევის გამოწვევა კუჭის გამოსარეცხად. არ შეიძლება გულისრევის გამოწვევა უგონოდ მყოფ პაციენტებში. უგონოდ მყოფი პაციენტი გვერდულ პოზიციაში უნდა მოთავსდეს.
გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად სულფასალაზინსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა.
მძიმე გვერდითი ეფექტები, რომლებიც დოზის შემცირებას ან მკურნალობის შეწყვეტას საჭიროებენ, ძალიან იშვიათად ვითარდება. ძალიან იშვიათად სულფასალაზინი წარმოადგენს სისხლის უჯრედების შემცირების, თირკმელების ან ღვიძლის დაზიანების, ნერვული რეაქციებისა და ჰიპერმგრძნობელობის (განსაკუთრებით კანის მხრივ) მძიმე რეაქციების მიზეზს. დროული ამოცნობისა და შესაბამისი მკურნალობისას ეს რეაქციები უმეტესად გარდამავალია. თუ ჩამოთვლილიდან რომელიმე რეაქცია განვითარდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია: ქავილი, გამონაყარი, კანის აქერცვლა ან წვა, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, ქუთუთოების, სახის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, სხეულის ტემპერატურის აუხსნელი მომატება ან ციება, ყელის ანთება, ხველა, ხშირი ინფექციები, უჩვეულო დაღლილობა, სახის ფერის სიმკრთალე, ძლიერი ტკივილი მუცელში, სიყვითლე, კანიდან სისხლდენა, სილურჯეების უჩვეულოდ ადვილად წარმოქმნა ან ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, მოძრაობების კოორდინაციის მოშლა, კრუნჩხვები, ძილიანობა, დეპრესია და ჰალუცინაციები).
სულფასალაზინის გვერდითი ეფექტების უმრავლესობა ზომიერია. შედარებით ხშირი გვერდითი ეფექტებია დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ (განსაკუთრებით, ღებინება, გულისრევა და უმადობა), სხეულის ტემპერატურის მომატება და თავის ტკივილი. შარდის და რბილი საკონტაქტო ლინზების ყვითელ-ნარინჯისფერი შეფერილობა, ნერვული მოშლილობები და ფერტილობის დაქვეითება მამაკაცებში ასევე შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დროს.

გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები 10 მგ, 20 მგ და 40 მგ. 7 ტაბლეტი ბლისტერში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა.

3 წელი.
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.

გაცემის პირობები.

მხოლოდ რეცეპტით.

მწარმოებელი
.
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო სლოვენია