SUPRASTIN
სუპრასტინი საინექციო ხსნარი
ყოველი ამპულა ტევადობით 1 მლ შეიცავს ქლორპირამინის ჰიდროქლორიდის 20 მგ-ს.
ხსნარი კუნთებში ინექციისათვის. მწვავე, მძიმე შემთხვევებში შეიძლება ვენაში შეყვანა.
შემადგენლობა: ქლორპირამინის ჰიდროქლორიდის გარდა საინექციო ხსნარი შეიცავს საინექციო წყალს.
ფარმაკოთერაპიული ჯუფი:
H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.
გამოყენების ჩვენებები:
- ალერგიული დაავადებები, მაგალითად: სეზონური ალერგიული რინიტი, კონიუნქტივიტი, ჭინჭრის ციება, დერმოგრაფიზმი, კონტაქტური დერმატიტი, საკვებისმიერი და წამლისმიერი ალერგია, ალერგია მწერის ნაკბენზე, კანის ქავილი.
- სისტემური ანაფილაქსიური რეაქციისა და ანგიონევროზული შეშუპების ადიუვანტური თერაპია.
- პრეპარატის დანიშვნის დროს საჭიროა მისი სედატიური გვერდითი ეფექტის გათვალისწინება.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ;
ასთმის მწვავე შეტევა;
არ გამოიყენება დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში;
ორსულებსა და მეძუძურ დედებში.
სუპრასტინის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
ანტიქოლინერგული და სედატიური ეფექტების არსებობის გამო სუპრასტინის დანიშვნა ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევეის, გულ-სისხლძრაღვოვანი პათოლოგიების, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს საჭიროებს სიფრთხილეს.
სუპრასტინს, ოტოტოქსიურ პრეპარატებთან კომბინაციაში, შეუძლია შენიღბოს ოტოტოქსიურობის ადრეული ნიშნები.
ანტიჰისატამინური პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სისხლწარმოქმნის დარღვევა (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია). პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას დაუდგენელი წარმოშობის ცხელების, ლარინგიტის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულების, სიყვითლის, სიფერმკრთალის, სისხლჩაქცევის, უჩვეულო ან ძნელად შესაჩერებელი სისხლდენების განვითარებისას, საჭიროა სისხლის ფორმიანი ელემენტების განსაზღვრა და სისხლწარმოქმნის დარღვევის გამოვლენისას პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
სუპრასტინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან მიმართებაში.
ალკოჰოლს შეუძლია გააძლიეროს ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიური ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისიტემაზე, რის გამოც სუპრასტინით მკურნალობის კურსის განმავლობაში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან თავის შეკავება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ა) პრეკლინიკური გამოკვლევები
პრეკლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს.
ბ) გამოკვლევები ადამიანებში
არ არის ჩატარებული ორსულ ქალებში ადექვატური, სათანადოდ კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის გამოყენების შესახებ. თუმცა, აღწერილია შემაერთებელი ქსოვილის განვითარება იმ ახალშობილების თვალის ბროლის უკან, რომელთა დედებიც იღებდნენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს ორსულობის ბოლო ორი კვირის მანძილზე. შესაბამისად, სუპრასტინის მიღება ორსულობის დროს, განსაკუთრებით, პირველი ტრიმესტრისა და ბოლო თვის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ რისკისა და სასარგებლო ეფექტის საგულდაგულო ანალიზის შემდეგ.
ძუძუთი კვების დროს სუპრასტინის გამოყენების ადექვატური, კარგად კონტროლირებადი კვლევების მონაცემთა უქონლობის გამო, მისი დანიშვნა არ შეიძლება მეძუძური დედებისათვის.
ტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვა
პრეპარატს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა, ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა. ამიტომ საწყის პერიოდში, რომლის ხანგრძლიობა ისაზღვრება ინდივიდუალურად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც დაკავშირებულია უბედური შემთხვევების მომატებულ რისკთან. ამის შემდეგ შეზღუდვის დონე ან ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის აკრძალვა ექიმმა უნდა განსაზღვროს ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
მაო-ს ინჰიბიტორები აძლიერებენ და ახანგრძლივებენ სუპრასტინის ანტიქოლინერგულ ეფექტებს.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა სუპრასტინის სხვა სედატიურ საშუალებებთან, ტრანკვილიზატორებთან, სედატიურ ანალგეტიკებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ატროპინთან, მუსკარინერგულ პარასიმპათოლიზურ პრეპარატებთან ერთდროული მიღების დროს. სუპრასტინს და ნებისმიერს ამ პრეპარატთაგანს შეუძლიათ ერთმანეთის ეფექტის გაძლიერება.
ალკოჰოლი აძლიერებს სუპრასტინის დამთრგუნველ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რის გამოც ამ პრეპარატის მიღების დროს საჭიროა ალკოჰოლური სასმელებისგან თავის შეკავება.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: რეკომენდირებული დღიური დოზაა 1-2 ამპულა კუნთებში.
ბავშვებში: რეკომენდირებული საწყისი დოზა: 1-12 თვის ასაკში: ¼ ამპულა კუნთში; 1-6 წლის ასაკში: ½ -1 ამპულა კუნთებში.
დოზის მომატება შეიძლება სიფრთხილით პაციენტის რეაქციისა და გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით, თუმცა, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ/კგ სხეულის წონაზე.
ანაფილაქსიური შოკის ან მწვავე, მძიმე ალერგიული რეაქციის დროს რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება ფრთხილი, ნელი ინექციით ვენაში, შემდეგ კი _ ინექციების გაგრძელება კუნთებში ან პრეპარატის პერორალური მიღება.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:
ხანდაზმული და დასუსტებული ავადმყოფები: სუპრასტინის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რადგან ამ პაციენტებში ანტიჰისტამინური პრეპარატები ხშირად იწვევს გვერდით ეფექტებს (თავბრუსხვევა, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება პრეპარატის აქტიური კომპონენტის მეტაბოლიზმის დაქვეითების გამო ღვიძლის დაავადებების დროს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების რეჟიმის შეცვლა და დოზის შემცირება იმის გამო, რომ აქტიური კომპონენტი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა.
ჭარბი დოზირება
ანტიჰისტამინური პრეპარატების წინასწარგანზრახულმა ან შემთხვევითმა გადაჭარბებულმა დოზირებამ, განსაკუთრებით ახალშობილებსა ან ბავშვებში, შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი. სუპრასტინის გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში ვითარდება ატროპინით მოწამვლის მსგავსი სიმპტომები და ნიშნები: ჰალუცინაციები, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ათეტოზი, კრუნჩხვები. მცირე ასაკის ბავშვებში ჭარბობს აგზნება. ზოგჯერ ვლინდება პირის სიმშრალე, ფიქსირებული გადიდებული გუგები, სახის სიწითლე, სინუსური ტაქიკარდია, შარდის შეკავება, ცხელება. მოზრდილებს ცხელება და სახის სიწითლე აღენიშნებათ არამუდმივად, ხოლო აგზნების პერიოდს მოსდევს კრუნჩხვები და კრუნჩხვის შემდგომი დეპრესია. საბოლოოდ, ვითარდება კომა და კარდიორესპირატორული უკმარისობა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს პაციენტის სიკვდილამდე 2-18 საათის განმავლობაში. რეკომენდირებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სუნთქვითი მაჩვენებლების მონიტორება, ასევე, სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის.
გვერდითი ეფექტები
სუპრასტინის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ცენტრალური ნერვული სისტემა: სედატიური ეფექტი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ატაქსია, ნერვული აგზნება, ტრემორი, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, ეიფორია, ენცეფალოპათია, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ეპიგასტრიუმში არასასიამოვნო შეგრძნებები, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ფაღარათი, მადის დაკარგვა ან მომატება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
კანი და შემაერთებელი ქსოვილი: სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სისხლმბადი სისტემა: იშვიათად ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, სისხლის სისტემის სხვა დარღვევები.
სხვა: დიზურია, შარდის შეკავება, მიოპათია, თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომის შეტევა, ფოტოსენსიბილიზაცია.
გამოშვების ფორმა
5 ამპულა მოთავსებულია ბლისტერში, 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15°-25°C., ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.
მწარმოებელი
ფარმაცევტული ქარხანა ეგის სს
უნგრეთი