პაპავერინი რ/სუპ.0.02გ#10(ნიჟფ

პაპავერინი რ/სუპ.0.02გ#10(ნიჟფ

პაპავერინის ჰიდროქლორიდის სანთლები 0,02გ

შემადგენლობა:
1 სანთელი შეიცავს:
პაპავერინის ჰიდროქლორიდი 0,02გ, ფუძე სანთლებისათვის.

აღწერილობა:
სანთლები თეთრი, მოთეთრო-მოყვითელო ფერის ან კრემის ფერის, ტორპედოსმაგვარი ფორმის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სპაზმოლიზური საშუალება

ფორმა:
სანთლები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პაპავერინის ჰიდროქლორიდის სანთლები 0,02გ წარმოადგენს მიოტროპულ სპაზმოლიზურ საშუალებას. მას გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოვებელი მოქმედება. დიდი დოზებით იგი ამცირებს გულის კუნთის აგზნებას, ანელებს გულის შიდა გამტარობას.

ჩვენება:
პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ  სისხლძარღვების სპაზმების დროს (ჰიპერტონია, სტენოკარდია, შაკიკი), გლუვი მუსკულატურის და მუცლის ღრუს სისხლძარღვების სპაზმების, (ქოლეცისტიტი, სპაზმური კოლიკა, საშარდე გზების სპაზმები), ბრონქული ასთმის შემთხვევაში.

წინააღმდეგჩვენება:
მსხვილი ნაწლავის ქვემო ნაწილის ანთებითი პროცესი.

დოზირება და მიღების წესი:
სანთელი თავისუფლდება შეფუთვისაგან მაკრატლის საშუალებით, სველდება წყალში და შეყავთ ღრმად უკანა ტანში.
ინიშნება 2-3 ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
ძილიანობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ყაბზობა, ოფლიანობა.

შენახვის ვადა:
3 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები:
გრილ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:
10 ცალი სანთელი

მწარმოებელი და მისი მისამართი:
«ОАО» «НИЖФАРМ»
РОССИЯ