ტერავიტი ტონიკი #60ტ

ტერავიტი ტონიკი
(THERAVIT TONIC)


შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტები:
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი) 3000 სე,
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 250 სე,
ვიტამინი E  (dl-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი) 60 სე,
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 120 მგ,
ვიტამინი K (ფიტონადიონი) 25 მკგ,
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) 4,5 მგ,
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 5,1 მგ,
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 6მგ,
ფოლიუმის მჟავა 400 მკგ,
ნიაცინი (ნიაცინამიდი) 40 მგ,
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 18 მკგ,
პანტოტენის მჟავა (კალციუმის პანტოტენატი) 10 მგ,
კალციუმი (კალციუმის ფოსფატის, კალციუმის ციტრატის და კალციუმის კარბონატი) 100 მგ,
ბიოტინი 40 მკგ, რკინა (რკინის ფუმარატი) 18 მგ, ფოსფორი (კალციუმის ფოსფატი) 48 მგ, იოდი (კალიუმის იოდიდი) 150 მკგ, მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) 40 მგ, თუთია (თუთიის ოქსიდი) 15 მგ, სელენი (ნატრიუმის სელენატი) 70 მკგ, სპილენძი (სპილენძის ოქსიდი) 2მგ, მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) 4 მგ, ქრომი (ქრომის ქლორიდი) 120 მკგ, მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატი) 75 მკგ, კალიუმი (კალიუმის ქლორიდი) 80 მგ, კალა (კალას ქლორიდი) 10 მკგ, ნიკელი (ნიკელის სულფატი) 5 მკგ, ვანადიუმი (ვანადიუმის სულფატი) 10 მკგ, ბორი 60 მკგ, კრემნიუმი (კრემნიუმის დიოქსიდი) 4 მგ, ჩინური ლიმონურა (ნაყოფი) 100 მგ, ჟენშენის ექსტრაქტი (ფესვები) 125 მგ.
არააქტიური ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი,  დიკალციუმის ფოსფატი, სტეარინის მჟავა, კროსკარმელოზური ნატრიუმი, მაგნიუმის  სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი, მანიტოლი, მინერალური ცხიმი, მალტოდექსტრინი, აკაცია,  გლიცინი, ასპარაგინის მჟავა, ლიმონმჟავა, ტიტანის დიოქსიდი, მაგნიუმის სილიკატი, პოლიეთილენგლიკოლი, საღებავები FD&C ყვითელი N6 ლაქი,  FD&C ყვითელი #40 ლაქი.

წამლის ფორმა:

გარსით დაფარული ტაბლეტები #30 და #60 ფლაკონში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.
კოდი: ATC:A11AA04

ჩვენება:

ვიტამინების და მინერალების დონის შევსება გადაღლილობის, ასთენიური მდგომერეობების, ჰიპოტონიისა და ძილიანობის დროს, გადატანილი დაავადებების შემდეგ. სასქესო ჯირკვლების ჰიპოფუნქციისა და ნერვულ-ფსიქიკური გადაძაბვების დროს.

მოხმარების წესი და დოზირება:

ბავშვებში 12 წლის ზევით და მოზრდილებში, 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში (სასურველია დღის პირველ ნახევარში) ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, 1-2 თვის განმავლობაში. კურსის განმეორება რეკომენდებულია 1-2 თვის ინტერვალით.
მკურნალობის მიზნით მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. პრეპარატის გამოყენებისას ძილის წინ – ვითარდება უძილობა. ვიტამინი B2-მა შესაძლოა გამოიწვიოს შარდის ინტენსიურად ყვითელი ხოლო, რკინამ განავლის მონაცრისფრო-შავი შეფერილობა.

უკუჩვენება:

12 წლამდე ასაკი.
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, ჰიპერტონული დაავადება, მომატებული ნერვული აგზნებადობა.

დოზის გადაჭარბება:

ტერავიტი ტონიკის რეკომენდებული დოზისა და მიღების ხანგრძლივობის დაცვის შემთხვევაში დოზის გადაჭარბების მოვლენები არ არის აღწერილი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა.

განსაკუთრებული მითითებები:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. ერთდროულად არ გამოიყენება ისეთ პრეპარატებთან რომელთა შემადგენლობაში შედის ვიტამინები და მინერალები, ასევე არ გამოიყენება ჟენშენისა და ჩინური ლიმონურას შემცველ პრეპარატებთან ერთად.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ხანგრძლივი მედიკამენტოზური და სხივური თერაპიის დროს როგორც თანმხლები პრეპარატი აძლიერებს მკურნალობის ეფექტურობას და ამცირებს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ისეთ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მატებას.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს +25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ

აფთიაქებიდან გაიცემა

ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი კომპანიის დასახელება,
მწარმოებელი ქვეყანა, მისამართი
საგმელი, ინკ., ჩიკაგო, ა.შ.შ.
1580 S. Milwaukee Ave., Suite 415, Libertyville, IL 60048

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართს:
Bayer Consumer Care AG
საქართველო  ქ. თბილისი
მისამართი: ზემო ვეძისის N69
ტელ:  +995 32 30 80 87
+995 32 30 97 57