ტერაფლუ
გრიპისა და გაცივების ექსტრა
THERAFLU FLU AND COLD EXTRA
გრიპისა და გაცივების ექსტრა
THERAFLU FLU AND COLD EXTRA
საერთაშორისო დასახელება - paracetamol, pheniramine, phenylephrine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები; პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ფხვნილი (ვაშლისა და დარიჩინის გემოთი) შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად შეფუთვაში 10 ც
დოზირებული ფხვნილი (ვაშლისა და დარიჩინის გემოთი) შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლადA:
პაკეტში 21.78 გ შეფუთვაში 10 ც.
1 პაკ.
პარაცეტამოლი. . . . . . . . . 650 მგ
ფენირამინის მალეატი. . . . . . 20 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი. . .10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ასკორბინის მჟავა, ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ეთილმალტოლი, კარამელი, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა, კალციუმის ფოსფატი სამფუძიანი, ლიმონმჟავა, ვაშლის არომატიზატორი ხელოვნური, ვაშლის-დარიჩინის არომატიზატორი ნატურალური.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატია, გააჩნია სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, გამაყუჩებელი და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენებები
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები – გრიპი, მრვი („გაცივება“), რომლებსაც ახლავს მაღალი ტემპერატურა, კანკალი და ცხელება, თავის ტკივილი, სურდო, ცხვირის შეგუბება, ცემინება და კუნთების ტკივილი.
მიღების წესები და დოზები
მიიღება შიგნით. ერთი პაკეტის შიგთავსი უნდა განზავდეს 1 ჭიქა ადუღებულ ცხელ წყალში. მიიღება ცხელი სახით. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით.
განმეორებითი დოზის მიღება შეიძლება ყოველ 4 საათში (არა უმეტეს 3 დოზისა 24 საათის განმავლობაში).
პრეპარატის გამოყენება შეიძლება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ საუკეთესო ეფექტს ავლენს ძილის წინ, ღამე მიღებისას. თუ პრეპარატის გამოყენების დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში სიმპტომების შემსუბუქება არ აღინიშნება, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება), მომატებული აგზნებულობა, ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, სიმშრალე პირში, შარდის შეკავება, ღებინება, გულისრევა, კუჭის ტკივილი, გულისცემა, არტერიული წნევის აწევა, თავბრუსხვევა, ძილის მოშლა, მიდრიაზი, აკომოდაციის პარეზი, თვალშიდა წნევის მომატება. პარაცეტამოლის არსებობის გათვალისწინებით: იშვიათად – სისხლის სისტემის დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი); მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება, ჰემოლიზური ანემია, მეტჰემოგლობინემია, პანციტოპენია.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ცელკეული კომპონენეტების მიმართ. ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. პორტული ჰიპერტენზია, ალკოჰოლიზმი, თირკმლის უკმარისობა, ფერმენტ გლუკოზა 6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით გამოიყენება: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ღვიძლისა და თირკმლის, ფილტვების მძიმე დაავადებები (მ.შ. ბრონქული ასთმა), შარდვის გაძნელება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია (ჟილბერის, დუბინი-ჯონსონისა და როტარის სინდრომები).
განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების პრევენციისათვის პრეპარატის მიღებას არ შეიძლება ახლდეს ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.
მკურნალობის დროს რეკომენდებული არ არის ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
ჭარბი დოზირება
ღებინება, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიის არეში; ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება, მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი პირველი 6 სთ, დონატორების SH-ჯგუფების და გლუტატიონი – მეთიონინის სინთეზის წინამორბედების შეყვანა ჭარბი დოზის მიღებიდან 8-9 საათში და N-აცეტილცისტეინის შეყვანა 12 საათში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
რეკომენდებულია პრეპარატის მიღებისაგან თავის შეკავება მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების მიღებისას. პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკი იწევს, როდესაც მასთან ერთად ინიშნება ბარბიტურატები, დიფენინი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ზიდოვუდინი და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების სხვა ინდუქტორები. აძლიერებს სედაციური საშუალებების ეთანოლის მოქმედებას. ეთანოლი აძლიერებს ფენირამინის სედაციურ მოქმედებას.
ანტიდეპრესიულები, პარკინსონის საწინააღმდეგო და ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენოთიაზინური წარმოებულები ზრდიან შარდის შეკავების, პირში სიმშრალის, ყაბზობის განვითარების რისკს.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე. მშრალ სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A.
საფრანგეთი