თურმანიძის მალამო
(დამწვრობისთვის)
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.
გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
I,II,III, ხარისხის დამწვრობა, ხოლო IV ხარისხის დამწვრობისას ამზადებენ დამწვარ ზედაპირს კანის პლასტიკურობისთვის. მოყინვა, გამოყელვის დროს. წითელი ქარი, ექსკორიაცები.
ხმარების წესი:
ჭრილობის (დამწვარი) ზედაპირის შესაბამისი A ანტისეპტიური(3% წყალბადის ზეჟანგის) ხსნარით დამუშავების შემდეგ, დავაფაებთ მიტკლის ნაჭერზე ან სამფენა დოლბანდზე თხელი ფენით წასმულ მალამოს. შემდეგ გადავახვევთ. ჭრილობა უნდა დამუშავდეს 24 საათში ერთხელ.
შენახვის ვადა
3 წელი. ინახება მშრალ გრილ ადგილას.
წამლის ფორმა:
25, 30, 50, 100გრ. ალუმინის ტუბები ან პლასტმასის ქილები.
ყვითელი შეფუთვა - თურმანიძის მალამო ანტისეპტური.
ლურჯი შეფუთვა - თურმანიძის მალამო დამწვრობისთვის.