ურეგიტი 50მგ #20ტ

ურეგიტი
UREGIT


- ყოველი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების _ ეთაკრინის მჟავის 50 მგ-ს.
- სხვა კომპონენტები: ჟელატინი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი, ტალკი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
დიურეზული საშუალება.

ჩვენებები:

- შეშუპება, რომელიც გამოწვეულია გულის შეგუბებითი უკმარისობით, ღვიძლის ციროზით, თირკმელების დაავადებებით (ასევე, ნეფროზული სინდრომით).
- ასციტის ხანმოკლე მკურნალობის კურსი ავთვისებიანი წარმონაქმნების, იდიოპათიური შეშუპებების და ლიმფური შეშუპების დროს.
- შეშუპება, რომელიც გამოწვეულია გულის მანკებით ან ნეფროზული სინდრომით 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
- სხვა დიურეზული საშუალებების არაეფექტურობის დროს.

უკუჩვენებები:

- ალერგია ნებისმიერი ზემოთ მოცემული კომპონენტის მიმართ;
- ანურია;
- პრეპარატი არ არის რეკომენდირებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის;
- ორსულობის ან ბავშვის ძუძუთი კვების დროს.

გამოყენების სიფრთხილე:
მკურნალობის დაწყება საჭიროა მცირე დოზებით, რომელიც უნდა გაიზარდოს თანდათან დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. საჭიროა ავადმყოფთა სხეულის წონის კონტროლი.
პაციენტებისათვის ასციტით, რომელიც გამოწვეულია ღვიძლის ციროზით, პრეპარატის მიღება საჭიროა დიდი სიფრთხილით, რადგან შარდმდენ საშუალებებს შეუძლიათ ღვიძლისმიერი კომის რისკის გაზრდა. ასეთ ავადმყოფებს უნდა დაენიშნოთ კალიუმის შემნახველი დიურეტიკები ჰიპოკალიემიის თავიდან ასაცილებლად.
მარყუჟზე მოქმედი დიურეზულები (მათ შორის, ურეგიტი) სისხლში ამცირებენ მაგნიუმის დონეს.
შარდის გამოყოფის გაძლიერებამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჰიპოტენზია. ხანდაზმულ პაციენტებში გაძლიერებულმა დიურეზმა შეიძლება შეამციროს სისხლის პლაზმის მოცულობა, რაც ზრდის თრომბოემბოლური გართულებების რისკს.
ურეგიტის დანიშვნა დიდი სიფრთხილითაა საჭირო პაციენტებში გულის დაავადებებით ,რომლებიც იღებენ სათითურას პრეპარატებს, რადგან შეიძლება განვითარდეს მწვავე ჰიპოკალიემია ფატალური არითმიით.
სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პრეპარატის დანიშვნის დროს პაციენტებისათვის ჰიპოკალემიისადმი მიდრეკილებით (დიარეის ზოგიერთი შემთხვევა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, პარკუჭოვანი არითმიები ანამნეზში, კალიუმის დაკარგვით მიმდინარე თირკმლის დაავადებები, ჰიპერალდოსტერონიზმი თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს, ანამნეზში სისტემური წითელი მგლურა).
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები: შეიძლება შემცირდეს სისხლში გლუკოზის, აზოტის, შარდმჟავას, კალიუმის, კალციუმის, ქლორიდების, მაგნიუმის და ნატრიუმის დონე. ამიტომ საჭიროა ელექტროლიტების და სისხლის ნარჩენი აზოტის განსაზღვრა პრეპარატის მიღებამდე და ამ პარამეტრების რეგულარული კონტროლი მკურნალობის კურსის განმავლობაში.
თირკმლისმიერი შეშუპების დროს ამ შარდმდენი საშუალების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს ჰიპოპროტეინემიის გამო.

ყოველი ტაბლეტი შეიცავს 75 მგ ლაქტოზას ეს უნდა იქნას გათვალისწინებული ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება
საჭიროა კონსულტაცია ექიმთან ნაბისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე ორსულობის ან ბავშვისს ძუძუთი კვების დროს.
ურეგიტის მიღება არ არის რეკომენდირებული ორსული ქალებისათვის, რადგან მან, როგორც სხვა შარდმდენმა საშუალებამ, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოვოლემია სისხლის სიბლანტის მომატებით, რაც ამცირებს პლაცენტარულ სისხლმიმოქცევას.
ეთაკრინის მჟავა უკუნაჩვენებია მეძუძური დედებისათვის. თუ ამ პრეპარატის მიღება აუცილებელია, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ძუძუთი კვება.

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა

მკურნალობის კურსის საწყის პერიოდში (რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად) აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მაღალ რისკთან.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება ამჟამად ან მცირეოდენი ხნის წინ მიღებული ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლებიც გაიცემა რეცეპტით თუ ურეცეპტოდ.
აღნიშნული ეხება, ასევე, იმ პრეპარატებს, რომლებიც იყო მიღებული წარსულში ან რომელთა მიღება იგეგმება მომავალში.
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციის დროს:
- ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები და ალკოჰოლი (შესაძლებელია ჰიპოტენზიური და/ან შარდმდენი ეფექტის გაძლიერება).
- აგფ-ინჰიბიტორებით თერაპიის საწყის პერიოდში საჭიროა დიურეზულების მიღების შეწყვეტა და აგფ-ინჰიბიტორის დოზის შემცირება გამოხატული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად.
- ანტიკოაგულანტები (ვარფარინი, კუმარინი): შესაძლებელია ანტიკოაგულანტურული ეფექტის გაძლიერება. საჭიროა ანტიკოაგულანტის დოზის შერჩევა ან გადასვლა ფუროსემიდზე.
- არასტეროიდული ანთების საწინაამღდეგო პრეპარატები _ მათ შეუძლიათ დიურეზული ან ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება.
- ანტიბიოტიკები (ეთაკრინის მჟავას შეუძლია გააძლიეროს ამინოგლიკოზიდების და ზოგიერთი ცეფალოსპორინის ოტოტოქსიური მოქმედება). საჭიროა თავის შეკავება ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისგან.
- ლითიუმი (ლითიუმის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაციის სიმპტომები).
- კორტიკოსტეროიდები: შეიძლება მოიმატოს ჰიპოკალიემიისა და კუჭიდან სისხლდენის რისკმა.

მიღების წესი და დოზირება

ურეგიტი ყოველთვის მიიღება მკაცრად ექიმის დანიშნულებით. ნებისმიერი საკითხის გასარკვევად საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
მკურნალობის რეჟიმი უნდა იყოს ინდივიდუალური ყოველი პაციენტისათვის.
ჩვეულებრივი დოზები:
მოზრდილებისათვის: რეკომენდირებულია უმცირესი დოზა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სხეულის წონის თანდათანობითი დაკლება ½ -1 კგ-ით დღე-ღამეში.
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ-ს (ერთი ტაბლეტი) საუზმის შემდეგ; შეიძლება ამ დოზის თანდათანობით მომატება 25-50 მგ-ით საჭირო ეფექტის მიღწევამდე ან 200 მგ-დე. ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზაა 25-200 მგ დღეში.
იშვიათ შემთხვევებში, თერაპიის არაეფექტურობის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დიდი დოზები (2 ხ 200 მგ). მაქსიმალური შემანარჩუნებელი დოზაა 400 მგ. რეკომენდირებულია მაღალი დოზები (50 მგ-ზე მეტი) გაყოფილი 2 მიღებად (დილით და საღამოს).
შემანარჩუნებელი თერაპიის განხორციელება შეიძლება ცალკეული დოზების გამოტოვებით პრეპარატის ეფექტურობის შესანარჩუნებლად. პრეპარატის მიღება შეიძლება დღეგამოშვებით ან 2 დღეში ერთხელ, ან 2-3 დღიანი ინტერვალებით.
ხანდაზმული პაციენტებისათვის ხანდახან საჭიროა უფრო მცირე დოზები.
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 25 მგ-ს (1/2 ტაბლეტი) საუზმის შემდეგ. საჭიროებისამებრ შეიძლება დოზის მომატება 25 მგ-ით დღეგამოშვებით ან 2 დღეში ერთხელ საჭირო ეფექტის მიღწევამდე. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 მგ/კგ-ს სხეულის წონაზე. შემანარჩუნებელი თერაპიისათვის შეიძლება დღიური დოზის შეცვლა; რეკომენდირებულია პრეპარატის მიღების პერიოდებს შორის 2-3 დღიანი შუალედების გაკეთება.

ურეგიტის გამოყენება შეიძლება სხვა დიურეზულ საშუალებებთან კომბინაციაში, რომელთა ეფექტი ჯამდება.
კალიუმის დამატებითი შეყვანა არ სჭირდება ბევრ პაციენტს, რომელნიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, მაგრამ რეკომენდირებულია კალიუმის ქლორიდის დანიშვნა ან კალიუმ-შემნახველი დიურეზულ საშუალებების გამოყენება პაციენტებში ღვიძლის ციროზით, ნეფროზული სინდრომით, ან რომლებიც იღებენ სათითურას პრეპარატებს. პაციენტებისათვის თირკმელების ნორმალური ფუნქციით შეიძლება კალიუმის პრეპარატების მიღება (სისხლის შრატში კალიუმის რეგულარული კონტროლით), რადგან კალიუმის ზედმეტი რაოდენობა გამოიდევნება ორგანიზმიდან. თირკმელების უკმარისობის დროს კალიუმის დანიშვნა არ შეიძლება. ჩვენებები კალიუმის შეყვანისთვის ყოველთვის განისაზღვრება სისხლის შრატში მისი დონით.

თუ ურეგიტი ახდენს ძალიან სუსტ ან ძლიერ ეფექტს, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

ურეგიტის დანიშნულზე მეტი ტაბლეტის მიღებისას განსაკუთრებით, ბავშვებში, ტაბლეტების ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევით მიღებისას, დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ან მიმართვა უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები ექიმის ინფორმირებისათვის.
ჭარბი დოზირების სიმპტომები: ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დიურეზი, ელექტროლიტების დაკარგვა და დეჰიდრატაცია.
მკურნალობა სიმპტომური და შემანარჩუნებელია. მიზანშეწონილია ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა დეჰიდრატაციის, ელექტროლიტური დარღვევების და ღვიძლისმიერი კომის საწინააღმდეგო მკურნალობა. სუნთქვის დარღვევის დროს საჭიროა ჟანგბადის ინჰალაცია და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.
მოცირკულირე სისხლიდან აქტიური ნივთირება თითქმის არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.

ურეგიტის მიღების დავიწყებისას
არ მიიღება ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ექიმი განსაზღვრავს ურეგიტით მკურნალობის კურსის საჭირო ხანგრძლივობას.

გვერდითი ეფექტები

- ტუჩების ან ხახის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით;
- კოლაფსი;
აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა და ვლინდება იშვიათად. მათი გამოვლენა მიუთითებს ძალიან ძლიერი ალერგიული რეაქციის შესახებ ურეგიტზე. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ავადმყოფებს რომელნიც იღებენ პრეპარატს, შეიძლება განუვითარდეთ არა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი. ურეგიტის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს ნებისმიერი ქვემოთ მოცემული მოვლენა:
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები: ოტოტოქსიური ეფექტი (დამოკიდებულია დოზაზე და ხშირად აღენიშნებათ იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმლის უკმარისობა ან დანიშნული აქვთ პრეპარატის მაღალი დოზები პარენტერულად. ეს სიმპტომებია: შუილი ყურებში, სმენის დაკარგვა – ჩვეულებრივ გარდამავალი, რომელიც შეიძლება გახდეს მუდმივი, განსაკუთრებით სხვა ოტოტოქსიურ საშუალებებთან კომბინაციის დროს), ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა: ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია, მეტაბოლური ალკალოზი, ,ჰიპოკალიემია (პაციენტთა 10-15%-ში). სიმპტომები: სიმშრალე პირში, წყურვილი, არითმია, გუნება-განწყობის ან ფსიქიკური სფეროს ცვლილება, კუნთების სპაზმი და ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, სისუსტე), დიარეა (დამოკიდებულია დოზაზე, შეიძლება იყოს პროფუზული, თხევადი. მძიმე დიარეის დროს პრეპარატ ურეგიტის მიღება უნდა შეწყდეს). მადის დაკარგვა (დამოკიდებულია დოზაზე), ორთოსტატული ჰიპოტენზია მასიური დიურეზის გამო, ნერვული აგზნებადობა, ტკივილი მუცელში, თავის ტკივილი, გაბრუება.
იშვიათად: ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), სისხლში შარდმჟავას მომატება, პოდაგრა, მხედველობის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, სიყვითლე, პანკრეატიტი, ლეიკოპენია ან აგრანულოციტოზი (ცხელება, შემცივნება), თრომბოციტოპენია (უჩვეულო სისხლდენა, ჰემატურია, პურპურა). პაციენტებს, რომელნიც იღებენ რამდენიმე სამკურნალო პრეპარატს ერთდროულად, შეიძლება განუვითარდეს ღვიძლისა და სისხლწარმომქმნელი ორგანოების ფუნქციების დარღვევა.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის მოცემული გამოყენების ინსტრუქციაში, საჭიროა მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი 1 ბლისტერში, 2 ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 15°-25°C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.

მწარმოებელი
ფარმაცევტული ქარხანა ეგის სს უნგრეთი
EGIS PHARMACEUTICALS LTD HUNGARY