ურსოსანი 250მგ #50კაფს

საერთაშორისო დასახელება: URSODEOXYCHOLIC ACID

მწარმოებელი: PRO. MED. CS. Praha, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: ურსოდეოქსიქოლის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ღვიძლის მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი, ნაღვლმდენი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ჟელატინის კაფსულები: შეფუთვაში 10 და 50 ც.

1 კაფს.

ურსოდეოქსიქოლის მჟავა .............  250 მგ

ჩვენებები:

  • ქოლესტერინული კონკრემენტები ნაღვლის ბუშტში (იმ შემთხვევაში, როდესაც ქირურგიული ან ენდოსკოპიური მეთოდებით ვერ ხერხდება მათი მოცილება);
  • ქოლესტაზის სინდრომით მიმდინარე ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი;
  • მწვავე ჰეპატიტი;
  • ღვიძლის ტოქსიკური (მათ შორის ალკოჰოლური, მედიკამენტოზური საშუალებებით გამოწვეული) დაზიანებები;
  • ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი;
  • პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტი;
  • ღვიძლის კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);
  • სანაღვლე გზების დისკინეზიები;
  • ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი.

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება დასალევად მცირეოდენ სითხესთან ერთად.

ნაღვლის კონკრემენტების გახსნის მიზნით, აგრეთვე ღვიძლის მწვავე და ქრონიკულიდაავადებების სამკურნალოდიყენებენ ურსოსანის 10 მგ/კგ-ს დღეში, უწყვეტად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ურსოსანის მიღების ხანგრძლივობა ქოლესტერინული წარმოშობის ნაღვლის კონკრემენტებისდაშლის მიზნით შეადგენს 6 თვიდან 2 წლამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ურსოსანის მიღებიდან 12 თვის შემდეგ არ აღინიშნება ნაღვლის კონკრემენტების შემცირების პროცესი, მკურნალობის გაგრძელება მიზანშეწონილი არ არის.

ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს ურსოსანით მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე თვიდან 2 წლამდე.

ჩვეულებრივ პრეპარატის სადღეღამისო დოზის მიღება ხდება ერთჯერადად საღამოს.

ბილიარული რეფლუქს-გასტრიტის და რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალოდ ინიშნება პრეპარატის 250 მგ დღეში ერთხელ ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, შეადგენს 10-14 დღეს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია დიარეა, კანის ქავილი, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების მაჩვენებლების გარდამავალი მომატება, ნაღვლის კონკრემენტების კალცინირება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადებები;

* ღვიძლის ციროზი დეკომპენსაციის სტადიაში;

* არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის  დაავადება;

* თირკმელების ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევები;

* ორსულობა.

განსაკუთრებული მითითებები:

ურსოსანის მიღების დროს ნაღვლის კონკრემენტების დაშლის მიზნით აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:

◄ კონკრემენტები უნდა იყოს სუფთა ქოლესტერინული (რენტგენონეგატიური),

◄ მათი ზომა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 მმ-ს;

◄  ნაღვლის ბუშტის ფუნქცია, ნაღვლის სადინარის და ნაღვლის საერთო სადინარის გამტარებლობა უნდა იყოს შენარჩუნებული.

◄ გარდა ამისა, პრეპარატის ხანგრძლივად (1 თვეზე მეტი) გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა პერიოდულად (თვეში ერთხელ) ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის განსაზღვრის მიზნით სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში.

◄ მკურნალობის ეფექტურობაზე კონტროლი რეკომენდებულია ყოველ 6 თვეში ერთხელ, სანაღვლე გზების ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევებით.

◄ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში, საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

◄  ურსოსანით მკურნალობის პერიოდში მიზანშეწონილია რეპროდუქციის ასაკში მყოფმა ქალებმა მიმართონ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდებს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ქოლესტირამინი, ქოლესტიროლი და ანტაციდები, რომელთა შემადგენლობაში შედის ალუმინის ჰიდროქსიდი, აქვეითებენ ურსოდეოქსიქოლის მჟავას აბსორბციის პროცესს და ურსოსანის ეფექტურობას, აღნიშნულის გამო ჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროული დანიშვნა ურსოსანთან ერთად მიზანშეწონილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისან და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.