ვაგიტოლი #12კაფს ვაგინ.

შემადგენლობა:                       
1 ვაგინალური კაფსულა 400მგ,  შეიცავს ლაქტობაცილა აციდოფილუსს, შტამი № 180, არანაკლებ 108  КОЕ,   დამხმარენივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:
ვაგინალური კაფსულები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვაგინალური მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალება. 
ათქ კოდი: A07FA51.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვაგინალური მიკროფლორის რეგულაცია. ლაქტობაქტერიები გამოყოფენ რძემჟავას, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საშოს ლორწოვანი გარსის მიკრობული წონასწორობის შენარჩუნებასა და ნორმალიზაციაში.
ხელს უშლიან პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროფლორის ზრდასა და განვითარებას.


ჩვენება:
მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე ვაგინალური ინფექციების (ბაქტერიული ვაგინოზი, კანდიდოზი, ტრიქომონიაზი და სხვა) პროფილაქტიკა და მკურნალობა კომპლექსურ თერაპიაში. ნორმალური ვაგინალური მიკროფლორის შესანარჩუნებლად მშობიარობამდე პერიოდში და ასევე გინეკოლოგიურ ჩარევამდე.
  
მიღების წესი და დოზირება:
ვაგიტოლი გამოიყენება 1 კაფსულა დღეში, ძილის წინ. პრეპარატი შეჰყავთ ღრმად საშოში მწოლიარე მდგომარეობაში, ხანგრძლივობა 7-12 დღის განმავლობაში, მენსტრუაციამდე ან მენსტუაციის შემდეგ მაშინვე.  

ვაგიტოლის კაფსულები გამოიყენება მწვავე პროცესების ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებიდან მე-4-5 დღეს, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ჩათავების შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა 12 დღე.
პროფილაქტიკის მიზნით ვაგიტოლი ინიშნება მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევრიდან 7-12 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
ინდივიდუალური მგრძნობელობა ჟელატინის კაფსულებისა და პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა

ჰიპერდოზირება:
არ არის გამოვლენილი.

ორსულობა და ლაქტაცია:
შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

შეფუთვა:
12 ვაგინალური კაფსულა.

შენახვის პირობები: 
ინახება არა უმეტეს  20ºC ტემპერატურაზე.