ვაზოსერკი 8მგ #30ტ

ვაზოსერკი
VASOSERC


საერთაშორისო დასახელება - betahistine

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - N07CA01


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
8 მგ, 30 ტაბ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბეტაჰისტინი წარმოადგენს ჰისტამინის ანალოგს. პრეპარატი ჰისტამინის H1 და H2 -რეცეპტორებზე ზემოქმედების შედეგად იწვევს ვაზოდილატაციას. ბეტაჰისტინი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას ყურის ლაბირინთში და ამცირებს ენდოლიმფურ წნევას.
პრეპარატის შესაბამისი დოზით გამოყენების დროს პაციენტის გამოჯანმრთელება ხდება რამდენიმე დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია გამოჯანმრთელების პროცესის უფრო გახანგრძლივება. ზოგადად, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მყარი შედეგის მიღწევამდე. ოპტიმალური შედეგის მიღება მხოლოდ რამოდენიმე თვის მკურნალობით არის შესაძლებელი.
ფარმაკოკინეტიკა
ბეტაჰისტინი პერორალური მიღების შემდეგ სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსორბირებული ბეტაჰისტინი პლაზმაში გარდაიქმნება ორ მეტაბოლიტად, რომლებიც 3-5 საათში პლაზმური დონის პიკს აღწევენ. მიღებული ბეტაჰისტინი მეტაბოლიტების სახით სრულად ელიმინირდება შარდით 3 დღეში.

ჩვენებები

გამოიყენება მენიერის სინდრომთან ასოცირებული სმენის დაქვეითების დროს, ასევე თავბრუსხვევისა და ყურებში შუილის დროს.

მიღების წესები და დოზები

ჩვეულებრივ, საწყისი დოზა არის 24-48 მგ დღეში, 2-3 ჯერადი მიღებით. სასურველია პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება. შემანარჩუნებელი დოზა განისაზღვრება
ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის რეაქციაზე მკურნალობის მიმართ. თუ დღიური დოზა შეადგენს 48 მგ-ს, შესაძლებელია ვაზოსერკი BID D2-ჯერ დღეში გამოყენება: ერთი ტაბლეტი დილით, მეორე - საღამოს. როდესაც დღიური დოზა არის 24 მგ ინიშნება ერთი ტაბლეტი ვაზოსერკი BID.
ვაზოსერკის 8 მგ-იანი ტაბლეტები გამოიყენება დაბალი დოზებით მკურნალობის დროს. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ვაზოსერკი არ გამოიყენება ბავშვებში საკმარისი ინფორმაციის არ არსებობის გამო.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, მჟავიანობის მომატება, დიარეა. სახის ჰიპერემია.
კანის მხრივ: ჰიპერემია, ქავილი, გამონაყარი და ურტიკარია. არასასურველი ეფექტების განვითარების შემხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
ფეოქრომოციტომა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე.

ორსულობა და ლაქტაცია

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა ბეტაჰისტინის მაღალი დოზების ტერატოგენური ეფექტის არ არსებობა, ორსულებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ნანახი კორელაცია ვაზოსერკით მკურნალობასა და პეპტიური წყლულის რეციდივების განვითარებას შორის, ვაზოსერკი მაინც სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პეპტიური წყლული.
ვაზოსერკი არ გამოიყენება ორსულებში და ბავშვებში, აღნიშნულ კონტიგენტში პრეპარატის გამოყენების არასაკმარისი ინფორმაციის გამო.

ჭარბი დოზირება

ვაზოსერკის ჭარბი დოზირების დროს შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია, ტაქიკარდია, ჰიპოტონია, ბრონქოსპაზმი, ზემო სასუნთქი გზების შეშუპება.
ვაზოსერკს სპეციფიური ანტიდოტი არ გააჩნია, ამიტომ ჭარბი დოზირების დროს გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მოსალოდნელია ანტაგონიზმი ვაზოსერკსა და ანტიჰისტამინურ პრეპარატებს შორის, ასეთი ურთიერთქმედება პრაქტიკულად არ დადასტურებულა.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი ქვეყანა - თურქეთი