ვენო-რიცი #30კაფს

ვენო-რიცი
VENO-RITZ

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს ფლავონოიდების 450 მგ დიოსმინისა (Diosmin) და 50 მგ ჰესპერიდინის (Hesperidin) მიკრონიზირებულ ფრაქციებს და 10 მგ რუტინს (Rutin).

მოქმედების მექანიზმი

ვენო-რიცი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.
ვენო-რიცის შემადგენელი კომპონენტები ბიოფლავონოიდებია, რომლებიც ხასიათდებიან ვენოტონური და ანგიოპროტექტორული თვისებებით.
დიოსმინისა და ჰესპერიდინის კომბინაცია ამცირებს ვენების დაჭიმულობას და ვენურ სტაზს, აუმჯობესებს ვენების ტონუსს. ამცირებს კაპილარების კედლების გამტარობას და ზრდის მათ რეზისტენტობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ლიმფის დრენაჟს.
რუტინი ანგიოპროტექტორია. მიეკუთვნება P ჯგუფის ვიტამინებს. ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას, მათ შეშუპებას და ანთებას, აძლიერებს სისხლძარღვის კედლებს. ახასიათებს ანტიაგრეგანტული (შედედების საწინააღმდეგო) მოქმედება, რაც ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას.

ჩვენება

-    ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური გენეზის ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს: კიდურებში სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება, შეშუპება, ტკივილი, ტროფიკული დარღვევები, წვივის კუნთების კრუნჩხვები;
-    შეშუპებისა და ტკივილის სიმპტომების შემსუბუქება ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს;
-    ქრონიკული ბუასილის და მწვავე ჰემოროიდული კრიზების ფუნქციური სიმპტომების შემსუბუქება.
ბუასილის გამწვავებისას ვენო-რიცი არ ცვლის ანორექტალური არის დაავადებების სპეციფიკურ სამკურნალო საშუალებებს.

უკუჩვენება

-    ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი;
-    პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევის მქონე პაციენტები პრეპარატის დანიშვნისას უნდა მოერიდნონ მზეზე დიდხანს ყოფნას, სასურველია სხეულის წონის დაკლება და სისხლის ცირკულაციის მარეგულირებელი სპეციალური წინდების გამოყენება. 
ვენო–რიცის შემადგენელი კომპონენტების ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და მათი დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

დოზირება და მიღების წესი

ვენური უკმარისობის დროს ინიშნება 2 კაფსულა დღეში: თითო კაფსულა შუადღისას და საღამოს ჭამის დროს.
ვენო-რიცით 2 კვირიანი მკურნალობის კურსის შემდეგ მცირდება ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობისთვის დამახასიათებელი ორგანული და ფუნქციური გენეზის კლინიკური გამოვლინებანი. რეკომენდებულია პრეპარატით მკურნალობის გაგრძელება შეშუპების და სხვა სიმპტომების სრულ გაქრობამდე. ვენების ქრონიკული უკმარისობის დროს ვენო-რიცის სისტემატური გამოყენება უზრუნველყოფს ვენების ვარიკოზული წყლულებისა და ტროფიკული დარღვევების განვითარების რისკის შემცირებას.
მწვავე ჰემოროიდული კრიზების დროს პირველი 4 დღის განმავლობაში ვენო-რიცი ინიშნება დღე-ღამეში 6 კაფსულა, მომდევნო 3 დღის განმავლობაში – 4 კაფსულა, კომბინირებულ თერაპიაში.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია მცირედი დარღვევები საჭმლის მომნელებელი და ნეირო-ვეგეტატიური სისტემის მხრივ, რომელიც არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას და სწრაფად ქრება მკურნალობის კურსის დამთავრებისთანავე.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
30 კაფსულა ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტის გარეშე!

მწარმოებელი ფირმა:
  
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)