ვიტ E 200მგ #30კაფს

ვიტ E 200მგ #30კაფს
ვიტამინი E



პრეპარატის პატენტირებული სავაჭრო დასახელება: ვიტამინი E ზენტივა

სამკურნალო ფორმა: კაფსულები

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს E ვიტამინს (ტოკოფეროლ აცეტატი) 100 მგ, 200 მგ ან 400 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, ჟელატინი, გლიცეროლი 75%, მეთილპარაბენი, საღებავი წითელი Rubor ponceau 4R (E 124), გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა
წითელი, ოვალური ფერის კაფსულები, რომლებიც ამოვსებულია გამჭვირვალე ღია-ყვითელი ზეთით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინი

ფარმაკოლოგიური თვისებები
გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში, ხელს უშლის ერითროციტების ჰემოლიზს, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა და მსხვრევადობას. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის, და ასევე სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად. მონაწილეობს ნუკლეინური მჟავებისა და პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის ციკლში, არაქიდონის მჟავის სინთეზში. წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალებით ლიპიდების ზეჟანგვით ჟანგვას. ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმალური რეზისტენტობის შესანარჩუნებლად. დიდ დოზებში ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. ავლენს გამოხატულ დადებით ზემოქმედებას ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე, ანელებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას შეიწოვება 20% - 40% (აუცილებელია ნაღვლის არსებობს და თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება). დოზის გაზრდისას აბსორბციის ხარისხი მცირდება. ოპტიმალური კონცენტრაცია სისხლში 10-15 მგ/ლ. ექსკრეცია ძირითადად განავალთან ერთად ხდება. 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად გლუკურონიდებისა და სხვა მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები
* E ვიტამინის ჰიპოვიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
* კომპლექსური თერაპიის სახით, მენსტრუალური ციკლის, სახსრებისა და ხერხემალის მყესოვანი აპარატის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებების ჰორმონალური მკურნალობისას.
* გადატანილი დაავადებების შემდეგ რეკონვალესცენციის მდგომარეობები.
* არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება.
* მომატებული ფიზიკური დატვირთვა.

უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით – ავადმყოფებში მძიმე კარდიოსკლეროზით და გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, თრომბოემბოლიების განვითარების მომატებული საშიშროებისას; K ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ჰიპოპროთრომბინემია, შეიძლება გაუარესდეს E ვიტამინის 400 სე-ზე უფრო დიდი დოზების გამოყენებისას.
ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს გამოყენება
ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

გამოყენების მეთოდები და დოზირება
კაფსულები 100 მგ: უფროსებს 2-4 კაფსულა დღეში.
კაფსულები 200 მგ: უფროსებს 1-2 კაფსულა დღეში.
კაფსულები 400 მგ: უფროსებს 1 კაფსულა დღეში.
მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს (ჰორმონალური თერაპიის დამატების სახით) 300-400 მგ დღე გამოშვებით თანმიმდევრობით, ციკლის მე-17 დღიდან დაწყებული.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ფაღარათი, გულისრევა, გასტრალგია.
იშვიათად მიდრეკილ პაციენტებში ვითარდება კრეატინური, კრეატინკინაზას აქტივობის მომატება, სისხლის შრატში ქოლესტერინის დონის მომატება, თრომბოფლებიტები, ფილტვების თრომბოემბოლია, თრომბოზი.

ჭარბი დოზირება
E ვიტამინის მაღალი დოზები (400-800 მგ დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში) იწვევენ მხედველობის დარღვევას, ფაღარათს, თავბრუს, თავის ტკივილს, გულისრევას, ადვილად დაღლილობას, გულყრას, ბუშტუკოვანი ეპიდერმოლიზის დროს ალოპეციის ადგილებში თეთრი თმების გაზრდას.
ძალიან მაღალი დოზები (800 მგ-ზე მეტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში) იწვევენ სისხდენებს პაციენტებში K ვიტამინის უკმარისობით; მათ შეუძლიათ დაარღვიონ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლიზმი და მგრძნობიარე პაციენტებში გაზარდონ თრომბოფლებიტების და თრომბოემბოლიების განვითარების საშიშროება.
მკურნალობა: სიმპტომატური, პრეპარატის მოხსნა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, საგულე გლიკოზიდების ეფექტს. ზრდის ანტიეპილეფსური საშუალებების ეფექტურობას ეპილეფსიით ავადმყოფებში (სისხლში მომატებულია ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების შემცველობა).
რკინა ზრდის E ვიტამინის დღიურ მოთხოვნას. E ვიტამინი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, თუ დოზა აღემატება 400 სე-ს დღეში.
არ არის რეკომენდებული ერთდროული მიღება სხვა ვიტამინური კომპლექსებისა, რომლების E ვიტამინს შეიცავენ, ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად.
E ვიტამინის დანიშვნამ მაღალ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში A ვიტამინის დეფიციტი. 400 სე-ზე მაღალი დოზებით E ვიტამინის ერთდროული გამოყენება ანტიკოაგულანტებთან (კუმარინის წარმოებულები და ინდანდიონი) ზრდის ჰიპოთრომბინემიისა და სისლდენების განვითარების საშიშროებას.
კოლესტირამინი, კოლესტიპოლი, მინერალური ზეთები აქვეითებენ შეწოვას.
განსაკუთრებული მითითებანი
თანდაყოლილი ბულოზური ეპიდერმოლიზის დროს ალოპეციით დაზიანებულ ადგილებში, შეიძლება ამოვიდეს თეთრი თმები.

გამოშვების ფორმა
კაფსულები 100 მგ; 200 მგ: 30 კაფსულა მუქი ფერის შუშის ფლაკონებში.
კაფსულები 400 მგ: 20 ან 30 კაფსულა მუქი ფერის შუშის ფლაკონებში. ყოველი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
15-დან 250C-მდე ტემპერატურის პირობებში, მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობა
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
“ზენტივა ა.ს.” სლოვაკეთის რესპუბლიკა