ვიტომეგა 100მლ სიროფი

ვიტომეგა 100მლ სიროფი

ვიტომეგა- VITOMEGA

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი


შეიცავს:  თევზის ქონი;  ამინომჟავები;  ვიტამინები.

შემადგენლობა:

სიროფის ყოველი 5 მლ შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებები:

თევზის ქონი 1000 მგ

შეიცავს:

ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA)  180 მგ
დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) 120 მგ
L-კარნიტინი (L-კარნიტინს ტარტრატი) 50 მგ
L-არგინინი (L-არგინინის  ჰიდროქლორიდი) 100 მგ
A ვიტამინი (რეტინოლის აცეტატი)  0.15 მკგ RE
D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) 0.0015 მგ
E ვიტამინი (ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი)  5 მგ (10.87 MV)
C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა)  20 მგ TE
თუთია (თუთია სულფატის მონოჰიდრატი) 5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
გლიცერინი, სორბიტოლი, სუკრალოზი, კალიუმის სორბეტი, ჰიდროქსიტოლუოლის ბუტილატი, პოლისორბეტი 80,  ქსანტანის  გუმფისი, ფორთოხლის არომატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ვიტომეგას  სიროფის შემადგენლობაში შედის: ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები (ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA); დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA);  L- კარნიტინი; L- არგინინი;  ვიტამინები A, D, E, C და თუთია (Zn).
ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები - ესენციური (შეუცვლელი)  ცხიმოვანი მჟავებია, რომლებიც რეგულარულად უნდა იქნეს მიღებული, ვინაიდან  ისინი არ სინთეზირდებიან ორგანიზმში.
ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესებენ ტვინის ქსოვილისა და ბადურას (რეტინას) განვითარებას, ხელს უწყობენ ყურადღების, კითხვის, წერისა და მეტყველების  უნარის ზრდას, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აზროვნების, მეხსიერების და ქცევის ფორმირებაში.

ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების გამოყენება ბავშვებში განსაკუთრებით რეკომენდებულია  გონებრივი დატვირთვის დროს, რათა თავიდან იქნას აცილებული დაღლილობა, ემოციური ლაბილობა და დეპრესია.
ხელს უწყობს ძვალ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის განვითარებას. აუმჯობესებს ქსოვილების მიკროცირკულაციას და  რეგენერაციას.

L-არგინინი- არის ბავშვებიათვის აუცილებელი ამინომჟავა, რომელიც მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ზრდის ჰორმონის (სომატოტროპული ჰორმონის) წარმოქმნას ჰიპოფიზში.
ასრულებს აზოტის დონატორის როლს, ააქტიურებს ფერმენტ NO- სინთეტაზას და ზრდის NO- ს სინთეზს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას გულისა და ჩონჩხის კუნთში. ცილის სინთეზის სტიმულირების გზით, ზრდის კუნთოვან მასას, წმენდს ორგანიზმს ცილის მეტაბოლიზმის შედეგად გამოყოფილი  ნარჩენი აზოტისაგან , ამცირებს სისხლში და შარდში შარდოვანას დონეს, აძლიერებს  ცხიმების დაშლის გზით ენერგიის გამომუშავებას. გააჩნია ფსიქოტროპული ეფექტი, აუმჯობესებს განწყობას. აძლიერებს  რეგენერაციულ პროცესებს ქსოვილებში და სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. ზრდის იმუნიტეტს და ხელს უწყობს ნორმალურ სქესობრივ განვითარებას ბავშვებში.
L-კარნიტინი არის მეტაბოლური პროცესების რეგულატორი, ზრდის ენერგიის გამომუშავებას ცხიმის მეტაბოლიზმის სტიმულაციის გზით. გააჩნია ანაბოლური, ანტიჰიპოქსიური ანტიოქსიდანტური ეფექტები. იგი ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ ფუნქციას, ზრდის მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ზრდის გონებრივ  და ფიზიკურ ამტანობას. წმენდს ორგანიზმს  ტოქსიკური მეტაბოლური ნარჩენებისგან, აღმოფხვრის ქსოვილებში ლაქტატურ აციდოზს, ზრდის გლიკოგენის მარაგს ღვიძლში და კუნთში. აუმჯობესებს  რეგენერაციის და კვების პროცესებს ქსოვილებში , ზრდის კუნთოვან მასას. გააჩნია ძლიერი ნეიროტროპული ეფექტი, აჩქარებს გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას.
ვიტამინები A, D, E, C - აჩქარებენ უჯრედების გაყოფისა და ზრდის პროცესებს, ზრდიან  ენერგიის გამომუშავებას  მეტაბოლური პროცესების დაჩქარების გზით. აღმოფხვრიან  ვიტამინების დეფიციტს ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდში, მონაწილეობენ კუნთისა და ძვლის ქსოვილის ფორმირებაში, ასრულებენ ქსოვილის პროთექტორულ როლს. აჩქარებენ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას, აძლიერებენ  იმუნურ სისტემას.
თუთია მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც არ გამომუშავდება ორგანიზმში. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებაში, სისხლმბადი სისტემის ჩამოყალიბებაში, იმუნური სისტემის გაძლიერებაში და ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლისუნარიანობაში. იგი წარმოადგენს ნუკლეინის მჟავების ცვლაში  და ქსოვილოვან სუნთქვაში მონაწილე ფერმენტების ძირითად კომპონენტს. ახდენს დადებით ზეგავლენას ჰორმონალური სისტემის ფუნქციონირებაზე და რეპროდუქციული სისტემის განვითარებაზე. ორგანიზმში თუთიის ნაკლებობას თან ახლავს  დაღლილობა, მადის დაკარგვა, აღქმის  უნარის დაქვეითება, წონაში კლება.

ჩვენებები:

- ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური განვითარების სტიმულირების მიზნით

- მოზარდთა აზროვნების, ნევროლოგიური დარღვევების, დეპრესიული მდგომარეობების კომპლექსური მკურნალობა და პროფილაქტიკა;

- სუსტად განვითარებული ბადურა (რეტინა), თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა

- რაქიტიზმი, ოსტეომალაცია, A და D ვიტამინების ჰიპოვიტამინოზი;

- ინფექციური დაავადებების კომპლექსური მკურნალობა, იმუნიტეტის სეზონური ხასიათის   დაქვეითება, ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებების კომპლექსური მკურნალობა, ნებისმიერი გენეზის ართრიტი;

- კანის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა, ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმეტიტი და სხვა;

- ასთენია, წონის დეფიციტი, ანემია, მადის დაქვეითება;

- ძვლისა და რბილი ქსოვილების დაავადებებისა და დაზიანების კომპლექსური მკურნალობა;

- ემოციური ლაბილობა, დეპრესია;

- დისლიპიდემია, ტრიგლიცერიდემია.

გამოყენების  მეთოდი და დოზირება:

პრეპარატი  განკუთვნილია შიგნით მისაღებად კვებათა შორის შუალედში ან დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ. გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა.

ბავშვები 6 თვიდან 4 წლამდე: ½ ჩ/კ (2.5 მლ) დღეში ერთხელ.
ბავშვები 5-დან 9 წლამდე: 1 ტაბლეტი (5 მლ) დღეში ერთხელ.
10-დან 14 წლამდე ბავშვები: 2 ჩაის კოვზი (10 მლ) დღეში ერთხელ.
15 წლის ზევით  ბავშვები: 3 ჩაის კოვზი (15 მლ) დღეში ერთხელ.

გვერდითი ეფექტები:
იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ქავილი, გულისრევა, ღებინება.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების ჰიპერვიტამინოზი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ინიშნება ექიმის გადწყვეტილებით (როდესაც სარგებელი დედისთვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფზე)

წამლისმიერი ურთიერთქმედება:

სხვა პრეპარატებთან  ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

A და D ვიტამინების შემცველ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გომოვლინდეს ჰიპერვიტამინოზი.

გამოშვების ფორმა:

100 მლ სიროფი ბოთლში, შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციით და დოზირებული  კოვზით.

შენახვის პირობები:

ინახება 25ºC მდე ტემპერატურაზე ორიგინალურ  შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე.