შემადგენლობა:
ერთი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:
რეტინოლის აცეტატი ( ვიტამინ A) |
2500 სე1 |
ქოლეკალციფეროლი ( ვიტამინ D3) |
400სე2 |
ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი ( ვიტამინი E) |
15 სე3 |
ასკორბინი მჟავა (ვიტამინი C) |
60მგ |
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1 |
1.05 მგ |
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) |
1.2 მგ |
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) |
1.05 მგ |
ნიკოტინამიდი |
13.5 მგ |
ციანკობალამინი ( ვიტამინი B12) |
4.5 მგ |
ბიოტინი |
20 მკგ |
ფოლიუმის მჟავა |
300 მკგ |
კალციუმის პანთოტენატი |
5 მგ |
კალციუმის კარბონატი კალციუმზე გადაანგარიშებით |
100 მგ |
მაგნიუმის ფოსფატი მაგნიუმზე გადაანგარიშებით |
40 მგ |
რკინის ფუმარატი რკინაზე გადაანგარიშებით |
15 მგ |
სპილენძის ოქსიდი სპილენზძე გადაანგარიშებით |
1 მგ |
თუთიის ოქსიდი თუთიაზე გადაანგარიშებით |
10 მგ |
მანგანუმის ციტრატი მანგანუმზე გადაანგარიშებით |
1 მგ |
ნატრიუმის სელენატი სელენზე გადაანგარიშებით |
25 მკგ |
ქრომი |
20 მკგ |
მაგნიუმის ფოსფატი ფოსფორზე გადაანგარიშებით |
50 მგ |
კალიუმის იოდიდი იოდზე გადაანგარიშებით |
150 მკგ |
1) ექვივალენტურია 0.86მგ რეტინოლის აცეტატის
2) ექვივალენტურია 10 მკგ ქოლეკალციფეროლის
3) ექვივალენტურია 15 მგ ალფა ტოკოფეროლის აცეტატის
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა 488.53 მგ; სტეარინის მჟავა 29.53 მგ; სილიციუმის ოქსიდი 12,0 მგ; მაგნიუმის სტეარატი 8.0 მგ; მარწყვის არომატიზატორი10,0 მგ, სუკრალოზა 1.0 მგ; წითელი საღებავი (E129) -1.6 მგ.
აღწერილობა - ცხოველების ფორმის საღეჭი ტაბლეტები ღია-ვარდისფერიდან მუქ ვარდისფერამდე, მცირე ზომის ღია და მუქი ფერის ჩანართებით, ხილის ნაზი სუნით და არომატით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი. პოლივიტამინები+ მინერალები
ATC კოდი- [A11AA04]
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვიტამინების და მინერალების ბალანსირებული კომპლექსი ხელს უწყობს ბავშვის ზრდასა და გონებრივ განვითარებას. სპეციალურად შერჩეული დოზირება შეესაბამება 4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვის მოთხოვნილებას ვიტამინებზე, მაკრო და მიკრო ელემენტებზე. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტებით.
გამოყენება
ბავშვებში ჰიპოვიტამინოზის მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის, მინერალების უკმარისობისას ინტენსიური ზრდის პერიოდში.
გადატანილი დაავადების შემდგომ, გამოჯანმრთელების პერიოდში.
არაბალანსირებული ან არასრულფასოვანი კვების, უმადობის შემთხვევაში.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, A და D ჰიპერვიტამინოზი, ბავშვთა ასაკი 4 წლამდე.
გამოყენების წესი და დოზირება
ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ჭამის შემდეგ.
ბავშვებში 4 დან 7 წლამდე მიიღება 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
გვერდითი მოქმედება
შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატის კომპონენტებზე. შარდი შესაძლოა შეიფეროს ინტენსიურ ყვითელ ფერად, რაც არ წარმოადგენს საშიშროებას, რადგან მიუთითებს პრეპარატში რიბოფლავინის შემცველობაზე.
დოზის გადაჭარბება
დოზის შემთხვევით გადაჭარბებისას მიმართეთ ექიმს.
მკურნალობა: გააქტივებული ნახშირი შიგნით მისაღებად, კუჭის გამორეცხვა, სიმპტომატური მკურნალობა.
ურთიერქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
არ არის რეკომენდებული ერთდროულად სხვა პრეპარატთან მიღება, რომელიც შეიცავს ვიტამინ A, E ,D და რკინას, დოზის გადაჭარბების თაიდან აცილების მიზნით. კალციუმის ფოსფატები და მარილები აქვეითებენ მაგნიუმის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მაგნიუმი აქვეითებს ტეტრაციკლინის შეწოვას. პირიდოქსინი აქვეითებს ლევოდოფას აქტივობას.
განსაკუთრებული მითითება
არ უნდა მოხდეს დოზის გადაჭარბება
გამოშვების ფორმა № 30; №60.
შენახვის პირობები
მშრალ, ადგილას 10-30◦ C. ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
5 წელი. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.