ბერბერის-ჰა 30მლ

ჰეელი-ბერბერის-ჰომაკორდი
30 მლ ფლაკონი

გამოშვების ფორმა, შეფუთვა: შემადგენლობა:
1) წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ.
100 მლ შეიცავს 0,4-0,4 მლ- Berberis Д2, Berberis Д10, Berberis Д30, Berberis Д200 ; Colocynthis Д2, Colocynthis Д10, 0.3-0,3 მლ Colocynthis Д30, Colocynthis Д200, Veratrum Д3, Veratrum Д10, Veratrum Д30, Veratrum Д200. შეიცავს ალკოჰოლს 35 მოცულობის%.
2)საინექციო ხსნარი: ამპულაში 1. მლ, შეფუთვაში 5, 10 და 100 ც.
100 მლ შიცავს- 0,4-0,4 მლ- Berberis Д4, Berberis Д10, Berberis Д30, Berberis Д200 ; 0.3-0,3 მლ- Colocynthis Д4, Colocynthis Д10, Colocynthis Д30, Colocynthis Д200, Veratrum Д5, Veratrum Д10, Veratrum Д30, Veratrum Д200.

მწარმოებელი:
გერმანია HTTL

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
შარდსასქესო სისტემის დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენება:
შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების და სანაღვლე გზების ანთება და გაღიზიანება (კონკრემენტებით ან მათ გარეშე);
- ქოლელითიაზი, ნეფროლითიაზი, ცისტიტი, ცისტოპიელიტი;
- დითეზური პოდაგრა და რევმატიზმის ქრონიკული ფორმა.
- თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციების აქტივაციისათვის.  
დოზირებისა და მიღების რეჟიმი დოზირების რეჟიმი
წვეთები პერორალური მიღებისათვის: ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი დღეში 3-ჯერ. მწვავე შემთხვევაში მკურნალობას იწყებენ 10 წვეთით ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა.
ჭვალის დროს - 1 წვეთი ყოველ 10-15 წუთში.

გამოყენების წესი:
ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

საინექციო ხსნარი:
მწვავე შემთხვევაში ყოველდღიურად, სხვა შემთხვევაში 1 ამპულა კვირაში 1-3-ჯერ, კანქვეშ, კუნთებში, ვენაში.

გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები:
ფარსებრი ჯირკვლის დაავადებისას არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის იუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.