ცერებრუმ კომპ.NM2.2მლ#5ა

ცერებრუმ კომპოზიტუმ ნმ
Cerebrum compositum NM
 
 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი 2,2 მლ ამპულა # 5

2,2 მლ-იანი 1 ამპულა შეიცავს: Cerebrum suis D8, embryo suis D10, Hepar suis D10, Placenta suis D10, Kalium phosphoricum D6, Selenium D10, Thuja D6, Ignatia D8, acidum phosphoricum D10, China D4, Sulfur D10, Kalium bichromicum D8, Gelsemium D4, Ruta D4, Arnica D28, Aesculus D4, Manganum phosphoricum D8, Magnesium phosphoricum D10, Anacardium D6, Conium D4, Hyoscyamus D6, Aconitum D6, Cocculus D4, Ambra D10 - შესაბამისად 22 მკლ; ასევე საინექციო წყალი, ნატრიუმქლორიდი.

ჩვენებები

ბავშვებში ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენისას რეგენერაციული პროცესების და არასპეციფიკური იმუნიტეტის სტიმულირება. ლეგასთენია, ვეგეტატიური დისტონია, დეპრესია, ათეროსკლეროზი. თავის ტვინის შერყევის და ენცეფალიტის შემდგომი მდგომარეობები, ნევრალგიები, ნევროზული მდგომარეობები, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება; მეხსიერების მოშლილობები, ნევრასთენიები და სხვა გერიატრიული ცვლილებები.

მიღების წესები და დოზები

ჩვეულებრივ - 1 ამპულა 1-3 -ჯერ კვირაში კანქვეშ, კუნთში, კანში, აუცილებლობისას - ვენაში.

გვერდითი მოვლენები

ერთეულ შემთხვევაში შესაძლოა კანის ალერგიული რეაქციები, რაც მოითხოვს პრეპარატის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

უკუჩვენება

არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები

Cerebrum compositum მოქმედებს არა მხოლოდ თავის ტვინის ფუნქციებზე (მეხსიერების ჩათვლით), არამედ ყველა ასაკის ადამიანებში თავის ტვინის არტერიოსკლეროზით გამოწვეულ სისხლის მიმოქცევის დარღვევასა და მასთან დაკავშირებულ გონებრივი უნარიანობის დასუსტებას გვაცილებს თავიდან _ განსაკუთრებით, სტრესებისას; რეკომენდებულია დამატებით დაინიშნოს: Hepar compositum (ღვიძლის დეზინტოქსიკაციური ფუნქციის გააქტივება), თესტის ცომპოსიტუმ (მამაკაცებისათვის), Ovarium compositum (ქალებისათვის), Placenta compositum (პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, Lymphomyosot (სადრენაჟო თერაპიისათვის), ხოლო პრეკანცეროზის ან ახალწარმონაქმნის საშიშროებისას _ Ubichinon compositum, Thyreoidea compositum- ის თითო ინექცია.
პრეპარატი Cerebrum compositum N აგრეთვე ნაჩვენებია სხვადასხვა ორგანული ნერვული დაავადების და შაკიკების დროს, განსაკუთრებით, სხვა ანტიჰომოტოქსიკურ პრეპარატებთან პარალელურად (მაგ., Galium-Heel)

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები

დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი ფირმა, გერმანია
Biologische Heilmittel Heel GmbH

ქვეყანა