ხილაკ ფორტე წვეთები 30მლ ფლ

ხილაკ ფორტე
(HYLAC FORTE)


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები დასალევად, ფლაკონში, 30 მლ. შემადგენლობა (გათვლილია 100 მლ-ის მიხედვით) _ 100 მლ შეიცავს: Escherichia coli DSM 4087 – 24,9481გ, Streptococcus faecalis DSM 4086 – 12.4741გ, Lactobacillus acidophilus DSM 4149 - 12.4741გ, Lactobacillus helveticus DSM 4183 – 49,8960გ.
ასევე: ფოსფოსმჟავა ნატრიუმი, ფოსფორმჟავა კალიუმი, ფოსფორმჟავა (85%), ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, კალიუმის სორბატი, რძემჟავა (90%).

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბაქტერიების ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები; საშუალებები ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციისათვის;

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მარეგულირებელი ფუნქცია. აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას, ასტიმულირებს ნაწლავის კედლის ეპითელური უჯრედების სინთეზს, არეგულირებს pH, წყალ-მარილოვან ცვლას ნაწლავის სანათურში.

ჩვენებები:
წვრილი და მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური ფლორის დარღვევა (სხივური თერაპიის, ანტიბიოტიკებითა და სულფანილამიდებით მკურნალობის შემდეგ); საჭმლის მონელების უკმარისობის სინდრომი, დისპეპსია; დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა; გასტროენტერიტი, კოლიტი, ასაკოვანი ნაწლავის სინდრომი (ქრონიკული ატროფიული გასტროენტერიტი), მოშლილობები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რაც კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული, ჰიპო- და ანაციდური მდგომარეობები (მათ შორის ორსულობა); ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის ენტეროგენული დაავადებები; კანის ალერგიული დაავადებები (ჭინჭრის ციება, ეგზემა); სალმონელოზის მკურნალობის დასრულების პროცესი (მათ შორის, ჩვილ ბავშვებში).

უკუჩვენებები:
დადგენილი არ არის.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
შესაძლებელია, ექიმის ნებართვის შემდეგ.

გვერდითი მოქმედებები:
ალერგიული რეაქციები (შესაძლოა გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება); საჭმლის მომნელებელი ტრაქტი (ყაბზობა, დიარეა).

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ანტაციდური პრეპარატების გავლენით შესაძლოა განეიტრალდეს რძემჟავა, რომელიც პრეპარატის შემადგენლობაში შედის.

დოზირება:
შიგნით მისაღებად; ჭამამდე ან ჭამის დროს, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად (რძის გარდა), 3-ჯერ დღეში. მოზრდილებში _ 40-60 წვეთი ერთ მიღებაზე, ბავშვებში 20-40 წვეთი ერთ მიღებაზე; წლამდე ასაკის ბავშვებში _ 15-30 წვეთი ერთ მიღებაზე. მდგომატრეობის გაუმჯობესების შემდეგ სადღეღამისო დოზა შესაძლოა შევამციროთ 2-ჯერ.

სიფრთხილის ზომები:
არ არის რეკომენდებული რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთდროული მიღება.

შენახვის ვადა და პირობები:
ინახება არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე, ვარგისიანობის ვადა 4 წელი.

მწარმოებელი:
MERCKLE, გერმანია.