აბროლენი 30მგ/5მლ 125მლ სიროფი

აბროლენი
Abrolen

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროდიეთილ ცელულოზა, სორბოტოლის ხსნარი, გლიცეროლი, ტარტარის მჟავა, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური, ამოსახველებელი საშუალება.

ფარმკოლოგიური მოქმედება:
ამბროქსოლის მუკოლიზური მოქმედება გამოიხატება ლორწოვანის სეკრეციის გაზრდით და აღნიშნული სეკრეტის გათხიერებით (სეკრეტოლიზი), აგრეთვე ლორწოს ევაკუაციის გაძლიერებით (ასტიმულირებს წამწამოვანი ეპითელიუმის ფუნქციებს, რომელიც უზრუნველყოფს ლორწოს გამოტანას ბრონქებიდან-სეკრეტომოტორიკა).
მას ახასიათებს კარგად გამოხატული ამოსახველებელი ეფექტი.
ამბროქსოლის აქტივობის გამო იზრდება მუკოლიზურ უჯრედებში, როგორც ლიზოსომების გამოყოფის, აგრეთვე ჰიდროლიზური ენზიმების აქტივობის პროცესი, რაც იწვევს ლორწოვან გარსში ბრონქების მიერ პროდუცირებული მჟავე მუკოპოლისაქარიდების დაშლას. ნაკლებად ბლანტი ლორწოს გამოყოფის გამო მიმდინარეობს ადენოციტების სტიმულაცია.
სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს ამბროქსოლის გამოყენებით ძლიერდება სურფაქტანტის გამოყოფის პროცესი და მუკოცილიარული კლირენსი. ამასთან ერთად მცირდება ლორწოს სიბლანტე, რის გამოც ძლიერდება ფილტვების ვენტილაცია დ სუსტდება ხველა.
ამბროქსოლის მკურნალობის ფონზე ბრონქულ სეკრეტში იზრდება IgA-ს  დონე.
პრეპარატით მკურნლობისას ბრონქების ლორწოვანში იმატებს სხვადასხვა ანტიბიოტიკების პენეტრაცია (ერითრომიცინის, ამპიცილინის, ამოქსაცილინის, დოქსიციკლინის).

ფარმაკოკინეტიკა:
აბროქსოლი per os მიღებისას სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მაღალი ტროპიზმის გამო იგი ადვილად ნაწილდება ბრონქების ლორწოვან გარსში და ფილტვის ქსოვილში. სისხლის პლაზმაში მისი  მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2-3 სთ-ის შემდეგ. მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივია და შეადგენს 10 სთ-ს. ბრომჰექსინისაგან განსხვავებით ამბროქსოლი არ განიცდის ღვიძლში დამატებით ბიოტრანსფორმაციას, რაც ღვიძლის დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნის შესაძლებლობას იძლევა.
ამბროქსოლის ექსკრეცია ძირითადად მიმდინარეობს თირკმელების საშუალებით. 85% გამოიყოფა შარდით, ხოლო 15% ნაწლავებიდან.

ჩვენება:
-მწვავე ბრონქიტი, ტრაქეიტი, ტრაქეობრონქიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი;
-ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში;
-ბრონქული ასთმა;
-ბრონქოპნევმონია;
-მუკოვისციდოზი;
-ემფიზემა;
-ტუბერკულოზი;
-მუკოვისციდოზი;
-ბრონქოექტაზური დაავადება;
-დიდი ქირურგიული ოპერაციების შემდგომ, ტრავმების და სხვა პერიოდში ბრონქებსა და ფილტვებში შეგუბებით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკა.

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატში შემავალ რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
 
გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ შესაძლებელია გამოვლინდეს უმნიშნელო დარღვევები (გულისრევა, ღებინება).

მიღების წესი და დოზირება:
-მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის შემდეგ:  1-2 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში; (60-120 მგ).
6-დან 12 წლამდე 1/2 ჩაის კოვზი (2,5 მლ) 2-3 -ჯერ დღეში;
მკურნალობის კურსი 10-14 დღე.
მაღალი დოზებით მკურნალობა აუცილებელია სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების დროს ან/და როდესაც ქრონიკული პროცესების გამწვავების ფაზა გრძელდება 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
ამბროქსოლის კომბინაციით თეოფილინთან იზრდება მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რაც მკურნალობის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

შეფუთვა:
5 მლ სიროფი შეიცავს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის 30 მგ-ს;
125 მლ-იან შუშის ბოთლში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა:
3 წელი.

მწარმოებელი:
SPECIFAR S.A.
1, 28 ოქტოვრიუს ქ. 12351 აგ. ვარვარა, ათენი, საბერძნეთი
ტელ: +210 54 01 500
ელ-ფოსტა:
[email protected]  
ლიცენზიის მფლობელი :
Alet Pharmaceuticals SA, საბერძნეთი