კომბიციდი 750მგ #10ტ

კომბიციდი
ტაბლეტები 750 მგ
COMBICID Coated Tablets 750 mg
 
 
საერთაშორისო დასახელება - sultamicilline tosylate

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
750 მგ. 10 ტაბ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სულტამიცილინი არის ამპიცილინის და სულბაქტამის მეთილენთან დაკავშირებული ეთერი (ბეტალაქტამაზას ინჰიბიტორი). ქიმიურად სულტამიცილინი არის ამპიცილინის ოქსიმეთილპენიცილინატის სულფონის ეთერი, მისი მოლეკულური წონაა 594.7.
სულბაქტამი შეუქცევადად, აღდგენის გარეშე თრგუნავს პენიცილინ-რეზისტენტული მიკროორგანიზმებით წარმოებულ ბეტა-ლაქტამებს. მას გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება Moraxella catarrhalis, Pseudomonas cepacia, Neisseriaceae, Acinetobacter calcoaceticus და Bacterioides - ის სახეობების წინააღმდეგ. სულბაქტამ ნატრიუმი აფერხებს პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების ინაქტავაციას რეზისტენტული მიკროორგანიზმებით. გარდა ამისა, მას გააჩნია მნიშვნელოვანი სინერგისტული მოქმედება პენიცილინებთან და ცეფალოსპორინებთან. ვინაიდან სულბაქტამი უკავშირდება ზოგიერთ პენიცილინთან დაკავშირებულ პროტეინებს, ზოგიერთი მგრძნობიარე შტამი უფრო მგრძნობიარე ხდება კომბინაციისადმი, ვიდრე ცალკე ერთი ბეტალაქტამური ანტიბიოტიკისადმი. ამპიცილინი არის კომბინაციის ბაქტერიციდული ელემენტი. ის თრგუნავს აქტიური რეპლიკაციის ეტაპზე მყოფი ბაქტერიების უჯრედის კედლის მუკოპეპტიდურ ბიოსინთეზს და ავლენს ბაქტერიციდულ ეფექტს.
სულტამიცილინს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედების ფართო სპექტრი მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ, მათ შორის Staphylococcus aureus და epidermidis (მათ შორის პენიცილინ-რეზისტენტული და ზოგიერთი მეთიცილინ-რეზისტენტული შტამი), Streptococcus pneumoniae, Streptococcus faecalis და Streptococcus - ის სხვა სახეობები , Haemophilus infleunzae და parainfluenzae (ბეტალაქტამაზას დადებითი და უარყოფითი შტამები), Moraxella catarrhalis, Bacteroides - ის სახეობები, მათ შორის Bacteroides fragilis და სხვა ანაერობული ბაქტერიები, Escherichia coli და Klebsiella - ს სახეობები, Proteus - ის სახეობები (როგორც ინდოლდადებითი, ასევე ინდოლუარყოფითი), Morganella morganii, Citobacter - ის სახეობები, Enterobacter- ის სახეობები , Neisseria meningitides და Neisseria gonorrhoeae.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ სულტამიცილინი ჰიდროლიზდება ამპიცილინისა და სულბაქტამის ექვივალენტურ მოლარულ რაოდენობებად (1:1). ინტრავენური მიღებისას ამპიცილინისა და სულბაქტამის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%-ს. სულტამიცილინის ბიოშეღწევადობაზე გავლენას არ ახდენს საკვები. სულტამიცილინის მიღების შემდეგ ამპიცილინის უმაღლესი კონცენტრაციები შრატში ორჯერ მაღალია იმ რაოდენობაზე, რაც მიიღწევა ცალკე მხოლოდ ამპიცილინის ექვივალენტური დოზის მიღებისას. სულბაქტამისა და ამპიცილინის შრატისმიერი ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 1 საათს და პრეპარატის 50-75% უცვლელად ექსკრეტირდება შარდში.

ჩვენებები

კომბიციდი ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციების სამკურნალოდ:
# ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები; სინუსიტი, შუა ყურის ანთება, ეპიგლოტიტი და ბაქტერიული პნევმონია.
# საშარდე ტრაქტის ინფექციები და პიელონეფრიტი.
# ინტრააბდომინალური ინფექციები; პერიტონიტი, ენდომეტრიტი და პარამეტრიტი.
# ბაქტერიული სეპტიცემია.
# კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
# ძვლისა და სახსრების ინფექციები.
# გონოკოკური ინფექციები, სულტამიცილინი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ შემანარჩუნებელ თერაპიას სულბაქტამის/ამპიცილინის გამოყენებით იმ/ივ კომბიციდით თავდაპირველი მკურნალობის შემდეგ.

მიღების წესები და დოზები

თუ ექიმი არ ნიშნავს განსხვავებულ დოზირებას, გამოიყენება შემდეგი დოზები:
მოზრდილებში (მათ შორის ხანდაზმულებში) სულტამიცილინის რეკომენდებული დოზა არის 375-750 მგ დღეში ორჯერ (2 ტაბლეტი კომბიციდი 375 მგ ან ერთი ტაბლეტი კომბიციდი 750 მგ).
30 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში გამოიყენება მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზები, ხოლო 30 კგ-მდე წონის ბავშვებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 25-50 მგ/კგ-ზე დღეში.
სადღეღამისო დოზა მიიღება ყოველ 12 საათში თანაბრად დაყოფილ დოზებად ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.
თერაპია უნდა გაგრძელდეს 48 საათამდე ტემპერატურის დაწევის და კლინიკური გაუმჯობესების შემდეგ. თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 5-14 დღეს; თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ეს დრო შეიძლება გახანგრძლივდეს.
გაურთულებელი გონორეის მკურნალობისას რეკომენდებულია 2.25 გ სულტამიცილინი (6 ტაბლეტი კომბიციდი 375 მგ) პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით.
A ჯგუფის ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკებით გამოწვეული ინფექციებისას, მწვავე რევმატიული შეტევის ან მწვავე გლომერულონეფრიტის თავიდან აცილების მიზნით, თერაპია უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 10 დღე.
თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ) ამპიცილინისა და სულბაქტამის ელიმინაციის კინეტიკაზე ზემოქმედება ერთნაირია და პლაზმაში ამპიცილინის/სულბაქტამის კოეფიციენტი უცვლელია. თირკმლის უკმარისობისას ინტერვალი დოზების მიღებებს შორის უნდა გახანგრძლივდეს, როგორც ზოგადად ამპიცილინის მიღებისას.

გვერდითი მოვლენები

სულტამიცილინი ზოგადად ხასიათდება კარგი ამტანობით.
კუჭ-ნაწლავის სისტემა: იშვიათად ღებინება, გულისრევა და ფაღარათი აღინიშნება ამპიცილინის/სულბაქტამის ან სულტამიცილინის გამოყენებისას. იშვიათად გამოვლენილა ფსევდომემბრანული კოლიტი.
ნერვული სისტემა:
შეტევები, გემოს მოშლა, ოტოტოქსიკურობა.
სხვა ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები:
კანზე გამონაყარი, ანაფილაქსია, სუპერინფექციები, რესპირატორული დისტრეს სინდრომი მოზრდილებში.
კანი:
ამპიცილინის/სულბაქტამის კლინიკური ცდებისას აღინიშნა კანზე გამონაყარი, ჩვეულებრივი ბუშტუკები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
ჰემატოლოგიური და ბიოქიმიური ეფექტები:
ამპიცილინის გამო შეიძლება აღინიშნოს აგრანულოციტოზი, ჰიპოთრომბინემია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ანაფილაქსია და ოტოტოქსიკურობა.
მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენება

კომბიციდი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა რომელიმე პენიცილინის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

B კატეგორიის პრეპარატი: ცხოველებში ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ არც სულბაქტამი და არც ამპიცილინი არ ვნებს ნაყოფს ან ფერტილურობას. მიუხედავად ამისა, ადექვატური გამოკვლევები ორსულ ქალებსა და მეძუძურ დედებში არ ჩატარებულა.

განსაკუთრებული მითითებები

პენიცილინის თერაპიაზე მყოფ პაციენტებში ზოგჯერ აღინიშნება ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, რომლებიც უფრო მეტად ვლინდება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პენიცილინზე მომატებული მგრძნობელობის ან მრავალჯერადი ალერგენებზე მგრძნობელობის ისტორია. პენიცილინებით თერაპიის დაწყებამდე, გამოკვლეულ უნდა იქნას პენიცილინების, ცეფალოსპორინების და სხვა ალერგენების მიმართ ადრე გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების შემთხვევები. ალერგიული რეაქციის განვითარებისას, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს სათანადო თერაპია. სერიოზული ანაფილაქსური რეაქციების განვითარებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ მკურნალობის დაწყება ადრენალინით, ჟანგბადით, ი/ვ სტეროიდებით და ჩვენების არსებობისას, გამოყენებული უნდა იყოს საჰაერო გზების მართვა ინტუბაციის ჩათვლით.
თერაპიის პერიოდში გათვალისწინებული უნდა იყოს მიკოზური ან ბაქტერიული პათოგენებით სუპერინფექციების განვითარების ალბათობა. სუპერინფექციების განვითარებისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს სათანადო თერაპია. ხანგრძლივი თერაპიისას რეკომენდებულია თირკმლის, ღვიძლისა და სისხლმბადი სისტემის პერიოდული შემოწმება, განსაკუთრებით ახალშობილებსა და დღენაკლულებში.

ჭარბი დოზირება

ცერებროსპინალურ სითხეში ბეტალაქტამური ანტიბიოტიკების მაღალი კონცენტრაციები იწვევენ ნევროლოგიურ გვერდით ეფექტებს, კრუნჩხვების ჩათვლით.
სულბაქტამი და ამპიცილინი გამოიდევნება ჰემოდიალიზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ალოპურინოლისა და ამპიცილინის ერთდროული მიღება მნიშვნელოვნად ზრდის გამონაყარის განვითარების რისკს იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ორივე პრეპარატს იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ ამპიცილინს იღებენ. არ არსებობს მონაცემები ალოპურინოლისა და კომბიციდის ერთდროული გამოყენების შესახებ.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება 30ºC - მდე ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
BILIM PPHARMACEUTICALS A.S.

თურქეთი