ადაპტოლი 300მგ #20ტ

ადაპტოლი 500 მგ
ტაბლეტები



შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ 2,4,6,8-ტეტრამეთილ-2,4,6,8-ტეტრააზაბიციკლო (3,3,0) ოქტადიონ-3,7 და დამხმარე ნივთიერებებს: მეთილცელულოზა, კალციუმის სტეარატი.

სამკურნალო ფორმა:
ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ადაპტოლი ხსნის ან ასუსტებს მოუსვენრობას, შფოთვას, შიშს, შინაგან ემოციურ დაძაბულობასა და გაღიზიანებას. პრეპარატის დამამშიდებელ ეფექტს თან არ ახლავს მიორელაქსაცია და მოძარაობათა კოორდინაციის დარღვევა. საძილე ეფექტი არ გააჩნია, თუმცა აძლიერებს საძილე საშუალებების მოქმედებასა და აუმჯობესებს ძილის მიმდინარეობას მისი დარღვებების დროს. ადაპტოლი ამსუბუქებს ან ხსნის ნიკოტინურ აბსტინენციას.
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მოქმედი ნითვთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 0,5 საათში და მაღალი დონე ნარჩუნდება 3-4 საათის განმავლობაში, შემდეგ თანდათანობით კლებულობს. ადაპტოლი სრულად გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან და განავალთან ერთად დღის განმავლობაში. პრეპარატი ორგანიზმში არ გროვდება.

ჩვენებები.
ადაპტოლი გამოიყენება ნევროზებისა და ნევროზების მსგავსი მდგომარეობების დრო, რომლებიც გაღიზიანებით, ემოციური ლაბილურობით, შფოთითა და შიშით მიმდინარეობენ. პრეპარატი ასევე ინიშნება ნეიროლეპტიკებისა და ტრანკვილიზატორების ამტანობის გასაუმჯობესებლად, მათ მიერ გამოწვეული სომატოვეგეტატური და ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების მოხსნის მიზნით. შინაგან დაავადებათა კლინიკაში ადაპტოლი ნაჩენებია სხვადასხვა გენეზს კარდიალგიების დროს (არ არის დაკავშირებული გულის იშემიურ დაავადებასთან).
პრეპარატი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში თამბაქოს მოწევის სურვილის შემამცირებელი საშუალების სახით.

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ. 

გვერდითი მოვლენები.
ჩვეულებრივ ადაპტოლი კარგად აიტანება. მაღალი დოზების გამოყენების შემდეგ შესაძლებელია ალერგიული რეაქციები და დისპეფსიური მოშლილობანი. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. შეიძლება დაქვეითდეს არტერიული წნევა და სხეულის ტემპერატურა, რომლებიც დამოუკიდლებლად მოწესრიგდებიან.
თუ პრეპარატით მკურნალობის დროს აღინიშნებოდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, ამის შესახებ მკურნალ ექიმს უნდა აცნობოთ.
უსაფრთხოების ზომები. განსაკუთრებული მითითებანი არ არსებობს.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება.

პრეპარატის მოქმედი ნივთიერება კარგად აღწევს ორგანიზმის ყვეა ქსოვილსა და სითხეში. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ საკმარისი კლინიკური დაკვირვებები არ არსებობს. ამიტომ პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
.
ადაპტოლი კარგად ეთავსება ნეიროლეპტიკებს, ტრანკვილიზატორება (ბენზოდიაზეპინებს), საძილე საშუალებებს, ანტიდეპრესანტებსა და ფსიქოსტიმულატორებს.

გამოყენების მეთოდი და დოზები
. ადაპტოლი მიიღება პერორალურად დამოუკიდებლად საკვების მიღებისა დოზით 500 მგ 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 გრ-ს, დღიური – 10 გრ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – რამდენიმე დღიდან 2-3 თვემდე.
კომპლექსურ თერაპიაში, თამბაქოს მოწევის სურვილის შესამცირებელი საშუალების სახით, პრეპარატი ინიშნება დოზით 500 – 100 მგ სამჯერ დღეში 5-6 კვირის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ არ არის მიღებული მომდევნო დოზა, მკურნალობის კურსი ადრე დანიშნულ დოზებში გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
ჭარბი დოზირება. პრეპარატი ნაკლებად ტოქსიურია. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის დროს უნდა იქნეს გამოძახებული ექიმი, ჩატარდეს დეტოქსიკაციის მიღებული ზომები, მათ შორის კუჭის გამორეცხვა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზეგავლენა. არ არის აღნიშნული.
ვარგისიანობის ვადა. მითითებულია შეფუთვაზე. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები.

მშრალ ადგილას 15°C-დან 25°C-მდე ტემპერატურის პირობებში.
პრეპარატი ინხება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა
. 10 ტაბლეტი ბლისტერში. შეფუთვაში 20 ტაბლეტი.
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი.
ს/ს “ოლაინფარმა”.
მისამართი: რუპნიცუს ქ. 5, ოლაინე, LV – 2114, ლატვია