აფლუბინი 50მლ ფლ

აფლუბინი®
(Aflubin®)
კომპლექსური ჰომეოპათური პრეპარატი



მკურნალობის ფორმა: შიგნით მისაღები წვეთები

მკურნალობის ფორმის აღწერა: გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის სითხე სუსტი, სპეციფიური სუნით და მომწარო გემოთი.

შემადგენლობა: 100 მლ შეიცავს Gentiana D1 1მლ-ს, Aconitum D1 10 მლ-ს, Bryonia D6 10 მლ, Ferrum phosphoricum D12 10 მლ, Acidum sarcolacticum D12 10 მლ, 43%-იან ეთილის სპირტს წონის მიხედვით.

მიღების ჩვენებები: გამოიყენება გრიპის, პარაგრიპოზული და მწვავე რესპირატორული დაავადებების კომპლექსური მკურნალობისას აღნიშნული ავადმყოფობების სიმპტომების შესამსუბუქებლად, ასევე მათი როგორც გეგმური, ისე ექსტრენული პროფილაქტიკის მიზნით; ანთებითი და რევმატიული დაავადებების მკურნალობისას, რომელთაც თან ახლავს კიდურების ტკივილის სინდრომი.

მოხმარების წესები და დოზები: მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად აფლუბინის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებიდან 30 წუთის ან 1 საათის შემდეგ.

 ასაკიდოზა
(ერთჯერადი)   
 მიღების
რაოდენობა და
კურსის ხანგრძლივობა
 მოხმარების წესი
 მწვავე რესპირატორული დაავადება ან გრიპის 1-2 დღე   
 ბავშვები     
1 წლამდე
 1 წვეთი    
3-8 ჯერ დღეში (არაუმეტეს)                 
 შინაგანად, განვაზავოთ 1 ჩაის კოვზ წყალში ან დედის რძეში. მივაღებინოთ კვებამ-დე 30 წუთით ადრე ან კვების შემდეგ 1 საათში
 ბავშვები
12 წლამდე
 5 წვეთი  3-8 ჯერ დღეში (არაუმეტეს)
   
 შინაგანად, სუფთა სახით ან განვაზავოთ 1 ჩაის კოვზ წყალში კვებამდე 30 წუთით ადრე ან კვების შემდეგ 1 საათში, გადაყლაპვამდე ცოტა ხნით გავაჩეროთ პირის ღრუში
 მოზრდილები და მოზარდები  I0 წვეთი
    მწვავე რესპირატორული დაავადების კლინიკური გამოვლინებების ან გრიპის შემდგომი მკურნალობა
 1 წლამდე ასაკის ბავშვები 1 წვეთი 3-ჯერ დღეში
5-10 დღე
 შინაგანად, გავაზავოთ 1 ჩაის კოვზ წყალში ან დედის რძეში. მივაღებინოთ კვებამდე 30 წუთით ადრე ან კვების შემდეგ 1 საათში
 12 წლამდე ასაკის ბავშვები 5 წვეთი  3-ჯერ დღეში
5-10 დღე 
 შინაგანად, სუფთა სახით ან განვაზავოთ 1 ჩაის კოვზ წყალში კვებამდე 30 წუთით ადრე ან კვების შემდეგ 1 საათში, გადაყლაპვამდე ცოტა ხნით გავაჩეროთ პირის ღრუში 
 მოზრდილები და მოზარდები 10 წვეთი
    ავადმყოფობის გამწვავების გეგმიური პროფილაქტიკა წელიწადის ცივი დროის დასაწყისში ან გრიპის ეპიდემიის წინ
 1 წლამდე ასაკის ბავშვები 1 წვეთი 2-ჯერ დღეში
3 კვირა
 შინაგანად, განვაზავოთ 1 ჩაის კოვზ წყალში ან დედის რძეში. მივაღებინოთ კვებამდე 30 წუთით ადრე ან კვების შემდეგ 1 საათში
 12 წლამდე ასაკის ბავშვები 5 წვეთი  2ჯერ დღეში
3 კვირა 
 შინაგანად, სუფთა სახით ან განვაზავოთ 1 ჩაის კოვზ წყალში კვებამდე 30 წუთით ადრე ან კვების შემდეგ 1 საათში, გადაყლაპვამდე ცოტა ხნით გავაჩეროთ პირის ღრუში 
 მოზრდილები და მოზარდები 10 წვეთი
    ექსტრენული პროფილაქტიკა – ხორციელდება გრიპით ან მრდ-ით დაავადებულთან პირველივე
კონტაქტის შემდეგ ან ძლიერი გაცივებისას
 1 წლამდე ასაკის ბავშვები 1 წვეთი 2ჯერ დღეში
2 დღე
 შინაგანად, განვაზავოთ 1 ჩაის კოვზ წყალში ან დედის რძეში. მივაღებინოთ კვებამდე 30 წუთით ადრე ან კვების შემდეგ 1 საათში
 12 წლამდე ასაკის ბავშვები 5 წვეთი 2ჯერ დღეში
2 დღე 
 შინაგანად, სუფთა სახით ან განვაზავოთ 1 ჩაის კოვზ წყალში კვებამდე 30 წუთით ადრე ან კვების შემდეგ 1 საათში, გადაყლაპვამდე ცოტა ხნით გავაჩეროთ პირის ღრუში 
 მოზრდილები და მოზარდები 10 წვეთი
    ანთებითი და რევმატიული დაავადებების მკურნალობა,
რომელთაც თან ახლავს სახსრების ტკივილის სინდრომი
 მოზრდილები და მოზარდები 10 წვეთი 3-8ჯერ დღეში მკურნალობის დასაწყისში (1-2 დღე), შემდგომი მკურნალობა 3ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში შინაგანად, სუფთა სახით ან განვაზავოთ 1 ჩაის კოვზ წყალში კვებამდე 30 წუთით ადრე ან კვების შემდეგ 1 საათში, გადაყლაპვამდე ცოტა ხნით გავაჩეროთ პირის ღრუში
 12 წლამდე ასაკის ბავშვები 5 წვეთი 3-8ჯერ დღეში მკურნალობის დასაწყისში (1-2 დღე), შემდგომი მკურნალობა 3ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში შინაგანად, სუფთა სახით ან განვაზავოთ 1 ჩაის კოვზ წყალში კვებამდე 30 წუთით ადრე ან კვების შემდეგ 1 საათში, გადაყლაპვამდე ცოტა ხნით გავაჩეროთ პირის ღრუში


გვერდითი მოქმედება: იშვიათად შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ნერწყვის მომატებული გამოყოფა. სხვა გვერდითი მოვლენების წარმოქმნის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნოებლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება: ლაქტაციისა და ფეხმძიმობისას პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება: პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.
ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევები დადგენილი არ არის.
გამოშვების ფორმა: ფლაკონები წვეთოვანი დოზატორით 20, 50, 100 მლ.
შენახვის პირობები: შეინახეთ მაქსიმუმ 25 გრადუს ტემპერატურაზე, სინათლისა და ძლიერი ელექტრომაგნიტური ველებისაგან დაცულ ადგილზე
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვინაიდან აფლუბინი შეიცავს მცენარეულ ბუნებრივ კომპონენტებს, შენახვისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მის უმნიშვნელო გამუქებას და სუნისა და გემოს შესუსტებას, რაც არ იწვევს პრეპარატის ეფექტის დაქვეითებას.
შენახვის ვადა: 5 წელი
არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტით

პრეპარატის აფლუბინი რეცეპტურის კომპონენტების გამოყენების ძირითადი ჩვენებები

 კომპონენტები გამოყენების ჩვენებები (ჰომეოპათიური ატლასების თანახმად) 
 Gentiana lutea გრიპოზული მდგომარეობა ციებ-ცხელებით, სისუსტე, დაღლილობა. რევმატიზმის სახსროვანი ფორმა, ართრიტი, ნიკრისი
 Aconitum napellus გრიპოზული ინფექციის საწყისი სტადია. მწვავე ანთებითი დაავადებები და ძლიერი გაციება.
 Bryonia cretica გრიპოზული მდგომარეობა. ბრონქიტი, გამაღიზიანებელი ხველებით. რევმატიული ტკივილები კუნთებსა და კიდურებში.
 რკინის ფოსფატი სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებები (ბრონქიტი, ფილტვების ანთება). ინტენსიური ტკივილები სახსრებში. გამოკვეთილი სისუსტე
 მარჯვნივ მბრუნავი რძის მჟავა საერთო სისუსტე და ტკივილი კუნთებში გრიპის დროს. მშრალი ავადმყოფური ხველა. რევმატიული მოვლენები. ქრონიკული რევმატიზმი, მსხვილი და წვრილი სახსრების ქრონიკული რევმატიზმი.


მწარმოებელი
ბიტნერი
შპს “რიხარდ ბიტტნერ”, ავსტრია