ალერგოსანი
(ALLERGOSAN)
შემადგენლობა
1 დრაჟე შეიცავს:
აქტიური სამკურნალო ნივთიერება:
ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდი (100% ფორმით) 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები მგ-ში:
ლაქტოზას მონოჰიდრატი 16.60, ხორბლის სახამებელი 10.50, მიკროკრისტალური ცელულოზა 5.77, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა 0.100, ტალკი 1.34, მაგნიუმის სტეარატი 0.45,
კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი, უწყლო 0.24.
დრაჟირებული საფარი
ეუდრაჟიტი E 100 (მშრალი) 0.40, პოლისორბატი 80- 0.040, ტალკი 1.7567, ტიტანის ორჟანგი 0.1406, კრისტალური შაქარი 37.4096, ჟელატინი 0.0833, გუმიარაბიკი 0.1458, მაკროგოლი 6000- 0.020, გლიცეროლი 0.004.
წამლის ფორმა და ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ალერგოსანი დრაჟეს სახით წარმოადგენს ანტიალერგიულ საშუალებას.
გამოყენების ჩვენებები:
გამოიყენება ალერგიული რინიტის (სურდო) და კონიუნქტივიტის (თვალის კონიუნქტივის ანტება) მკურნალობისას, კანის ალერგიული რეაქციების როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, მწერების ნაკბენების დროს. საკვებისა და წამლების მიღებასთან დაკავშირებული ალერგიები.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, გლაუკომის (მაღალი თვალშიდა წნევა), წინამდებარე ჯირკვლის ადენომის (გადიდების), წყლულოვანი დაავადების გამწვავების, პილოროდუოდენალური სტენოზის (კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ქვედა ნაწილის შევიწროვების), ასთმური შეტევის დროს.
სიფრთხილის ზომები
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით და ბრონქული ასთმით. 60 წელზე უფროსი ასაკის ავადმყოფებში გამოიყენება სიფრთხილით, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა და სისხლის წნევის დაწევა, ხოლო ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს აგზნების რეაქციები. პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება ალკოჰოლთან, სედაციურ და საძილე საშუალებებთან ერთად მათი მოქმედების გაძლიერების გამო.
ალერგოსანის პროფილაქტიკის მიზნით დანიშვნა არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებსაც დესენსიბილიზაცია ალერგენებით უტარდებათ.
გაფრთხილებები
ვინაიდან არ არსებობს საკმარისი მონაცემები პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოხატული სედაციური ეფექტის გამო პროდუქტის დანიშვნა არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისათვის და მანქანებთან მუშაობისას.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 0.0166გ ლაქტოზას. როდესაც დოზირების მითითების თანახმად გამოიყენება, თითოეული დოზა აწვდის 0.0166გ-მდე ლაქტოზას. გამოუსადეგარია პირთათვის ლაქტაზური უკმარისობით, გალაქტოზემიით ან მალაბსორბციის გლუკოზური/გალაქტოზური სინდრომით.
დამხმარე ნივთიერების სახით პროდუქტი შეიცავს ხორბლის სახამებელს, რომელიც შეიძლება საშიში იყოს ცელიაკიით (გლუთენური ენტეროპათიით) დაავადებულ ადამიანებში.
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 0.0374გ კრისტალურ შაქარს. როდესაც დოზირების მითითების თანახმად გამოიყენება, თოთოეული დოზა აწვდის 0.0374გ-მდე კრისტალურ შაქარს. გამოუსადეგარია პირთათვის ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობით, მალაბსორბციის გლუკოზური/გალაქტოზური სინდრომით ან საქაროზა/იზომალტაზის დეფიციტით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აუცილებელია ექიმს ეცნობოს სხვა სამკურნალო საშუალებებით რაიმე თანმხლები მკურნალობის შესახებ, რათა არ მოხდეს წამლებს შორის შესაძლო ურთიერთქმედება.
მიღების წესი და დოზება:
დოზირებასა და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. პროდუქტი ინიშნება პერორალურად ჭამის დროს. უფროსებში ინიშნება 25 მგ (1 დრაჟე) 3-4-ჯერ დღეში, საჭიროების შემთხვევაში დღე-ღამის დოზა იზრდება 150 მგ-მდე (6 დრაჟე). 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 დრაჟე 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი ეფექტები
ნერვული სისტემა: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, დაღლილობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემა: სიმშრალე პირის ღრუში, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, უმადობა ან მადის მომატება.
კანი და ლორწოვანი გარსები: ალერგია, ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ.
სხვა: მხედველობის დარღვევა, თვალშიდა წნევის მომატება, კუნთების სისუსტე, შარდვის დარღვევები.
ყველა გვერდითი მოვლენის შესახებ პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის მიღებისას აღინიშნება სიმპტომები, ძირითადად ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ – შენელება ან სტიმულირება. ჩვილ ან პატარა ბავშვებში უპირატესია მასტიმულირებელი მოქმედება, რომელიც გამოიხატება შემდეგი სიმპტომების გამოვლენით: კოორდინაციის დარღვევა, აგზნება, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები.
მოზრდილებში უფრო ხშირად აღინიშნება შენელების ეფექტები: თავბრუსხვევა, ძილიანობა, რეფლექსებისა და აქტიური ყურადღების დათრგუნვა, კომა.
ჭარბი დოზის შემთხვევაში სპეციფიური ანტიდოტის არ არსებობის გამო მკურნალობა სიმპტომატურია – კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, წყალ-მარილის ხსნარები, სუნთქვითი და გულ-სისხლძარღვოვანი რეანიმაცია და საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ ჭარბი დოზის სიმპტომებზე.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება პირველად შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი წარმოების თარიღიდან. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
20 დრაჟე მყარი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში. ერთი ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
სს სოფარმა, ბულგარეთი, 1220 სოფია, ილიენსკო შოსეს ქ. #16