ალზეპილი
ALZEPIL
ALZEPIL
საერთაშორისო დასახელება - donepezil
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოსაყენებელი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
5 მგ ტაბლეტები #28
10 მგ ტაბლეტები #28
- თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას - 5 ან 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს.
- დამხმარე ნივთიერებები: ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი. გარსი: Opadry Y-1-7000 თეთრი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 400.
შეფუთვის ფორმა
5 მგ ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორივე მხრიდან ამობურცული, უსუნო ან თითქმის უსუნო შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეზე სტილიზებული წარწერით ,,E 381’’.
10 მგ ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორივე მხრიდან ამობურცული, უსუნო ან თითქმის უსუნო შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეზე სტილიზებული წარწერით ,,E 382’’.
ჩვენებები
პრეპარატი ალზეპილის აქტიური კომპონენტი დონეზეპილის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება ნივთიერებათა ჯგუფს, ე.წ. აცეტილქოლინესტერაზის ინჰიბიტორებს. იგი გამოიყენება დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ პირებში, რომელთაც დასმული აქვთ ალცჰეიმერის დაავადების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დიაგნოზი. ამ პრეპარატმა შეიძლება გააუმჯობესოს მეხსიერება და აზროვნება.
გამოიყენება მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში.
მიღების წესები და დოზები
ყოველთვის გამოიყენეთ ალზეპილი ექიმის მიერ დანიშნული მითითებების შესაბამისად. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, აუცილებლად მიმართეთ რჩევისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს თქვენი მომვლელი პირის სრული სახელი და გვარი. მომვლელი პირი დაგეხმარებათ მიიღოთ პრეპარატი დანიშნულების მიხედვით.
ალზეპილის მიღება ხდება შიგნით, საღამოს, დაძინებამდე, წყლის დაყოლებით. დასაშვებია ალზეპილის გამოყენება საკვებისაგან დამოუკიდებლად, ვინაიდან საკვები არ მოქმედებს მის ეფექტურობაზე.
ჩვეულებრივ, საწყისი დოზა შეადგენს: დღეში ერთხელ 5 მგ. ერთი თვის შემდეგ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატის 10 მგ ყოველ საღამოს. მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა არის 10 მგ.
პრეპარატის გამოყენების წესისა და დროის თაობაზე ყოველთვის დაიცავით ექიმის დანიშნულება. არ შეცვალოთ დოზა დამოუკიდებლად ექიმის დანიშნულების გარეშე და არ შეწყვიტოთ ტაბლეტების გამოყენება ექიმის რჩევის გარეშე.
ტაბლეტების გამოყენების ხანგრძლივობის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი. ის შეგატყობინებთ, თუ როდის შეწყვიტავთ ტაბლეტების გამოყენებას. დაავადების სიმპტომების შეფასებისა და მკურნალობის მიმდინარეობის კონტროლის მიზნით, პერიოდულად უნდა მიმართოთ ექიმს.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატმა, ალზეპილმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.
ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ეფექტის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ძალიან ხშირი (10-დან 1-10 პაციენტში):
დიარეა, გულისრევა, თავის ტკივილი.
ხშირი (100-დან 1-10პაციენტში):
გაციება, ანორექსია (მადის დაკარგვა), ჰალუცინაციები, აგზნებადობა, აგრესიული ქცევა (ჰალუცინაციები, აგზნებადობა და აგრესიული ქცევა ქრება დოზის შემცირების ან დონეპეზილის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ), გულისწასვლა, თავბრუსხვევა, უძილობა (გართულებული დაძინება), გულისრევა, აშლილობები კუჭის მხრიდან, გამონაყარი კანზე, ქავილი, კუნთების სპაზმი, შარდის შეუკავებლობა, გადაღლა, ტკივილი, უბედური შემთხვევა.
არახშირი (100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
კრუნჩხვითი გულყრა, ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლული, ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილება (სისხლის პლაზმაში კუნთოვანი კრეატინკინაზის მცირე მომატება).
იშვიათი (1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ექსტრაპირამიდული სიმპტომები (კანკალი, სახის, ენის ან კიდურების უნებლიე მოძრაობა ან შებოჭვა), სინო-ატრიული ბლოკადა, გულის არითმია (გულის ბლოკადა), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ჰეპატიტი (ღვიძლის ინფექციური დაზიანება).
მძიმე გვერდითი ეფექტების ან ისეთი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
უკუჩვენება
თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა დონეპეზილის ჰიდროქლორიდის, პიპერიდინის წარმოებულების სახელით ცნობილი ანალოგიური საშუალებების, ან პრეპარატი ალზეპილის შემოგარსული ტაბლეტების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
პრეპარატი ალზეპილის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს
პრეპარატის გამოყენებამდე, ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს:
- თუ თქვენ გაწუხებთ გულის მუშაობის დარღვევები (არითმია ან ბლოკადა) (დონეპეზილმა შეიძლება გამოიწვიოს გულის შეკუმშვის რიტმის შენელება);
-თუ თქვენ წარსულში გაწუხებდათ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ან თქვენ იყენებთ თანმხლებ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს;
-თუ თქვენ გაწუხებთ გართულებული შარდის გამოყოფა;
-თუ როდესმე გქონიათ კრუნჩხვითი გულყრის (დონეპეზილმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვების გამეორება) ან გულისწასვლის შემთხვევები;
-თუ თქვენ დაავადებული ხართ ასთმით ან ფილტვების სხვა ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებით;
-თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
-თუ თქვენ როდესმე გაწუხებდათ ექსტრაპირამიდული სიმპტომების არსებობა (სხეულის ან სახის უნებლიე მოძრაობა).
თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ქირურგიული ოპერაცია, რომელიც თხოულობს ზოგადი ანესთეზიის ჩატარებას, თქვენ უნდა შეატყობინოთ ექიმს და ანესთეზიოლოგს, რომ იყენებთ ალზეპილს.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
თუ არ არის ალზეპილის გამოყენების საჭიროება (ექიმის დანიშნულება), პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის დროს, ვინაიდან პაციენტების ამ ჯგუფში არ არის მოწოდებული საკმარისი მონაცემი.
დონეპეზილი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ალზეპილის გამოყენება საკვებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად
ტაბლეტების მიღება ხდება საღამოს, დაძინებამდე, წყლის დაყოლებით. დასაშვებია ალზეპილის გამოყენება საკვებისაგან დამოუკიდებლად, ვინაიდან საკვები არ მოქმედებს მის ეფექტურობაზე.
დონეპეზილით მკურნალობის კურსის დროს არ გამოიყენოთ ალკოჰოლური სასმელები, ვინაიდან ალკოჰოლმა შეიძლება შეამციროს მისი ეფექტურობა.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
დაავადებამ შეიძლება დაარღვიოს სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარი. მკურნალობის კურსის დასაწყისში ან დოზის მომატებისას, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გადაღლა, თავბრუსხვევა და კუნთების სპაზმი. შესაბამისად, მკურნალმა ექიმმა მუდმივად უნდა შეაფასოს თქვენს მიერ სატრანსპორტო საშუალებებისა და რთული მექანიზმების მართვის უნარი.
ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, პრეპარატი ალზეპილის რომელი დოზის გამოყენებისას შეძლებთ სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვას.
ჭარბი დოზირება
არ მიიღოთ დღეში ერთ ტაბლეტზე მეტი. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ ექიმთან დაკავშირება შეუძლებელია, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს გადაუდებელ სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
საავადმყოფოში იქონიეთ ტაბლეტები ან კოლოფი, რათა ექიმმა შეიტყოს, რა მიიღეთ.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ალზეპილის მიღება გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა. გააგრძელეთ პრეპარატის გამოყენება ექიმის დანიშნულების მიხედვით.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის გამოყენება ერთი კვირის ან მეტი პერიოდის განმავლობაში, პრეპარატის გამოყენების განახლების მიზნით, დაუკავშირდით ექიმს.
თუ თქვენ შეწყვიტეთ ალზეპილის გამოყენება
მკურნალობის კურსის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნება პრეპარატი ალზეპილის ეფექტის თანდათანობითი შესუსტება. პრეპარატის მიღების მკვეთრი შეწყვეტის შემდეგ უკუგების ეფექტი არ აღინიშნება. არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება ექიმის რჩევის გარეშე, თუნდაც უკეთ იგრძნოთ თავი.
თუ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენ წარმოგეშვათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეატყობინეთ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იყენებთ ან იყენებდით ახლო წარსულში, მათ შორის იმ პრეპარატების შესახებ, რომლებიც გაიცემიან ურეცეპტოდ.
შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ იყენებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, განსაკუთრებით კი:
-ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;
-ართრიტის სამკურნალო საშუალებები;
-ანტიბიოტიკები, მაგალითად, ერითრომიცინი ან რიმფაპიცინი;
-სოკოსსაწინააღმდეგო პრეპარატები (საშუალებები, რომლებიც ანადგურებენ სოკოს ან თრგუნავენ მათ ზრდას), მაგალითად, კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი;
-კუნთების მოსადუნებელი საშუალებები;
-ანტიდეპრესანტები, მაგალითად, ფლუოქსეტინი;
-კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, ფენიტოინი ან კარბამაზეპინი;
-გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები;
-სისხლის წნევის დასაწევი ზოგიერთი პრეპარატი (ბეტა-ბლოკატორები);
-დონეპეზილის მოქმედების მსგავსი მექანიზმის მქონე სხვა პრეპარატები (მაგალითად, გალანტამინი ან რივასტიგმინი), ასევე დიარეის, პარკინსონის ან ასთმის დაავადების საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 8-15ºC
ვარგისიანობის ვადა 3 წელი. ალზეპილი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის დასრულების თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალება საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან გამდინარე წყალში. თუ საჭიროა პრეპარატის, რომელიც აღარ არის საჭირო, ნარჩენებში მოთავსება, მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლიან გარემოს დაბინძურებას.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
სს ფარმაცევტული საწარმო ეგისი
უნგრეთი