ამარილ M 2მგ/500მგ #30ტ

ამარილ M 2მგ/500მგ #30ტ

საერთაშორისო დასახელება:

GLIMEPIRIDE; METFORMIN

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: გლიმეპირიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები:  შეფუთვაში 30 ც.

ამარილ მ  1/250 მგ

1 ტაბ.

გლიმეპირიდი ..............................         1 მგ

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ........ 250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენის გლიკოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, კარნაუბის ცვილი, გამოხდილი წყალი.

ამარილი®მ 2/250 მგ

1 ტაბ.

გლიმეპირიდი ............................    2 მგ

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ... 500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენის გლიკოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, კარნაუბის ცვილი, გამოხდილი წყალი.

ჩვენებები:

რეკომენდირებულია მისი კომბინირება დიეტასა და ფიზიკურ დატვირთვასთან ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის ( ტიპი 2) სამკურნალოდ:

  • იმ შემთხვევაში, თუ გლიმეპირიდინისა და მეტფორმინის საშუალებით ჩატარებული მონოთერაპია არ იწვევს შესაბამის გლიკემიურ კონტროლს;
  • გლიმეპირიდისა და მეტფორმინის მეშვეობით თავისუფალი კომბინირებული მკურნალობის შენაცვლებისას.

მიღების წესები და დოზირება:

ამარილ მ-ის დოზა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. ამ პრეპარატის სწორად გამოყენებისთვის, აუცილებელია სისხლის რეგულარული ტესტირება, რაც საშუალებას მისცემს ექიმს განახორციელოს დაკვირვება სისხლში შაქრის შემცველობის დონის ცვლილებაზე და ამ გზით დანიშნოს შესაბამისი მკურნალობის კურსი. რეკომენდებულია მკურნალობის კურსის დაწყება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით და შემდეგ მოხდეს მისი გაზრდა სისხლში შაქრის შემცველობის დონის მიხედვით.

როდესაც ხდება ცალკეული ტაბლეტების სახით არსებული გლიმეპირიდისა და მეტფორმინის კომბინირებული მკურნალობიდან გამოთიშვა, ამარილ მ-ის მიღება ხორციელდება ბოლოს მიღებული დოზის საფუძველზე.

მიღების მეთოდი და სიხშირე: ამარილ მ-ის მიღება ხდება დღეში ერთხელ ან  2-ჯერ, უშუალოდ საუზმის წინ ან მისი მიღების დროს. ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად დაახლოებით ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად.

ამარილ მ-ის დოზის გამოტოვება:

ტაბლეტები მიიღება შემდეგი საუზმის დროს. დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული ინდივიდუალური დოზის ანაზღაურების მიზნით.

ორსულობა და ლაქტაცია:

ამარილ მ-ის მიღება არაა მიზანშეწონილი პაციენტებისათვის ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ან მათთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ან ბავშვის ძუძუთი კვებას.

გვერდითი მოვლენები:

როგორც ყველა პრეპარატს, ამარილ მ-საც ახასიათებს გვერდითი ეფექტები:

  • ჰიპოგლიკემია: ამარილ მ-ის სისხლში შაქრის დონის დამწევი ეფექტის გათვალისწინებით, შესაძლებელია თავი იჩინოს ჰიპოგლიკემიამ და იგი შემდგომშიც გაგრძელდეს.

ჰიპოგლიკემიის სავარაუდო სიმპტომებია: თავის ტკივილი, შიმშილის გრძნობა, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, შფოთვა, აგრესიულობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, დეპრესია, დაბნეულობა, მეტყველების დარღვევა და საერთოდ მოშლა, მხედველობის მოშლა, კანკალი, პარეზები, მგრძნობელობის დარღვევა, თავბრუსხვევა, უმწეობა, თვითკონტროლის დარღვევა, დელირიუმი, ცერებრალური კრუნჩხვები, ძილიანობა და ცნობიერების დაკარგვა-კომა, ზედაპირული სუნთქვა და გულის რიტმის შენელება (ბრადიკარდია). ამასთანავე, შესაძლებელია შეინიშნოს ისეთი კლინიკური ნიშნები, როგორიცაა ოფლიანობა, კანის სისველე, შფოთვა, გულის რიტმის აჩქარება (ტაქიკარდია), ჰიპერტონია, გულის აჩქარება, სტენოკარდია და გულის არითმია. ჰიპოგლიკემიის მძიმე ფორმის კლინიკური სურათი გულის წასვლის მსგავსია. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ქრება ჰიპოგლიკემიის კუპირებისთანავე.

  • ლაქტოაციდოზი: ზოგიერთ პაციენტს, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვეით, აღენიშნებათ ეგრეთ წოდებული ლაქტოაციდოზი (სისხლში რძემჟავის ჭარბი რაოდენობა). მისი სიმპტომებია: სიცივის ან დისკომფორტის შეგრძნება, ძლიერი გულისრევა ან პირღებინება, აბდომინალური ტკივილი, წონის სწრაფი კლება ან გახშირებული სუნთქვა. თუ პაციენტს აღენიშნება ერთ-ერთი ზემოთ აღნიშნული სიმპტომი, აუცილებელია ამარილ მ-ის შეწყვეტა და ექიმის ინფორმირება.
  • თვალები: განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის დროებითი მოშლა, რაც განპირობებულია სისხლში შაქრის დონის ცვლილებით.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ზოგჯერ  თავს იჩენენ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, სიმძიმისა და  ეპიგასტრიუმის არეში დისკომფორტის შეგრძნება, ტკივილი მუცლის არეში და დიარეა, ყველაზე ხშირ შემხთვევაში ეს ხდება მკურნალობის კურსის დაწყებისას.

იშვიათ შემთხვევებში, მატულობს ღვიძლის ტრანსამინაზების დონე, განსაკუთრებულ შემთხვევებში ვლინდება ღვიძლის ფუნქციის მოშლა (მაგალითად, ქოლესტაზი და სიყვითლე) და ჰეპატიტი, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა.

  • სისხლი: სისხლში შეიძლება აღინიშნოს ცვლილებები: იშვიათად, თრომბოციტოპენია და განსაკუთრებული შემთხვევებში - ლეიკოპენია, ჰეპოლიზური ანემია, ერითროციტოპენია, გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი და პანციტოპენია (მაგალითად, ძვლის ტვინის ფუნქციის მოშლის მიზეზით). აღინიშნება B12 ვიტამინის დონის დაქვეითება სისხლის პლაზმაში.
  • სხვა გვერდითი ეფექტები: მკურნალობის კურსის დასაწყისში ზოგიერთი პაციენტი უჩივის არასასიამოვნო ან ლითონის გემოს, რაც ხშირად ქრება სპონტანურად. ზოგჯერ ვლინდება ალერგიული ან ფსევდოალერგიული რეაქციები, რომლებიც გამოიხატება ქავილის, ჭინჭრის ციების ან გამონაყარის სახით. ისინი ზომიერი ხასიათისაა, მაგრამ შესაძლებელია მათი პროგრესირება, რასაც თან ახლავს დისპნოე და არტერიული წნევის დაქვეითება, ზოგჯერ ვითარდება ანაფილაქსიური შოკი. ჭინჭრის ციების გამოხატვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს შრატში ნატრიუმის დონის შემცირებას, სისხლძარღვის კედლის ანთებასა (ალერგიული ვასკულიტი) და ფოტოსენსიბილიზაციას.

ვინაიდან ზოგიერთი გვერდითი მოვლენა (მაგალითად, მწვავე ჰიპოგლიკემია, სისხლის სურათის სერიოზული ცვლილება, მძიმე ალერგიული და ფსევდოალეგრიული რეაქციები ან ღვიძლის უკმარისობა) ცალკეული შემთხვევებში შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს, ამგვარი მოულოდნელი და მწვავე რეაქციების არსებობის შემთხვევაში, საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი ინფორმირება და ექიმის რეკომენდაციამდე პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

დაუშვებელია ამარილ მ-ის მიღება შემდეგ შემთხვევებში:

  • ინსულინდამოკიდებული დიაბეტი ( ტიპი 1 , რომელიც საჭიროებს ინსულინით მკურნალობას);
  • დიაბეტური კეტოაციდოზი;
  • მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გლიმეპირიდის ან მეტფორმინის ან ამარილ მ-ის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ან სულფანილამიდების ან სულფანილშარდოვანას სხვა წარმოებულებისა და ბიგუანიდების მიმართ;
  • ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში;
  • თუ პაციენტს გადატანილი აქვს ლაქტოაციდოზი;
  • თირკმლის დაავადება ან თირკმლის ფუნქციის მწვავე მოშლა;
  • გულის უკმარისობა;
  • თუ პაციენტს ახალი გადატანილი აქვს გულის შეტევა ან აღენიშნება სისხლის მიმოქცევის მწვავე პრობლემები ან სუნთქვის გაძნელება;
  • დაავადებული ღვიძლი;
  • ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება;
  • მწვავე ინფექცია ან გაუწყლოება.
  • თუ პაციენტი აპირებს განსაზღვრული ტიპის რენტგენის გადაღებას შიდავენური გზით მიღებულ იოდიზირებულ კონტრასტული ნივთიერებასთან ერთად, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ამარილ მ-ის მიღება პროცედურების ჩატარების დროს და მისი დასრულებიდან რამდენიმე დღის მანძილზე;
  • არასაკმარისი კვება. თუ პაციენტს აღენიშნება მოდუნება ან ლორწოვანი გარსის ან ადრენალინის არასაკმარისი ოდენობა.

გაფრთხილება:

ჰიპოგლიკემია: მკურნალობის პირველ კვირაში, ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი (სისხლში შაქრის შემცველობის დონის დაწევა) შესაძლებელია გაიზარდოს, რაც მოითხოვს განსაკუთრებით ზუსტი დაკვირვების წარმოების აუცილებლობას.

ჰიპოგლიკემიის გამომწვევი ფაქტორები:

  • პაციენტის მიერ გამოხატული არასაკმარისი სურვილი ან (ჩვეულებრივ ხანდაზმულ პაციენტებში) უუნარობა ექიმთან ურთიერთობისა;
  • არასრულფასოვანი, არარეგულარული კვება ან საკვების გამოტოვება;
  • დისბალანსი ფიზიკურ დატვირთვასა და ნახშირწყლების მოხმარებას შორის;
  • დიეტის შეცვლა;
  • ალკოჰოლის მოხმარება, განსაკუთრებულად არარეგულარული კვების დროს;
  • თირკმლის ფუნქციის მოშლა;
  • ღვიძლის ფუნქციის მწვავე მოშლა;
  • ამარილ მ-ის ჭარბი დოზით მიღება;
  • ენდოკრინული სისტემის განსაზღვრული არაკომპენსირებული დაავადებები: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა. ჰიპოფიზის უკმარისობა ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა;
  • სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება.

ჰიპოგლიკემიის ამგვარი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია საჭირო გახდეს ამარილ მ-ის დოზის შეცვლა.

ამ ღონისძიების განხორციელება ასევე აუცილებელია მკურნალობის დროს სხვა დაავადების წარმოშობის ან პაციენტის ცხოვრების წესის შეცვლის შემთხვევაში.

ჰიპოგლიკემიის ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ გამოვლინდეს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ჰიპოგლიკემია ვითარდება თანდათან, ხანშიშესულ ან ნერვულ დაავადებათა გარკვეული ტიპებით დაავადებულ პაციენტებში (ვეგეტატიური ნევროპათია) ან ისეთ პაციენტებში, რომლებიც ამავე დროს იღებენ ß-ადრენობლოკატორებს, კლონიდინს, რეზერპინს, გუანეტიდინს ან სხვა სიმპათოლიზურ პრეპარატებს.

ჰიპოგლიკემიის სწრაფი კორექცია შესაძლებელია შაქრის დაუყოვნებელი მიღებით, მაგალითად, გლუკოზის, შაქრის ნატეხის ან შაქრით დამტკბარი სასმელის ფორმით. ამიტომ  პაციენტს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს სულ მცირე 20 გრამი გლუკოზა (ხელოვნური დამატკბობლების შემცველი საკვები ან სასმელი, როგორიცაა დიეტური საკვები ან სასმელები, არაეფექტურია ჰიპოგლიკემიის კონტროლის პროცესში).

მძიმე ჰიპოგლიკემია მოითხოვს დამატებით გადაუდებელ მკურნალობას და ექიმის მეთვალყურეობას და ზოგიერთ შემთხვევებში, ჰოსპიტალიზებას. ამარილ მ-ით მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლსა და შარდში შაქრის, ისევე როგორც გლიკოლიზირებული ჰემოგლობინის თანაფარდობის რეგულარული კონტროლი.

ლაქტოაციდოზი: ლაქტოაციდოზი წარმოადგენს იშვიათ, მაგრამ სერიოზულ მეტაბოლურ გართულებას, რასაც იწვევს ამ პრეპარატის მკურნალობის პერიოდში მეტფორმინის ჭარბი დოზით დაგროვება. ლაქტოაციდოზს ძირითადად ახასიათებს სისხლში მომატებული ლაქტატის დონე, სისხლში pH-ის დონის დაწევა. ლაქტოაციდოზის შემთხვევები ძირითადად ფიქსირდება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მოშლა.

ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი იზრდება თირკმლის ფუნქციის მოშლილობის ხარისხისა და პაციენტის ასაკის მიხედვით. ამასთანავე, ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი მცირდება თირკმლის ფუნქციის რეგულარული დაკვირვების შედეგად. პრეპარატის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ იმ პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის დაავადებები.ამ პრეპარატის მიღების დროს პაციენტები უნდა მოერიდონ ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღებას, როგორც იშვიათად ასევე ქრონიკულად,  რადგან ალკოჰოლი აძლიერებს მეტფორმინის მოქმედებას. ამასთანავე, უნდა მოხდეს პრეპარატის მიღების დროებითი შეწყვეტა ინტრავასკულარული რადიო-კონტრასტული გამოკვლევის ჩატარებამდე ან რაიმე ქირურგიული ჩარევის დროს.

ლაქტოაციდოზის სიმპტომებია: შეუძლოდ ყოფნა, მიალგია, სუნთქვის უკმარისობა, მომატებული ძილიანობა და არასპეციფიკური აბდომინალური ტკივილი, ჰიპოთერმია, ჰიპოტენზია. თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ამარილ მ-ის მიღება და მიმართოს ექიმს.

თირკმლის ფუნქცია:

ვინაიდან მეტფორმინი გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით, უნდა წარმოებდეს შრატის კრეატინინის დონის განსაზღვრა მკურნალობის კურსის დაწყებამდე და მისი შემდგომი დარეგულირება:

  • სულ მცირე წელიწადში ერთხელ მაინც ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში;
  • სულ მცირე 2- 4-ჯერ წელიწადში იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ შრატის კრეატინინის დონის აწევა უკიდურეს ზღვრამდე და ხანშიშესულ პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ხანშიშესულ პაციენტებში ხშირ და ასიმპტომურ ხასიათს ატარებს. უნდა წარმოებდეს სპეცალური გამაფრთხილეებლი ზომების მიღება ისეთ სიტუაციაში, როდესაც თირკმლის ფუნქცია დარღვეულია, მაგალითად, ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით ან დიურეზულებით მკურნალობის კურსის დაწყებისას ან მკურნალობის დაწყებისას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მეშვეობით.

სიფრთხილის ზომების გამოყენება:

  • პაციენტმა რაც შეიძლება ზედმიწევნით უნდა დაიცვას ექიმის მიერ დანიშნული დიეტა;
  • ჩაატაროს ექიმის მიერ დანიშნული ან რეკომენდირებული რეგულარული ბიოლოგიური შემოწმებები;
  • თავი აარიდოს ალკოჰოლისა და ალკოჰოლიური სასმელების მიღებას;

ექიმს მიმართოს შემდეგი შემთხვევებისდაფიქსირებისას :  ქირურგიული ჩარევა, სიცხე, ინფექცია, გაძნელებული ჭამა; ორსულობის სურვილი,  სხვა მედიკამენტებით მკურნალობა.

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის შესაძლებლობა: როდესაც დიაბეტის მკურნალობის კურსი არაა ზუსტად დაბალანსებული ან ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში.  სატრანსპორტო საშუალებათა მართვის დროს თქვენი მხედველობა, ყურადღება და რეაქციები შეიძლება შენელებული იყოს.

ჭარბი დოზირება:

ამარილ მ-ის ჭარბი დოზით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მძიმე და ზოგიერთ შემთხვევაში, სიცოცხლისათვის საშიში ჰიპოგლიკემია, რასაც შესაძლებელია დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია გამაფრთხილებელი ღონისძიების სახითაც კი. იმის გამო, რომ ეს პრეპარატი შეიცავს მეთფორმინს, მისმა მიღებამ ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს ლაქტოაციდოზი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

უნდა მოხდეს ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატის ურთიერთქმედების პრევენცია იმ შემთხვევაში, თუ ისინი მნიშვნელოვნად ცვლიან სისხლში შაქრის შემცველობის დონეს. სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი ეფექტის გაძლიერება და ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, ჰიპოგლიკემიის განვითარება შეიძლება აღინიშნოს, როდესაც ადგილი აქვს ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან ერთ-ერთის მიღებას, როგორიცა: ინსულინი ან ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები, აგფ ინჰიბიტორები, ალოპურინოლი, ანაბოლური სტეროიდები და მამაკაცის სასქესო ჰორმონები, ქლორამფენიკოლი, კუმარინის წარმოებულები, ციკლოფოსფამიდი დიზოპირამიდი, ფენფლურამინი, ფენირამიდოლი, ფიბრატამი, ფლუოქსეტინი, გუანეტიდინი, იზოფოსფამიდი, მაოს- ინჰიბიტორები, მიკონაზოლი, პარა-ამინოსალიცილის მჟავა, პენტოქსიფილინი (პარენტერალურად მაღალი დოზების მიღებისას), ფენილობუტაზონი, აზაპროპაზონი, ოქსიფენბუტაზონი, პრობენიციდი, ქინოლონები, სალიცილატები, სულფინპირაზონი, სულფანილამიდები, ტეტრაციკლინი, ტრიტოკვალინი, ტროფოსფამიდი.

სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი ეფექტების შემცირება და, მასთან დაკავშირებული შაქრის დონის მომატება სისხლში შეიძლება აღინიშნოს როდესაც ადგილი აქვს ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან ერთ-ერთის მიღებას, როგორიცა:  აცეტაზოლამიდი, ბარბიტურატები, კორტიკოსტეროიდები, დიაზოქსიდი, დიურეზულები, ეპინეფრინი (ადრენალინი) და სხვა სიმპათომიმეტური პრეპარატები, გლუკაგონი, საფაღარათო საშუალებები (ხანგრძლივი მიღების შემდეგ) ნიკოტინის მჟავა (მაღალი დოზებით) ესტროგენები და პროგესტოგენები, ფენოთიაზინი, ფენიტინი, რიფამპიცინი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები.

H2-ბლოკატორებმა, კლონიდინმა და რეზერპინმა შეიძლება გააძლიერონ ან შეამცირონ სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი ეფექტი.

ß-ადრენობლოკატორები ამცირებენ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობას. რამაც შეიძლება გააუარესოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ნივთიერებათა ცვლის კონტროლი. გარდა ამისა, ß-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი.

ისეთი სიმპათოლიზური პრეპარატების გავლენით, როგორიცაა ß-ადრენობლოკატორები, კლონიდინი, გუანიდინი და რეზერპინი, შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის კლინიკური ნიშნების შესუსტება ან არ არსებობა.

ალკოჰოლის ერთჯერადი ან ქრონიკული მოხმარება როგორც აძლიერებს, ასევე ამცირებს ამარილ მ-ის სისხლში შაქრის შემცველობის დამწევ ეფექტს. ალკოჰოლის მიღება ზრდის ლაქტოაციდოზის განვითარების რისკს.

კუმარინის წარმოებულების მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ან შემცირდეს.

შესაძლებელია ლაქტოაციდოზის განვითარება მოხდეს შემდეგი პრეპარატების ერთდროული მიღების საფუძველზე: იოდიზირებული კონტრასტული ნივთიერებები და ანტიბიოტიკები, რომელთაც ახასიათებთ თირკმლის მიმართ ძლიერი ტოქსიკურობა (მაგალითად გენტამიცინი).

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250 C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

ტაბლეტები 2 მგ/500 მგ - 3 წელი;

ტაბლეტები 1 მგ/250 მგ - 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი  გაიცემა ექიმის რეცეპტით.