ამლო-დენკი 10მგ #50ტ

ამლოდიპინის მეზილატის მონოჰიდრატი
ფარმაკოლოგიური თვისება: ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის ანტაგონისტს.
ჩვენება: გამოიყენება არაორგანული მიზეზით გამოწვეული არტერიული წნევის მომატებისას, ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის, დაძაბულობის სტენოკარდიის, ვაზოსპასტიური სტენოკარდიის დროს.
უკუჩვენება: არ გამოიყენება თუ პაციენტი ალერგიულია ამლოდიპინის, დიჰიდროპირიდინების ან პრეპარატში შემავალი სხვა
ინგრედიენტის მიმართ, გულის სარქველის ძლიერი სტენოზის, არასტაბილური სტენოკარდიის, ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს,
არ გამოიყენება ორსულობასა და ლაქტაციის პერიოში, ბავშვებში.
დოზირება და მიღების წესი: 1 ტაბლეტი დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობას გადაწყვეტს ექიმი.
გვერდითი მოვლენები: თავბრუსხვევა, ძილიანობა ან უძილობა, ყურებში შუილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: ამლო-დენკი 5-ის ჰიპოტენზიური ეფექტი შესაძლებელია გაძლიერდეს სხვა
ანტრიჰიპერტენზიული პრეპარატებით და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით. ნიტრატებთან ერთად კომბინირებულმა გამოყენებამ
შესაძლებელია გაზარდოს ეფექტი არტერიულ წნევაზე და პულსზე. ბეტა-ბლოკატორებთან კომბინირებული მიღებისას, აუცილებელია
ექიმის მეთვალყურეობა, რადგან მოსალოდნელია ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება.