აქტოვეგინი ჟელე 20% 20გ ტუბ

აქტოვეგინი
20%-იანი ჟელე
ACTOVEGIN
 
 
საერთაშორისო დასახელება - actovegin
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - D11AX

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები
; ცხოველების სისხლის დიალიზატის პრეპარატები

ნოზოლოგიური ჯგუფი - კანისა და ლორწოვან სისტემაზე მოქმედი საშუალებები



შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მუყაოს კოლოფში მოთავსებული 20 გ­-იანი ტუბი

1გ ჟელე შეიცავს ხბოს სისხლის დეპროტეინირებულ ჰემოდერივატს, რომელიც შეესაბამება მშრალი მასის 8,0 მგ­ს, 0,25 მგ პროპილპარაჰიდროქს იბენზოატს და 1,75 მგ მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს არაგამაღიზიანებელ ფუძეზე.

ჩვენებები
- ­კანისა და ლორწოვანის ჭრილობები და ანთებები: დამწვრობა, მათ შორის მზით გამოწვეული, კანის ჭრილობები, ნაჭდევები/ნაკაწრები. დამწვრობების შემდგომი (მათ შორის მდუღარე სითხითა და ორთქლით) კანის რეგენერაციის ხელშეწყობა.
­- რადიაციის ზემოქმედებით განპირობებული კანისა და ლორწოვანის დაზიანების პროფილაქტიკა და მკურნალობა. სველი წყლულების საწყისი მკურნალობა.
­- ტრანსპლანტაციის წინ ჭრილობების ზედაპირის წინასწარი დამუშავებისთვის.

მიღების წესები და დოზები

ჟელე უნდა წაისვას დაზიანებულ უბნებზე თხელ ფენად დღეში რამდენჯერმე. წინასწარი დამუშავების დროს, წყლულოვანი დაზიანების გასაწმენდად ხდება ჟელეს სქელი ფენის წასმა და ზემოდან აქტოვეგინის 5%­იანი მალამოს კომპრესის (ან მალამოთი გაჟღენთილი ოლბანდის ნახვევის) დადება. ნახვევის გამოცვლა დღეში ერთხელ ხდება, ხოლო ძალიან სველი ზედაპირის შემთხვევაში რამდენჯერმე.
შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს აქტოვეგინის 5%­იანი კრემით და დასრულდეს აქტოვეგინის 5%­იანი მალამოთი. 20% აქტოვეგინის ჟელეთი მკურნალობის დასაწყისში, სეკრეციის ზრდასთან დაკავშირებით, შეიძლება ადგილობრივად განვითარდეს ტკივილის შეგრძნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს პრეპარატთან შეუთავსებლობას. იმ შემთხვევაში, თუ ტკივილის შეგრძნება გრძელდება და პრეპარატისგან მოსალოდნელი ეფექტი არ იქნა მიღწეული, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

აქტოვეგინის 20% ჟელე ჩვეულებრივ კარგად შეითვისება. იშვიათად, პაციენტის ალერგიული წინასწარგანწყობის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია.

უკუჩვენება

პრეპარატ აქტოვეგინის 20%­იანი ჟელეს შემადგენელი კომპონენტე­ბისადმი ალერგიული წინასწარგანწყობა.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატ აქტოვეგინის 20% ჟელეს გამოყენება დასაშვებია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ამჟამად არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25ºC! ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
შენახვის ვადა - 36 თვე.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ნიკომედი გმბხ, ავსტრია

ავსტრია