არბიდოლი 100მგ #10კაფს

არბიდოლი
(Arbidol)

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: არბიდოლი

ქიმიური სახელწოდება: 6-ბრომ-5-ჰიდროქსო-1-მეთილ-4-დიმეთილამინომეთილ-2-ფენილთიომეთილინდოლ-3-კარბონმჟავის ეთილის ეთერის ჰიდროქლორიდ მონოჰიდრატი. 

წამლის ფორმა: კაფსულები

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: არბიდოლი, უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით 0.05გ ან 0.1გ. დამხმარე ნივთიერება: კარტოფილის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, აეროსილი, კალციუმის სტეარატი, კოლიოდონ 25;

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმაკოდინამიკა. არბიდოლი, როგორც ანტივირუსულ საშუალებას გააჩნია იმუნომამოდულირებელი და გრიპის საწინააღმდეგო მოქმედება, სპეციფიურად მოქმედებს  A და B ვირუსებზე. ხელს უშლის ვირუსთა შეღწევას უჯრედში, ვინაიდან ეწინააღმდეგება ვირუსის ლიპიდური მემბრანის შერწყმას უჯრედულ მემბრანასთან. გააჩნია ინტერფერონინდუცირებადი მოქმედება, ასტიმულირებს იმუნიტეტის ჰუმორალურ და უჯრედულ რგოლს, მაკროციტების ფაგოციტურ ფუნქციას, ზრდის ორგანიზმის მგრადობას ვირუსული ინფექციების მიმართ. ამცირებს როგორც ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებული გართულებების განვითარების სიხშირეს, ასევე ქრონიკული ბაქტერიული დაავადებების გამწვავებებს.  ვირუსული ინფექციების დროს თერაპიული ეფექტურობა ვლინდება  როგორც კლინიკური გამოვლინებებისა და ზოგადი ინტოქსიკაციის შემცირების ასევე დაავადების ხანგრძლივობის შემცირების სახით. პრეპარატი განეკუთვნება ნაკლებად ტოქსიკურ საშუალებათა რიცხვს (LD50>4 გ/კგ). რეკომენდებულ დოზებში პერორალური გამოყენებისას იგი არ ახდენს უარყოფით გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.
ფარმაკოკინეტიკა. იგი სწრაფად აბსორბირდება და ნაწილდება ორგანოებში და ქსოვილებში. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 50მგ დოზის მიღების შემდეგ მიიღწევა  1.2 საათში, ხოლო 100მგ-ის მიღებისას კი  - 1.5 საათის შემდეგ. მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდია  - 17-21სთ. დაახლოებით 40% გამოიყოფა უცველელი სახით ძირითადად ნაღველით (38.9%), ხოლო უმნიშვნელო რაოდენობით თირკმლებით (0.12%). პირველი დღეღამის განმავლობაში გამოიყოფა მიღებული დოზის 90%.

ჩვენება: A და B გრიპის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების, (მათ შორის ბრონქიტითა და პნევმონიით გართულებული)-პროფილაქტიკა და მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში. მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები; ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიისა და მორეციდივე ჰერპესული ინფექციის  კომპლექსური თერაპია.
ოპერაციისშემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა  და მოზრდილებში იმუნური სტატუსის ნორმალიზაცია. მწვავე ნაწლავური როტავირუსული ეტიოლოგიის ინფექციების კომპლექსური თერაპია ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.

წინააღმდეგჩვენება:  მომატებული მგრძნობელობა პრეპატატის მიმართ, ასაკი ორ წლამდე ბავშვებში.

გამოყენების წესი და დოზირება: შიგნით მიიღება ჭამამდე. ერთჯერადი დოზა: ბავშვებში 2 დან -6 წლამდე – 0.05გ, 6 დან 12 წლამდე  -0.1გ, 12 წლის ზემოთ ასაკში და მოზრდილებისთვის – 0.2 გ (ორი 0.1გ-იანი  ტაბლეტი ან ოთხი 0.05გ-იანი ტაბლეტი)
არასპეციფიური პროფილაქტიკისათვის: გრიპით დაავადებულებთან  და სხვა მწვავე რესპირატორულ ვირუსული ინფექციების შემთხვევაში უშულო კონტაქტის დროს: ბავშვებში 2 დან 6 წლამდე – 0.05გ, 6 დან 12 წლამდე – 0.1გ, 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 0.2გ დღეში ერთხელ 10-14 დღის განმავლობაში; გრიპის ეპიდემიისა და სხვა  მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პერიოდში, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების, ჰერპესული ინფექციის რეციდივის შესამცირებლად: ბავშვებში 2 დან 6 წლამდე – 0.05გ, 6 დან 12 წლამდე – 0.1გ, 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 0.2გ კვირაში ორჯერ სამი კვირის  განმავლობაში; პოსტოპერაციული გართულებების პროფილაქტიკა: ბავშვებში 2 დან 6 წლამდე – 0.05გ, 6 დან 12 წლამდე – 0.1გ, 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 0.2გ ოპერაციამდე  ორი დღის განმავლობაში, 2 და 5 დღის განმავლობაში ოპერაციის შემდეგ.
მკურნალობისთვის: გრიპი და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები გართულებების გარეშე; ბავშვებში 2 დან 6 წლამდე – 0.05გ, 6 დან 12 წლამდე – 0.1გ, 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 0.2გ დღეღამეში 4 ჯერ 5 დღის განმავლობაში. გრიპი და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები გართულებებით (ბრონქიტი, პნევმონია და სხვ.); ბავშვებში 2 დან 6 წლამდე – 0.05გ, 6 დან 12 წლამდე – 0.1გ, 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 0.2გ დღეღამეში 4 ჯერ 5 დღის განმავლობაში, შემდეგ ერთჯერადი დოზა კვირაში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში. ქრონიკული ბრონქიტისა და ჰერპესული ინფექციის კომპლექსური მკურნალობა. ბავშვებში 2 დან 6 წლამდე – 0.05გ, 6 დან 12 წლამდე – 0.1გ, 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 0.2გ დღეღამეში 4 ჯერ, (ყოველ ექვს საათში ერთხელ) 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ ერთჯერადი დოზა კვირაში ორჯერ 4 კვირის განმავლობაში. ნაწლავური მწვავე როტავირუსილი ეტიოლოგიის ინფექციების კომპლექსური მკურნალობა ბავშვებში ორი წლის ასაკის ზევით. ბავშვებში 2 დან 6 წლამდე – 0.05გ, 6 დან 12 წლამდე – 0.1გ, 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 0.2გ დღეღამეში 4 ჯერ, (ყოველ ექვს საათში ერთხელ) 5 დღის განმავლობაში

გვერდითი ეფექტები: იშვიათად ალერგიული რეაქციები.

ჰიპერდოზირება: არ აღინიშნება

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების დროს უარყოფითი ეფექტები არ შეინიშნება

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი არ ავლენს ცენტრალურ ნეიროტროპულ აქტივობას, ამდენად შეიძლება გამოყენებულ იქნას სამედიცინო პრაქტიკაში პროფილაქტიკური მიზნით სხვადასხვა პროფესიის მქონე პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებში, მათ შორის ისეთ კონტინგენტში, რომელთა  პროფესია, მოითხოვს მომატებულ ყურადღებასა და მოძრაობის კოორდინაციას (მძღოლები, ოპერატორები და ა.შ.)

გამოშვების ფორმა: 0.05გ-იანი და 0.1გ-იანი შემოგარსული ტაბლეტები; შეფუთვა: ათ-ათი ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შესაფუთში, რომელიც დამზადებულია პოლივინილქლორიდის ფირფიტისაგან და ალუმინის ფოლგისაგან, ან 30 ტაბლეტიანი შეფუთვა პოლიმერული მასალის ქილაში. ერთი ქილა ან 1 ან 3 კონტურული უჯჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შესაფუთში.

შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, შენახვის ტემპერატურა -  არაუმეტეს 30ºC –ისა. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობა: 2 წელი. არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული ვადის
გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი: “შელკოვის ვიტამინების ქარხანა”, რუსეთი