ატუსანი 1.5მლ/მლ 150მლ სიროფ

ატუსანი 1.5მლ/მლ 150მლ სიროფ

შემადგენლობა:

სიროფი

1მლ სიროფი  შეიცავს  1,5 მგ ბუტამირატის ციტრატს.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი,არაკრისტალიზებადი თხევადი სორბიტოლი, გლიცეროლი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის თხევადი არომატიზატორი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, გასუფთავებული წყალი. 

 

თერაპიული მოქმედება

ხველის საწინააღმდეგო საშუალება.

 

ჩვენება

ნებისმიერი წარმოშობის ხველის სიმპტომური მკურნალობა

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბუტამირატის ციტრატი არის ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალება , რომელიც არ მიეკუთვნება ოპიუმის ალკალოიდებს. პრეპარატი ამცირებს სასუნთქი გზების წინააღმდეგობას , რაც დასტურდება სპირომეტრიის მაჩვენებლების გაუმჯობესებით. პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1,5 საათში, ნახევარდაშლის პერიოდი 6 საათი. არ ახასიათებს კუმულაცია.

 

მიღების წესი და დოზირება:

3-6 წლამდე  - 5მლ  3-ჯერ დღეში

6-12 წლამდე  - 10მლ  3-ჯერ დღეში

12 წლის ზემოთ   - 15მლ  3-ჯერ დღეში

პრეპარატი მიიღება ჭამის წინ.

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში პრეპარატის მიღება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით. 

უკუჩვენებები:  

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი  კომპონენტების მიმართ. 

 

მითითებები და სიფრთხილის ზომები

ატუსანის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონცულტასიითვის:

- თუ გაქვთ სუნთქვის მხრივ სერიოზული პრობლემები (არარეგულარული სუნთქვა, ზრდადი დისპნოე, კანის ნაცრისფერ-ლურჯი შეფერილობა, ქოშინი).

- თუ ხველა გაგრძელდა 7 დღეზე მეტ ხანს, ექიმი დაადგენს ხველის მიზეზს. 

უნდა მოერიდოთ იმ ამოსახველებელი საშუალებების თანმხლებ გამოყენებას, რომლებიც ზრდიან სეკრეციას ბრონქებში, სუნთქვის ორგანოებში სეკრეტის შეკავების თავიდან აცილების მიზნით. 

გვერდითი მოქმედება:

ძილიანობა, გულისრევა, ფაღარათი, ჭინჭრის ციება . გვერდითი მოვლენების სიხშირე არ აღემატება 1%-ს და ქრება პრეპარატის დოზის შემცირების ან შეწყვეტის შემდეგ.  

შენახვის წესი:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას , არაუმეტეს 25 °C  ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.