აზოქსინი 500მგ #3ტ

აზოკსინი
(AZOKSIN)


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მაკროლიდი, აზალიდი

შემადგენლობა:
სუსპენზია:
სუსპენზიის ყოველი 5მლ 200მგ აზითრომიცინის ექვივალენტურ აზითრომიცინის დიჰიდრატს შეიცავს.
ტაბლეტები:
ერთი ტაბლეტი 500 მგ აზითრომიცინის ექვივალენტურ აზითრომიცინის დიჰიდრატს შეიცავს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
აზითრომიცინი მიეკუთვნება მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების წარმომადგენლებს, რომლის მოლეკულის ლაქტონის მე-15 რგოლში, ნახშირბადის ატომი ჩანაცვლებულია მეთილის ჯგუფით, რომელიც დაკავშირებულია აზოტის ატომთან.
აზითრომიცინი, როგორც ყველა მაკროლიდური ანტიბიოტიკი, ბაქტერიის 50S რიბოსომის დონეზე თრგუნავს მიკროორგანიზმების ცილის ბიოსინთეზს.
აზითრომიცინს ახასიათებს მჟავე გარემოში მდგრადობა, ბიოშეღწევადობის მაჩვენებელი ერთჯერადი მიღების შემთხვევაში შეადგენს 34%-ს. საკვებთან ერთად მიღებისას Cmax მატულობს 23%-ით აზითრომიცინი ადვილად გადის ჰისტო-ჰემატოლოგიურ ბარიერს და აღწევს ქსოვილებში, მაკროფაგების და ნეიტროფილების საშუალებით ტანსპორტირდება ინფექციის კერამდე, ქსოვილში არსებული კონცენტრაცია აღემატება პლაზმაში არსებულ კონცენტრაციას. აზითრომიცინი გროვდება ფაგოციტებში და ფიბრობლასტებში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება სისხლში არსებული კონცენტრაციის უკუპროპორციულია. აზითრომიცინი უცვლელი სახით გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ერეთჯერადი დოზის მიღებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 68 საათს. აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებსა და ხანდაზმულებში არ იცვლება.
აზითრომიცინი ხასიათდება ფართო ანტიბაქტერიული სპექტრით: გრამდადებითი აერობები, გრამუარყოფითი აერობები, ანაერობული მიკროორგანიზმები, უჯრედშიდა გამომწვევები.

ჩვენებები:
ქვედა სასუნთქის გზების ინფექციები; ზედა სასუნთქი გზის ინფექციები; ტონზილიტი; მწვავე ოტიტი; სინუსიტები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.

ორსულობის და ლაქტაციის დროს მიღება.

ექსპერიმენტული ცდების დროს, ტერატოგენური ან ემბრიოტოქსიური ეფექტი არ გამოვლენილა. ამასთან, ორსულ ქალებში დეტალური გამოკვლევა ჩატარებული არ არის, რის გამოც ორსულებში აზოქსინის გამოყენება მიზაშეწონილია მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში.
ლაქტაციის პერიოდში გამოყენება: აზითრომიცინის დედის რძეში გადასვლის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

დოზირება:
აზოკსინი მიიღება კვებამდე ერთი საათით ადრე, ან ორი საათის შემდეგ.
მწვავე ოტიტი: დოზა განისაზღვრება ერთჯერადად 30მგ/კგ-ზე ან 3 დღე 10მგ/კგ-ზე ან 5 დღე; აქედან, პირველ დღეს ინიშნება 10მგ/კგ, 2-5 დღეებში 5მგ/კგ.
სტრეპტოკოკური ფარინგიტი: 5 დღე 12მგ/კგ-ზე.
სხვა ჩვენებებებისას 3 დღე 10მგ/კგ-ზე ან 5 დღე, აქედან პირველი დღე 10მგ/კგ-ზე 2-5 დღეებში 5მგ/კგ-ზე.
მოზრდილები: ერთი ტაბლერი ×1 დღეში, 3 დღე.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების მიმართ

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში.
1%-ზე ნაკლებ სიხშირით გამოვლენილ იქნა ქვემოთ მოცემული მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გულისცემის გახშირება, ტკივილი გულის არეში.
საჭმლის მომნელებელი სისტემა: დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება, ქოლესტაზური სიყვითლე, მელენა შარდ-სასქესო სისტემა: კანდიდოზი, ვაგინიტი, ნეფრიტი.
ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ფოტომგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება.

გამოშვების ფორმა:
აზოკსინი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად (5 მლ/200 მგ), 7,5მლ გამოხდილი წყალი, დოზირებული პიპეტი, მზომი კოვზი.
აზოკსინი ტაბლეტები 500მგ #3 ბლისტერ შეფუთვით.