ვიშნევსკის ბალზამური ლინიმენტი
შემადგენლობა:
ქსეროფორმი, არყის ქერქის კუპრი, აბუსალათინის ზეთი ან თევზის ცხიმი, აეროსილი.
აღწერილობა:
ლინიმენტი ღია ყვითელი ფერის ან წაბლისფერი, სპეციფიური სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალება
ფორმა:
ლინიმენტი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები, ახასიათებს გამაღიზიანებელი მოქმედება ქსოვილების რეცეპტორებზე, ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესების დაჩქარებას.
ჩვენება:
ჭრილობების, წყლულების, ნაწოლების სამკურნალოდ.
დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატი ინიშნება გარეგანად. იგი დაიტანება დაზიანებულ უბანზე 2 ჯერ დღეში 10-12 Dდღის განმავლობაში.
წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ
გვერდითი მოვლენები:
არ აღინიშნება.
შენახვის ვადა:
5 წელი
შენახვის პირობები:
გრილ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას
შეფუთვა:
ალუმინის ტუბებში ან ქილებში
მწარმოებელი და მისი მისამართი:
«ОАО» «НИЖФАРМ»
РОССИЯ