ბეპანთოლი 75მლ გამაგრ.ქაფი

ბეპანთოლი 75მლ გამაგრ.ქაფი

ბეპანტოლი- გამაგრილებელი ქაფი

ბეპანტოლი-გამაგრილებელი ქაფი კოსმეტიკური პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია

ბეპანტოლი-გამაგრილებელი ქაფის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. კითხვების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

რა არის ბეპანტოლი-გამაგრილებელი ქაფი და როდის გამოიყენება?

კოსმეტიკური საშუალება ბეპანტოლი არის რბილი, თეთრი ქაფი თანამედროვე ნანოემულსიური ფორმით. ბეპანტოლი გამოიყენება თერმული ზემოქმედების შემდეგ კანის მოვლისთვის, მათ შორის მზის სხივების ზემოქმედებისას. რადგანაც ქაფი შეიწოვება კანში შეზელვის გარეშე, მისი გამოყენება არის უმტკივნეულო.

ბეპანტოლი-გამაგრილებელი ქაფის გამოყენება შესაძლებელია თერმული ზემოქმედების შემდეგ კანის დასამუშავებლად, მაგალითად ცხელი წყლით, ორთქლით ან სხვა ცხელი საგნებით, მათ შორის მზის სხივების ზემოქმედებისას. არაინტენსიური თერმული ზემოქმედებისას ზიანდება მხოლოდ კანის ზედა ფენა(ეპიდერმისი), არ წარმოიქმნება ბუშტუკები. თერმული ზემოქმედების შედეგებს თან ახლავს კანის ანთების ტიპიური ნიშნები- სიწითლე, დისკომფორტი და შეშუპება. შედეგად კანის პრობლემური უბანი ხდება მშრალი, დაჭიმული და მტკივნეული.

კანის გაწითლებული უბნების თანამედროვე გაგრილებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ის თავიდან აცილებს ამ უბნების მდგომარების გაუარესებას. ამავე დროს კანის გაწითლებული უბნების თანამედროვე დატენიანება აქვეითებს მის მგრძნობელობას და აძლიერებს ბუნებრივ აღდგენას.

კოსმეტიკური საშუალება ბეპანტოლი გამოირჩევა გამაგრილებელი მოქმედებით და უზრუნველყოფს კანის გაწითლებული უბნების ხანგრძლივ დატენიანებას, ავლენს მგრძნობიარე კანის აღმდგენ და დამაწყნარებელ მოქმედებას.

ბეპანტოლი-გამაგრილებელი ქაფის მოქმედების თავისებურებანი.

თერმული ზემოქმედების შემდეგ კანი საჭიროებს გაგრილებას და ინტენსიურ დატენიანებას. ბეპანტოლი-გამაგრილებელი ქაფი სპეციალურად არის შექმნილი კანის გაგრილებისა და დატენიანებისთვის. დაუყოვნებელი გამაგრილებელი ეფექტი მიიღწევა კანის პრობლემურ უბანზე დატანებული საშუალებიდან წყლის სწრაფი აორთქლებით, რაც ამსუბუქებს კანის დაჭიმულობისგან გამოწვეულ არასასიამოვნო შეგრძნებას.

 

ტექნოლოგია nanosorb

         ინოვაციური nanosorb ტექნოლოგიის დახმარებით, რომელიც გამოყენებულია საშუალებაში, კომპონენტები ლიპოსომების მსგავსად, მცირე ნაწილაკების სახით მიიტანება დაზიანებულ უბნამდე, რაც განაპირობებს მის ინტენსიურ და გაძლიერებულ კონტაქტს.

მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ:

  • გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ ბალონი, შემდეგ ვერტიკალურ მდგომარეობაში პრობლემური უბნიდან 5 სმ დაშორებით, დაამუშავეთ ისე რომ იგი დაფარული იყოს ქაფის თხელი ფენით.
  • დაელოდეთ რამოდენიმე წუთით სანამ ქაფი კარგად არ შეიწოვება(არ შეიზილოთ). აუცილობლობის შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა
  • თუ სიწითლე გრძელდება რამოდენიმე დღის განმავლობაში, ა7უცილებელია ექიმის კონსულტაცია

შემადგენლობა (INCI)

Aqua, Panthenol, Capryl/Capramidopropyl Betaine, Phenoxyethane, Phosphatidylcholine, Alcohol, Sodium Phosphate, Disodium EDTA, Sodium Oleate, Disodium Phosphate. Propellant: Isopentane, Isobutan, Nitrogen (inert gas)

უკუჩვენება

არ შეიძლება გამოყენებული იქნას ბეპანტოლი-გამაგრილებელი ქაფი, თუ თქვენ აღგენიშნებათ მასში შემავალი კომპონენტების მიმართ აუტანლობა.

ალერგიული რეაქციების გამოვლინებისას უმჯობესია შეწყვიტოთ მისი გამოყენება.

გამოყნება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

ბეპანტოლი-გამაგრილებელი ქაფის გამოყენება შეიძლება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში. მიუხედავად ამისა ამ პერიოდში კანის ფართო უბანზე დატანებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

განსაკუთრებული მითითებები

არ დაიტანება ლორწოვანზე და როდესაც დარღვეულია კანის საფარველის მთლიანობა.

სახეზე დატანისას მოერიდეთ თვალში, პირში, ცხვირში და ყურებში მოხვედრას.

თვალში ან ლორწოვანზე მოხვედრისას ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით

არ გამოიყენოთ შიგნით და ინჰალაციისთვის.

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის

შენახვის პირობები

ბალონი წნევის ქვეშაა. მოვარიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას და 50C ზე მეტ ტემპერატურას. არ დაჩხვლიტოთ და არ დაცვათ ბალონი გამოყენების შემდგომაც კი.

შეინახეთ არა უმეტეს 25C პირობებში

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას. არ დაშალოთ და არ მისცეთ ბავშვებს

საშუალება არ გამოიყენოთ მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ

მოქმედების ვადა

გამოშვების თარიღიდან 3 წელი. გამოშვების ვადა მითითებულია შეფუთვაზე

სად შეიძლება შევიძინოთ ბეპანტოლი-გამაგრილებელი ქაფი?

ბეპანტოლი-გამაგრილებელი ქაფი-არის კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც იყიდება აფთიაქებში 75მლ შეფუთვით.

მწარმოებელი

აეროზოლ-სერვის აგ, CH-4313 მიოლინი,

ინდუსტრიშტრასე 11 , შვეიცარია, ბაიერ ქონსუმერ ქეა აგ-სთვის,

4052 ბაზელი, პეტერ მერიან შტრასე 84, შვეიცარია.