ბეტასერკი 24მგ #20ტ

ბეტასერკი 24მგ #20ტ

ბეტასერკი
(Betahistine)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტაბლეტები შეფუთვაში 20 ცალი, 1 ტაბ. შეიცავს 24 მგ ბეტაჰისტინს

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: თავბრუსხვევის სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები: ბეტასერკი მოქმედებს უპირატესად ცნს და შიგნითა ყურის H1 და H3 რეცეპტორებზე, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ხელს უწყობს ენდოლიმფის წნევის ნორმალიზებას ლაბირინთსა და ლოკოკინაში

ჩვენებები:
ვესტიბულური თავბრუსხვევა, სინდრომები, რომლებიც ხასიათდება თავბრუსხვევით და თავის ტკივილით, ყურებში შუილით, მენიერის დაავადება

დოზირება:
ბეტასერკი ინიშნება 8-16 მგ დღეში 3-ჯერ, ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დასაწყისშივე. კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია (1 თვე ან უფრო მეტი)

გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ეპიგასტრიუმში სიმძიმის შეგრძნება, ალერგიული გამონაყარი

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა, ფეოქრომოციტომა, წყლულოვანი დაავადება, ბრონქული ასთმა

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული
არ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის უნარზე

ჰოლანდია, SOLVAY PHARMA