ბიფოვალი ბულარდი #15კაფს

Bifoval® boulardi
Bბიფოვალი® ბულარდი
#15 მყარი კაფსულები

შემადგენლობა:

 

ერთ კაფსულაში

Ssaccharomyces boulardii

2250მგ

იინულინი

2250მგ


ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბიფოვალი® ბულარდი აღადგენს ნაწლავთა ნორმალური მიკროფლორის სრულ სპექტრს: აწესრიგებს პH, რაც ხელს უწყობს სასარგებლო მიკროფლორის ზრდას და პათოგენური და პირობითად-პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდის დათრგუნვას.
Bიფოვალი® ბულარდი დადებითად მოქმედებს მსხვილი და წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსზე. აძლიერებს იმუნოგლობულინების გამომუშავებას და ზრდის იმუნიტეტს: ასტიმულირებს სეკრეტორული A იმუნოგლობულინის (IgA) გამომუშავებას და აუმჯობესებს ტროფიკულ პროცესებს ნაწლავებში, რითაც, ბლოკავს ვირუსის ზემოქმედებას ნაწლავის ლორწოვან გარსზე და სწრაფად აღადგენს მას.
ბიფოვალი® ბულარდი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ ფუნქციას, რაც აუმჯობესებს საკვების შეწოვას. ასტიმულირებს საკვები ნივთიერებების გადამუშავებას და აქტიური ნივთიერებების შეწოვას (კალციუმი, ვიტამინები და ა.შ.).
ბიფოვალ® ბულარდი ფლობს პირდაპირ ანტიმიკრობულ მოქმედებას, როგორც პათოგენური, ასევე პირობითად პათოგენური ბაქტერიების მიმართ: Clostridium difficile, Klebsiella pneumoniae, Staphylococcus aureus, Pseudomonas aeruginosa, Candida kruesei, Candida albicans, Candida pseudotropicalis (in vitro Salmonella typhi, Escherichia coli, Shigella dysenteriae, Yersinia enterocolitica), Enthamoeba hystolitica, Lambliae.


ბიფოვალ® ბულარდი არ ავლენს სისტემურ ზემოქმედებას, რადგან მოქმედებს მხოლოდ ნაწლავის სანათურში და არ შეიწოვება სისხლში.
ინულინის პრებიოტიკული სარგებელი:
ინულინის ნაწილობრივი ფერმენტული ჰიდროლიზის გზით წარმოიქმნებიან ფრუქტოოლიგოსაქარიდები, რომლებიც ასტიმულირებენ ლაქტო- და ბიფიდობაქტერიების სელექტიურ ზრდას. ინულინი არის იდეალური საკვები ,,სასარგებლო“ მიკროფლორისთვის. ამასთანავე, ის თრგუნავს პათოგენური ფლორის გამრავლებას ნაწლავებში.
-ინულინი ხელს უწყობს ვიტამინების და მინერალების (კალციუმი, მაგნიუმი) ოპტიმალურ შეწოვას.
-ინულინი განაპირობებს ლიპიდების და ნახშირწყლების ცვლის მოწესრიგებას: ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აუმჯობესებს გლუკოზის უტილიზებას.
პროკინეტიკული მოქმედება: ინულინი განაპირობებს კუჭ-ნაწლავის მოტორიკის და პერისტალტიკის სტიმულირებას, აძლიერებს ნაღველის გამოყოფას.
დეტოქსიკაციური მოქმედება
ინულინი ღრუბელის მსგავსად იწოვს და გამოყოფს ორგანიზმიდან ტოქსინებს, მარილებს, მძიმე მეტალებს, რადიონუკლეიდებს და ქოლესტერინის კრისტალებს.
ჩვენება
-სხვადასხვა ეტიოლოგიის ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევა;
-ანტიბიოტიკების, ჰორმონული და ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი;
-მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია;
-კვებითი ინტოქსიკაცია და დისპეპსიური სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა და დიარეა);
-მოგზაურობასთან დაკავშირებული, კლიმატის შეცვლის შედეგად განვითარებული ყაბზობა და დიარეა (მაგალითად, ,,მოგზაურის დიარეა“); კვების რაციონის შეცვლა;
-არაწყლულოვანი დისპეპსიური სინდრომი;
-იმუნიტეტის და დაავადებების მიმართ ორგანიზმის რეზისტენტობის შემცირება;
-ატოპიური დერმატიტი და ალერგიის სხვა გამოვლინებები;
-კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების კომპლექსური თერაპია (გასტროენტერიტები, კოლიტები, ენტეროკოლიტები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, დუოდენიტი, გასტრიტი და სხვა).
გამოყენების წესი და დოზები
ბიფოვალი® ბულარდის მიღება რეკომენდებულია კვებამდე ნახევარი საათით ადრე:
-12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში მიიღება 1-2 კაფსულა დღეში.
-3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა დღეში.
-3 წლამდე ასაკის ბავშვებში – ხდება 1/2 კაფსულის შემცველობის შერევა საკვებთან ან სასმელთან.
არ გამოიყენება ძალიან ცხელ საკვებთან ან სასმელთან.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
დისბაქტერიოზი ანტიბიოტიკებით თერაპიის დროს
ბიფოვალი® ბულარდის პრობიოტიკული საფუარები ფლობენ ბუნებრივ მდგრადობას ყველა ანტიბიოტიკის მიმართ! ბიფოვალი® ბულარდის მიღება ასეთ შემთხვევაში საჭიროა ანტიბიოტიკების მიღების დღიდან და მკურნალობის კურსის დასრულებამდე.
ვირუსული დიარეის შემთხვევაში, ბიფოვალი® ბულარდი არის ამორჩევის პრეპარატი.
გვერდითი მოქმედება
პრეპარატი კარგად გადაიტანება, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ ვლინდება.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არასასურველი ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.
განსაკუთრებული მითითებები
არ გამოიყენება სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რადგან შესაძლებელია სასურველი ეფექტის შესუსტება.
სუსტი იმუნიტეტის შემთხვევაში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში საკვების ამ ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენების საკითხის განხილვა უნდა მოხდეს თქვენ ექიმთან.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ:
-სხეულის ტემპერატურა არის 38°C მეტი;
-განავალში აღინიშნება სისხლისა და ლორწოს კვალი;
-დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი პერიოდი და თან ახლავს მწვავე ტკივილი მუცლის არეში, გაუწყლოვნება და წონაში კლება.
არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
არ არის რეკომენდებული საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატით საკვების ჩანაცვლება.
ვარგისიანობის ვადა და შენახვა
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა
შეფუთვაში 15 კაფსულა.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ!
მწარმოებელი
Valentis AG, CH-6982 Agno-Lugano, შვეიცარია