ბიო-რიტმო 10მლ #20ა

ბიო-რითმო
Bio-Ritmo
 
 
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - arginine-aspartate, vitamin B6, vitamin B15

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტიასთენიური და ფსიქოტონური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
10 მლ ხსნარი 20 ამპულა

10 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
• არგინინის ასპარტატი 4გ;
• ვიტამინი B6 0,1 გ;
• კალციუმის პანგამატი 0,1 გ
დამხმარე ნივთიერებები:
გრანულირებული საქაროზა, ნატრიუმის საქარინი, ნარინჯისფერი საღებავი ექსტრა 890832, კალიუმის სორბატი, გაწმენდილი წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამჟამად არსებობს ვრცელი ბიბლიოგრაფია ბიო-რითმოს შემადგენლობაში შემავალი ორი ამინომჟავის ბიოლოგიური მნიშვნელობის შესახებ. შარდოვანას ციკლში და ტრიკარბოქსილურ ციკლში აქტიურად ჩართული ასპარგინის მჟავისა და არგინინის არსებობა არ არის აუცილებელი მხოლოდ იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილება ენერგიაზე. ისინი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესში და ახორციელებენ შარდოვანას ფორმაციის გავლით ნიტროგენული პროდუქტების დაახლოებით 80%-ის ელიმინაციას. ისინი მონაწილეობენ ნუკლეოპროტეინების ფორმირებაში, და ამ გზით ასტიმულირებენ სეკრეტორული უჯრედის აქტივობას. ექსპერიმენტულ დონეზე დამტკიცებელია ამ ორი ამინომჟავის მნიშვნელოვანი კუმულაცია კუნთებში, ტვინში და ტესტიკულურ ქსოვილებში. “არგინინ-ასპარტატის” კომბინაციის წყალობით ბიო-რითმოს აქვს ანტიასთენიური ეფექტი ორივე - ფიზიკურ-ფსიქოლოგიურ და სექსუალურ - დონეზე. იგი ხელს უწყობს ნეირომუსკულური, გულის და სექსუალური აგზნებადობის აღდგენას, ინტელექტუალური შესაძლებლობების აქტივაციას. ბიო-რითმო ასევე შეიცავს ვიტამინ B6- ს და d- გლუკონოდიმეთილამინოძმარმჟავას კალციუმის მარილის სახით. მრავალფეროვანმა კლინიკურმა კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ d- გლუკონოდიმეთილამინოძმარმჟავას, რომელიც არსებობს კალციუმის მარილის სახით, აქვს დეტოქსიკაციური, მატონიზირებელი და აღმდგენი ეფექტი მეტაბოლიზმზე, აუმჯობესებს რა მიოკარდიუმის კუმშვით აქტივობას, ხელს უწყობს კორონალურ და ცერებრულ სტიმულაციას და აღადგენს სქესობრივი ფუნქციის ნორმალურ დონეს. ვიტამინი B6- ის, როგორც კოენზიმის როლი, ამინომჟავების მეტაბოლიზმის ბევრ სტადიაზე უკვე კარგად არის ცნობილი. იგი მოქმედებს როგორც მთავარი ფერმენტული მასტიმულირებელი ფაქტორი ფოსფორილირებისა და სინთეზის ყველა პროცესში.

ჩვენებები
• პირველადი და მეორადი ასთენია;
• ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა;
• ნაადრევი სიბერის ნიშნები;
• ძილის, ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევები;
• ალკოჰოლიზმის, მწეველობის, ღვიძლის ფუნქციური დარღვევებისა და ინფექციების შემთხვევაში, როგორც დეტოქსიკაციური და ანტიოქსიდანტური საშუალება;
• სექსუალური ფუნქციების დაქვეითება და ოლიგოასთენოსპერმია.
• სიმაღლეში ზრდის შეფერხება

მიღების წესები და დოზები
შიგნით მისაღებად 1 ამპულა დღეში ჭამის დროს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას წყალში ან ხილის წვენში.

გვერდითი მოვლენები
აღწერილი არ არის

უკუჩვენება
ნეფრიტი, თირკმლის ქრონიკული აციდოზი, ქრონიკული რესპირატორული აციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი არცერთი ინგრედიენტის მიმართ უკუჩვენება ცნობილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
რა უნდა იცოდნენ პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე:
ბიო-რითმო შეიცავს საქაროზას და ტარტრაზინს.
სპეციალური სიფრთხილის ზომები: არ მოეთხოვება.

ჭარბი დოზირება
შიგნით მისაღებად 1 ამპულა დღეში ჭამის დროს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას წყალში ან ხილის წვენში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება L- დოპასთან ერთად (რამდენადაც B6 ვიტამინი აინჰიბირებს L- დოპას).

შენახვის პირობები და ვადები
მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი

ურეცეპტოდ

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
LABORATORIO MEDINFAR – PRODUTOS FARMACEUTICOS, S.A.

პორტუგალია