ბიონალი-ფიტომირანი #30კაფს

ფიტომირანი
(Fytomiran)



ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ტვინის სისხლძარღვთა ტონუსის მომაწესრიგებელი. შაკიკის შეტევის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა: თითოეული კაფსულა შეიცავს: 30 მგ ვერცხლისფერი ქრიზანთემას ბალახის(Tanacetum perthenium) ექსტრაქტი; 50 მგ ყურძნის(Vitis finivera) თესლების ექსტრაქტი; 20 მგ კოჭას(Zingiber officinale Roscoe) ფესურას ექსტრაქტი.

ჩვენება: არეგულირებს სეროტონინის ცვლას და აწესრიგებს ტვინის სისხლძარღვთა ტონუსს. აქვს ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური მოქმედება.

დოზირება და მიღების წესი: ბავშვებში 8 წლიდან და მოზრდილებში ინიშნება თითო კაფსულა 1-ჯერ დღეში კვების წინ, ჭიქა წყლით. პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია სულ მცირე 3 თვის განმავლობაში. დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 2 კაფსულამდე, ამასთანავე, არარეკომენდებულია მისი მიღება ერთ თვეზე ხანგრძლივი პერიოდით.

უკუჩვენება: კუჭ-ნაწლავის სიტემის ორგანოთა სიმსივნური დაავადებები, ნაღველკენჭოვანი დაავადება, 8 წლამდე ასაკი, ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:
ანტიკოაგულანტური თერაპიის შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია

გვერდითი მოვლენები: ფიტომირანი წარმოადგენს ბუნებრივ პროდუქტს, იშვითია ჰიპერმგრძნობელობა ცალკეული კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა: 40 კაფსულა ბლისტერში.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: Bional International  B.V. (ნიდერლანდები)