BonArs
ბონარსი
შემადგენლობა:
ბონარსის ყოველი 10 მლ შეიცავს: კალციუმის კარბონატი - 510 მგ (200 მგ კალციუმის სახით), მაგნიუმის ჰიდროქსიდი - 298,53 მგ (120 მგ მაგნიუმის სახით), თუთია - 5 მგ, ვიტამინი D3 – 10 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები : დემინერალიზებული წყალი, მცენარეული გლიცეროლი, ფრუქტოზა, 80-პოლისორბატი, ქსანტანის ფისი, პოტასიუმ სორბატი, პიტნის და ფორთოხლის ეთერზეთები, მეთილ პაროქსიბენზოატი, პროპილ პარადოქსიბენზოატი.
ფარმაკოდინამიკა: ბონარსის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები არეგულირებს კალციუმის ცვლას, ზრდის ძვლის სიმკვრივეს, აკმაყოფილებს ორგანიზმის დღე-ღამურ მოთხოვნილებას ვიტამინი D3 , თუთიასა და მაგნიუმზე.
კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისთვის, კბილების მინერალიზაციისთვის, ნერვების ნორმალური გამტარებლობისთვის და კუნთოვანი ბოჭკოების შესაკუმშად. არის მთელი რიგი ფერმენტების მარეგულირებელი, რომლებიც სისხლის შედედებაზე მოქმედებენ. გააჩნია ანტისტრესული და ანტიალერგიული მოქმედება, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე მეტალების, მარილებისა და რადიონუკლეიდების გამოყვანას.
ვიტამინი D3 - ანტირაქიტული ფაქტორია. ორგანიზმში არეგულირებს კალციუმის ცვლას (ააქტივებს კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას, ძვალ-სახსართა სისტემის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი D3 ლიმფოკინების სინთეზზე ზემოქმედების გზით მონაწილეობს იმუნური სისტემის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში.
მაგნიუმი - აქტიურებს ფერმენტების 76% ორგანიზმში, მასზე დამოკიდებულია 350 ბოიქიმიური და ბიოელექტრული რეაქციები. აუცილებელია ძლიერი ძვლების და კბილების ფორმირებისთვის, ასევე გულის, ფილტვების, ისჯირკვლებ და ქსოვილების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
თუთია - აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და დიდი გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე. ორგანიზმის სრულფასოვანი ზრდა - განვითარებისთვის და იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის არის შეუცვლელი მიკროელემენტი.
ჩვენებები:
- კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის და ვიტამინი D3 დეფიციტის შევსება ბავშვებში ინტენსიური ზრდის პერიოდში
- კბილების მინერალიზაციისათვის მათი ამოჭრის პერიოდი
- კარიესის პროფილაქტიკა
- რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
- მოტეხილობების და ტრავმებისას ბავშვთა ასაკში
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან არააქტიური ნივთიერებების მიმართ ;
ჰიპერკალციემია , ჰიპერკალციურია.
დოზირება:
- 0-დან 1წლამდე - 2,5 მლ 1- 2-ჯერ დღეში.
- 1-დან 3 წლამდე - 5 მლ 2-ჯერ დღეში.
- 3- დან 6 წლამდე 5 მლ 2-3 - ჯერ დღეში.
- 6- დან 12 წლამდე 10 მლ 2 - ჯერ დღეში.
გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა.
გამოშვების ფორმა: სიროფი, 200 მლ, მუქი ფლაკონი, მზომი ჭიქით.
მწარმოებელი: ERBOZETA S.P.A., სან მარინო.