ბონვივას მზა შპრიცი
სტერილურობა / რადიოაქტიურობა
სტერილური პროდუქტი
1.5. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი :
იბანდრონის მჟავა , მონონატრიუმის მარილი , მონოჰიდრატი
საინექციო ხსნარი :
თითოეული მზა შპრიცი შეიცავს 3.375 მგ იბანდრონის მჟავას , მონონატრიუმის მარილს , მონოჰიდრატს , რაც 3 მგ იბანდრონის მჟავის ექვივალენტურია 3 მლ ხსნარში
2. კლინიკური მახასიათებლები
2.1. თერაპიული ჩვენებები
ბონვივა ნაჩვენებია პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის სამკურნალოდ , მოტეხილობების რისკის შესამცირებლად .
ოსტეოპოროზის მკურნალობა : ოსტეოპოროზი შესაძლოა დადასტურდეს ძვლოვანი ქსოვილის მასის დაბალი მაჩვენებლით (T მაჩვენებელი <- 2.0 SD) და ოსტეოპოროზული მოტეხილობის არსებობით ამჟამად ან წარსულში , ან ძვლოვანი ქსოვილის მასის დაბალი მაჩვენებლით (T მაჩვენებელი < - 2.5 SD) დოკუმენტირებული ოსტეოპოროზული მოტეხილობის არარსებობისას .
2.2. დოზირება და მიღება
ბონვივას რეკომენდებული დოზაა 3 მგ ინტრავენური ინექცია ( შეყვანა ხდება 15-30 წამის განმავლობაში ) ყოველ სამ თვეში ერთხელ . პაციენტებმა დამატებით უნდა მიიღონ კალციუმი და D ვიტამინი .
დოზის გამოტოვების შემთხვევში , ინექცია უნდა გაკეთდეს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში . ამის შემდეგ , ინექციები გრძელდება კვლავ სამ თვეში ერთხელ , ბოლო ინექციის თარიღიდან .
2.2.1. დოზირების სპეციალური ინსტრუქციები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
დოზის კორექცია საჭირო არ არის ( იხ . თავი 3.2.4 ` ფარმაკოკინეტიკა სპეციფიკურ პოპულაციებში ”).
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში , რომელთა შრატის კრეატინინი £ 200 m მოლ / ლ (2,3 მგ / დლ ) ან როდესაც კრეატინინის კლირენსი ( გაზომილი ან სავარაუდო ) ³ 30 მლ / წთ .
3 მგ ბონვივას ინტრავენური გზით შეყვანა სამ თვეში ერთხელ , რეკომენდირებული არ არის პაციენტებში , რომელთა შრატის კრეატინინი >200 m მოლ / ლ (2,3 მგ / დლ ), ან რომელთა კრეატინინის კლირენსი ( გაზომილი ან სავარაუდო ) <30 მლ / წთ , რადგან გამოკვლევის კლინიკური მონაცემები , აღნიშნული პაციენტების კვლევების ჩათვლით , არ მოგვეპოვება ( იხ . თავი 3.2.4 ` ფარმაკოკინეტიკა სპეციფიკურ პოპულაციებში ”).
ხანდაზმულები
დოზის კორექცია საჭირო არ არის .
ბავშვები
უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის .
2.3. უკუჩვენებები
ბონვივა უკუნაჩვენებია იბანდრონის მჟავას ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტისადმი მაღალი მგრძნობელობის მქონე პაციენტებში .
3 მგ ბონვივას ინტრავენური გზით შეყვანა სამ თვეში ერთხელ , უკუნაჩვენებია არაკორეგირებული ჰიპოკალციემიის მქონე პაციენტებში .
2.4. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
2.4.1. ზოგადი
ბონვივამ , ისევე როგორც სხვა ბიფოსფონატებმა , შეიძლება გამოიწვიონ შრატში კალციუმის დონის თანდათანობითი შემცირება .
ჰიპოკალციემიის , ძვლოვანი ქსოვილისა და მინერალური მეტაბოლიზმის ეფექტური მკურნალობა საჭიროა ბონვივათი მკურნალობის დაწყებამდე . კალციუმისა და D ვიტამინის ადექვატური მიღება აუცილებელია ყველა პაციენტისათვის . პაციენტებმა დამატებით უნდა მიიღონ კალციუმი და D ვიტამინი .
3 მგ ბონვივას ინტრავენური გზით შეყვანა სამ თვეში ერთხელ , რეკომენდირებული არ არის პაციენტებისათვის , რომელთა შრატის კრეატინინი >200 m მოლ / ლ (2,3 მგ / დლ ) ან რომელთა კრეატინინის კლირენსი ( გაზომილი ან სავარაუდო ) <30 მლ / წთ , რადგან გამოკვლევის კლინიკური მონაცემები , აღნიშნული პაციენტების კვლევების ჩათვლით , არ მოგვეპოვება ( იხ . თავი 3.2.4 ` ფარმაკოკინეტიკა სპეციფიურ პოპულაციებში ”).
თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტები ან პირები , რომელთა მედიკამენტოზური მკურნალობა , პოტენციურად იწვევს უარყოფით ზემოქმედებას ღვიძლზე , რეგულარულად საჭიროებენ გამოკვლევებს , მკურნალობის ადექვატურ პრაქტიკასთან ერეთად .
ბონვივას ინტრა - არტერიული ან პარავენური მიღებისას , დიდი სიფრთხილეა საჭირო , რათა არ იქნას გამოწვეული ქსოვილის დაზიანება .
პაციენტებში, რომლებიც ბიფოსფონსატებით მკურნალობდნენ აღნიშნულია ყბის ოსტეონეკროზის შემთხვევები . შემთხვევათა უმეტსობა გამოვლინდა სინსივნის მქონე პაციენტებში , რომლებიც სტომატოლოგიურ მკურნალობას იტარებდნენ , რამდენიმე შემთხვევა კი დაფიქსირდა პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროსის ან სხვა დიაგნოზების დადგენისას . ყბის ოსტეონეკროზის ცნობილი რისკ - ფაქტორებია : სიმსივნე , თანმხლები თერაპიები ( მაგ . ქიმიოთერაპია , რადიოთერაპია , კორტიკოსტეროიდები ) და თანმხლები პათოლოგიური დარღვევები ( მაგ . ანემია , კოაგულოპათია , ინფექციები , ადრინდელი სტომატოლოგიური დაავადებები ). ოსტეონეკროზი გამოუვლინდა ასევე რამდენიმე პაციენტს , რომლებიც ამ პრეპარატის პერორალური მიღებით მკურნალობდნენ.
პაციენტებს , რომლებსაც განუვითარდათ ყბის ოსტეონეკროზი ბიფოსფონატების მიღების გამო , სტომატოლოგიური მკურნალობის შედეგად შეიძლება მდგომარეობა გაუმწვავდეთ . პაციენტები , რომლებიც საჭიროებენ სტომატოლოგიურ პროცედურებს , რაიმე მონაცემები იმის სარეკომენდაციოდ , ამცირებს თუ არა ბიფოსფონატების მიღების შეწყვეტა ყბის ოსტეონეკროზის რისკს, არ მოგვეპოვება. ამიტომ, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მკურნალმა ექიმმა თითოეული პაციენტისათვის , ინდივიუალური სარგებლის / რისკის შეფასების საფუძველზე .
2.4.2. ზეგავლენა ავტომანქანების მართვის უნარზე დანადგარებთან მუშაობაზე
კვლევები ავტომანქანის მართვის უნარზე და დანადგარებთან მუშაობაზე ზეგავლენის შესასწავლად , არ ჩატარებულა .
2.4.3. ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედება სთან დაკავშირებით , კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები მოსალოდნელი არ არის , რადგან იბანდრონატი არ თრგუნავს ღვიძლის P450 იზოფერმენტებს და , როგორც ნაჩვენები იყო , არ იწვევს ღვიძლის P450 ციტოქრომული სისტემის ინდუქციას ვირთაგვებში . გარდა ამისა , თერაპევტული კონცენტრაციებისას პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი დაბალია , ამიტომ , ნაკლებად სავარაუდოა , რომ იბანდრონატი ჩაანაცველებს სხვა წამლებს . იბანდრონატის გამოყოფა ხდება მხოლოდ თირკმლებით და იგი არ განიცდის რაიმე სახის ბიოტრანსფორმაციას . გამოყოფის გზა , როგორც ჩანს , არ მოიცავს ცნობილ მჟავა ან ფუძე სატრანსპორტო სისტემებს , რომლებიც სხვა წამლების გამოყოფაში მონაწილეობენ
პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში ურთიერთქმედების ფარმაკოკინეტიკური კვლევებით , რაიმე სახის ურთიერთქმედებები ტამოქსიფენთან ან ჰორმონოთერაპიასთან ( ესტროგენი ), არ გამოვლენილა .
რაიმე ურთიერთქმედება მელფალან / პრედნიზოლონთან ერთდროული გამოყენებისას მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში , აღნიშნული არ ყოფილა .
2.5. გამოყენება სპეციფიკურ პოპულაციებში
2.5.1. ორსულობა
ორსულობა , "C" კატეგორია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს ბონვივას გამოყენება არ შეიძლება
ორსულობა
ბონვივას 3- თვიანი დოზირების რეჟიმით მიღების სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა . ყოველდღიური ინტრავენური დოზირების რეჟიმის კვლევებისას ვირთაგვებსა და ბოცვრებში , ნაყოფზე იბანდრონის მჟავას პირდაპირი ტოქსიკურობის ან ტერატოგენული ეფექტის ნიშნები არ აღნიშნულა . ვირთაგვების F1 შთამომავლებში დაფიქსირდა სხეულის მასის ზედა დონის კლება იბანდრონის მჟავას ვირთაგვებში რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ეფექტის შემსწავლელ კვლევებში აღნიშნული გვერდითი მოვლენები ზოგადად ბიფოსფონატების ჯგუფისთვის დამახასიათებელი მოვლენების იდენტური იყო . ეს მოვლენები მოიცავს იმპლანტაციური უბნების შემცირებას , ბუნებრივი მშობიარობის დარღვევებს ( დისტოცია ) და ვისცერული ვარიაციების მატებას .
ბონვივას ორსულ ქალებში გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს .
2.5.2. მეძუძური დედები
ლაქტაცია
ი / ვ იბანდრონატით 0.08 მგ / კგ / დღეში ნამკურნალებ მეძუძურ ვირთაგვებში დედის რძეში იბანდრონატის უმაღლესი კონცენტრაცია 8.1 ნგ / მლ აღინიშნა ი / ვ შეყვანიდან 2 საათში . 24 საათის შემდეგ პრეპარატის კონცენტრაცია დედის რძესა და პლაზმაში მსგავსი იყო და შეადგინა მისი შეყვანიდან 2 საათში გაზომილი მაჩვენებლის 5%.
უცნობია , გამოიყოფა თუ არა ბონვივა დედის რძით .
2.6. გვერდითი ეფექტები
2.6.1. კლინიკური კვლევები
პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის მკურნალობა
2.5 მგ პერორალური დოზა , ყოველდღიურად
ბონვივას უსაფრთხოება მისი ყოველდღიური გამოყენებისას დოზით 2.5 მგ შესწავლილ იქნა 1251 პაციენტში 4 პლაცებო კონტროლირებად კვლევაში ; ამ პაციენტების 73% მონაწილეობას იღებდა საბაზისო სამწლიან კვლევაში (MF 4411). ბონვივას (2.5 მგ ყოველდღიურად ) უსაფრთხოების საერთო პროფილი ყველა კვლევაში პლაცებოს მსგავსი იყო . საბაზისო კვლევაში (MF 4411) პაციენტების საერთო მაჩვენებელმა , რომელთაც განუვითარდათ გვერდითი ეფექტი , ანუ გვერდითი ეფექტები , რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო საცდელი მედიკამენტის გამოყენებასთან , შეადგინა 19.8% ბონვივას ჯგუფში და 17.9% პლაცებოს ჯგუფში .
3 მგ დოზა 3 თვეში ერთხელ , ინტრავენური მიღებით
ოსტეოპოროზის მქონე პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში ჩატარებულ ერთწლიან კვლევაში (BM16550) ნაჩვენები იყო , რომ ბონვივას საერთო უსაფრთხოება მისი 3 მგ დოზის ინტრავენური მიღებისას 3 თვეში ერთხელ და 2.5 მგ - ის დოზისა ყოველდღიურად , ერთნაირი იყო . პაციენტების საერთო მაჩვენებელმა , რომელთაც განუვითარდათ რეაქცია , ანუ გვერდითი ეფექტი წამალზე , რაც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო საცდელი მედიკამენტის გამოყენებასთან , შეადგინა 26.0% ბონვივას 3 მგ დოზის ინტრავენური მიღებისას 3 თვეში ერთხელ , და 2-.4% ბონვივას 2.5 მგ დოზის ყოველდღიური მიღებისას . გვერდითი მოვლენების უმრავლესობა მსუბუქიდან ზომიერამდე ინტენსივობით გამოვლინდა . შემთხვევათა უმრავლესობაში მკურნალობის შეწყვეტის საჭიროება არ წარმოშობილა .
ცხრილში #1 მოცემულია BM 16550 ძირითადი კვლევის III ფაზის შედეგებით დადგენილი გვერდითი ეფექტები , რომლებიც პაციენტების 1%- ზე მეტს განუვითარდა ბონვივას 3 მგ ინტრავენური მიღებისას 3 თვეში ერთხელ , ან პლაცებოს ინტრავენური ინექციისა და ბონვოვას 2.5 მგ დოზის დღიურად მიღებისას . ამ კვლევაში გამოირიცხა უარყოფითი რექციები წამლის მიმართ , რომლებიც თანაბარი სიხშირისა იყო წამლის როგორც ინტრავენური , ისე პირის ღრუდან მიღების დროს , ან როდესაც წამლის 3 მგ დოზა პაციენტს ეძლეოდა 3 თვეზე ნაკლები პერიოდულობით . ცხრილში #1 ნაჩვენებია გამოვლენილი უარყოფითი ეფექტები , რომლებიც შესაძლოა , ან სავარაუდოდ , დაკავშირებულია საცდელი წამლის მიღებასთან პაციენტებში 3 წლის განმავლობაში , დღეში 2,4 მგ დოზით , MF 4411 კვლევისას და ასევე მოცემულია ორ კვლევაში განვითარებული გვერდითი ეფექტები , რომელთა სიხშირე აღემატებოდა კვლევაში MF 4411 პლაცებოს ჯგუფში განვითარებული გვერდითი ეფექტების სიხშირეს .
ცხრილი #1 ხშირი გვერდითი ეფექტები (>1/100, ≤ 1/10) ოსტეოპოროზის III ფაზის კვლევაში BM 16550 ( ერთ - წლიანი კვლევა ) და მოტეხილობის მიმართ III ფაზის კვლევაში MF 4411 ( სამ - წლიანი კვლევა ), რომლებიც მკვლევართა ვარაუდით დაკავშირებული იყო გამოყენებულ მკურნალობასთან
|
ერთწლიანი კვლევა (BM 16550) |
სამწლიანი კვლევა (MF 4411) |
||
ორგანოთა სისტემა / გვერდითი ეფექტი |
ბონვივა 3 მგ თვეში ერთხელ , ინტრავენური გზით (N=469). არასასურველი რეაქციები (%) |
პლაცებო ინტრავენური გზით , პლუს 2.5 მგ ბონვოვა დღეში ერთხელ , (N=465) არასასურველი რეაქციები (%) |
ბონვივა 2.5 მგ დღეში ერთხელ (N=977) არასასურველი რეაქციები (%) |
პლაცებო (N=975) არასასურველი რეაქციები (%) |
კუჭნაწლავის სისტემა |
|
|
|
|
მუცლის ტკივილი |
13 (2.8) |
15 (3.2) |
21 (2.1) |
28 (2.9) |
დისპეფსია |
12 (2.6) |
18 (3.9) |
40 (4.1) |
26 (2.7) |
გულისრევა |
8 (1.7) |
12 (2.6) |
18 (1.8) |
22 (2.3) |
შეკრულობა |
5 (1.1) |
7 (1.5) |
3 (0.3) |
9 (0.9) |
დიარეა |
5 (1.1) |
2 (0.4) |
14 (1.4) |
10 (1.0) |
გასტრიტი |
5 (1.1) |
4 (0.9) |
7 (0.7) |
5 (0.5) |
|
|
|
|
|
ძვალკუნთოვანი სისტემის დარღვევები |
|
|
|
|
ართრალგია |
11 (2.3) |
4 (0.9) |
4 (0.4) |
4 (0.4) |
მიალგია |
8 (1.7) |
4 (0.9) |
18 (1.8) |
8 (0.8) |
ძვალკუნთოვანი ტკივილი |
5 (1.1) |
2 (0.4) |
- |
- |
|
|
|
|
|
სისტემის ზოგადი დარღვევები |
|
|
|
|
გრიპისმაგვარი დაავადება * |
22 (4.7) |
4 (0.9) |
3 (0.3) |
2 (0.2) |
გადაღლილობა |
5 (1.1) |
2 (0.4) |
3 (0.3) |
4 (0.4) |
ნერვული სისტემა |
|
|
|
|
თავის ტკივილი |
5 (1,1) |
3 (0.6) |
8 (0.8) |
6 (0.6) |
კანის დაავადებები , გამონაყარი |
4 (0.9) |
3 (0.6) |
12 (1.2) |
7 (0.7) |
* გარდამავალი , გრიპის მაგვარი სიმპტომების განვითარება აღინიშნა 3 მგ ბონვოვას ინტრავენური მიღებისას 3 თვეში ერთხელ , რაც ჩვეულებრივ დამახასიათებელია პირველი დოზისათვის . ეს სიმპტომები არ იყო ხანგრძლივი , მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობის იყო და გაქრა მკურნალობის მიმდინარეობისას დამატებითი მედიკამენტური ჩარევის გარეშე .
BM 16550 კვლევაში , წამლის მიმართ არასასურველი რეაქციები , მათ შორის ინექციის ადგილის გაღიზიანებები , ნაკლები სიხშირით გამოვლინდა პაციენტებში , რომლებიც ღებულობდნენ 3 მგ ბონვივას ინტრავენურად , 3 თვეში ერთხელ
დარღვევები ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ
ბონვივას 2.5 მგ ინტრავენური მიღებისას 3 თვეში ერთხელ , ღვიძლის ან თირკმლის დისფუნქციაზე , ჰემატოლოგიური სისტემის დარღვევებზე , ჰიპოკალციემიაზე ან ჰიპოფოსფატემიაზე მიმანიშნებელი ლაბორატორიული დარღვევების მაჩვენებლებში , რაიმე დარღვევა არ გამოვლენილა .
2.6.2. პოსტმარკეტინგული გამოცდილება
იბანდრონის მჟავის გამოყენების პოსტმარკეტინგული გამოცდილება მიღებულია მისი 6 მგ - მდე დოზის მიღებით 3-4 კვირაში ერთხელ , 15-60 წუთის ხანგრძლივობის ინტრავენური შეყვანით მეტასტაზური ძვლოვანი დაავადების ან სიმსივნის გამომწვევი ჰიპერკალცემიის დროს . მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა .
ყბის ოსტეონეკროზის ძალზე იშვიათი შემთხვევები გამოუვლინდა პაციენტებს , რომლებსაც მკურნალობა უტარდებოდათ იბანდრონის მჟავას გამოყენებით .
2.7. ჭარბი დოზა
სპეციფიკური ინფორმაცია ბონვივას ჭარბი დოზის მიღების შესახებ , არ არსებობს .
მოცემული ჯგუფის კომპონენტების შესახებ ცოდნაზე დაყრდნობით , ინტრავენური შეყვანისას დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალცემია , ჰიპოფოსფატემია და ჰიპომაგნიემია . შრატში კალციუმის , ფოსფორისა და მაგნიუმის დონეების კლინიკურად დადასტურებული შემცირებები შესაბამისად კორექტირებული უნდა იქნას კალციუმის გლუკონატის , კალიუმის ან ნატრიუმის ფოსფატის , და მაგნიუმის სულფატის ინტრავენური შეყვანით .
3. ფარმაკოლოგიური თვისებები და ეფექტები
3.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები
იბანდრონის მჟავას ფარმაკოდინამიკური მოქმედება ძვლის რეზორბციის დათრგუნვით ვლინდება . In vivo , იბანდრონის მჟავა ხელს უშლის ექსპერიმენტულად , სასქესო ჯირკვლების ფუნქციის ბლოკადით , რეტინოდებით და სიმსივნით ან სიმსივნის ექსტრაქტით გამოწვეულ ძვლის დესტრუქციას . ახალგაზრდა ( სწრაფად მზარდ ) ვირთაგვებში ენდოგენური ძვლის რეზორბცია ასევე ითრგუნება , რის შედეგად იზრდება ძვლოვანი ქსოვილის მასა არანამკურნალებ ცხოველებთან შედარებით .
ცხოველებში ჩატარებული ექსპერიმენტებით დასტურდება , რომ იბანდრონის მჟავა არის ოსტეოკლასტური აქტივობის ძლიერი ინჰიბიტორი . მზარდ ვირთაგვებში არ აღნიშნულა მინერალიზაციის დარღვევები ისეთი დოზების გამოყენებისას , რომელიც 5000- ჯერ აღემატებოდა ოსტეოპოროზის სამკურნალოდ საჭირო დოზას .
იბანდრონის მჟავას მაღალი პოტენცია და თერაპიული ზღვარის დოზირების მოქნილი სქემის და ხანგრძლივად წყვეტილი მკურნალობის საშუალებას იძლევა .
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება ყოველდღიური და წყვეტილი ( პრეპარატის მიღებისგან თავისუფალი ხანგრძლივი პერიოდებით ) რეჟიმით ვირთაგვებსა და მაიმუნებში აისახა ნორმალური ხარისხის ახალი ძვლების ფორმირებაში და / ან მექანიკური სიმტკიცის გაზრდაში ფარმაკოლოგიურად დასაშვებზე მაღალი , მათ შორის ტოქსიური დიაპაზონის დოზების გამოყენებისას . ადამიანებში იბანდრონის მჟავას ყოველდღიური და წყვეტილი ( პრეპარატის მიღებისგან თავისუფალი 9-10 კვირიანი პერიოდებით ) გამოყენების ეფექტურობა დადასტურდა კლინიკურ კვლევაში ( MF 4411 ), რომელშიც ბონვივამ მოტეხილობის საწინააღმდეგო ეფექტი გამოავლინა .
პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში ბონვივას პერორული ყოველდღიური და წყვეტილი ( პრეპარატის მიღებისგან თავისუფალი 9-10 კვირიანი პერიოდებით კვარტალში ერთელ ) რეჟიმების გამოყენებამ გამოიწვია ბიოქიმიური ცვლილებები , რომლებიც მიუთითებდნენ ძვლის რეზორბციის დოზაზე დამოკიდებულ შემცირებას
ბონვივას ინტრავენური შეყვანა იწვვს CTX შრატის დონეების კლებას მკურნალპობის დაწყებიდან 3-7 დღეში და ოსტეოკალცინის დონეების შემცირებას 3 თვეში .
მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ადგილი აქვს ოსტეოპოროზთან ასოცირებული ძვლის რეზორბციის მკურნალობამდე არსებული პათოლოგიური მაჩვენებლების აღდგენას .
ბონვივას ყოველდღიურად 2.5 მგ - ის პერორალური და 3 თვეში ერთხელ 1 მგ - ის ინტრავენურად მიღებისას , პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში ორი და სამწლიანი მკურნალობის შემდეგ ძვლის ბიოპტატების ჰისტოლოგიური ანალიზით აღინიშნა ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური ხარისხი , მინერალიზაციის დარღვევების გარეშე .
3.1.1. მოქმედების მექანიზმი
იბანდრონის მჟავა ძლიერმოქმედი ბიფოსფონატია , რომელიც მიეკუთვნება ბიფოსფონატების აზოტ - შემცველ ჯგუფს , რომელიც მოქმედებს ძვლოვან ქსოვილზე და სპეციფიკურად თრგუნავს ოსტეოკლასტების აქტივობას . იგი არ ახდენს ზემოქმედებას ოსტეოკლასტების აღდგენაზე . იბანდრონის მჟავის შერჩევითი ზემოქმედება ძვლოვან ქსოვილზე განპირობებულია მისი მაღალი აფინობით ჰიდროქსიაპატიტის მიმართ , რომელიც ძვლის მინერალურ მატრიცას წარმოადგენს .
იბანდრონის მჟავა ამცირებს ძვლის რეზორბციას ძვლის ფორმირებაზე პირდაპირი ზეგავლენის გარეშე . პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში იგი ამცირებს ძვლის მეტაბოლიზმის მომატებულ მაჩვენებელს პრემენოპაუზური დონისაკენ , რასაც თან სდევს ძვლოვანი ქსოვილის მასის მატება .
იბანდრონის მჟავას ყოველდღიური ან წყვეტილი გამოყენების შედეგად მცირდება ძვლის რეზორბცია , რაც აისახება შრატში და შარდში ძვლის მეტაბოლიზმის ბიოქიმიური მარკერების შემცირებაში , ძვლის მინერალური სიმკვრივის მომატებაში და მოტეხილობების სიხშირის შემცირებაში .
3.1.2. ეფექტურობა / კლინიკური კვლევები
პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის მკურნალობა
ბონვივა 2.5 მგ ყოველდღიურად
საბაზისო სამწლიან , რანდომიზებულ , ორმაგ ბრმა , პლაცებო კონტროლირებად , მოტეხილობის საწინააღმდეგო ეფექტის შემსწავლელ კვლევაში (MF 4411), აღინიშნა რადიოგრაფიულად მორფომეტრიული და კლინიკური ვერტებრული მოტეხილობების სტატისტიკურად სარწმუნო და კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება . კვლევაში შესწავლილ იქნა ბონვივას დოზირების ორი სქემა : 2.5 მგ ყოველდღიურად და 20 მგ წყვეტილად (20 მგ დღეგამოშვებით 12 მიღებაზე , თითოეული 3- თვიანი ციკლის დასაწყისში , შემდგომი 9-10 კვირიანი შესვენებით ). ბონვივას ღებულობდნენ უზმოზე , პირველი საკვების ან სასმელის მიღებამდე 60 წუთით ადრე . კვლევაში მონაწილეობა მიიღო 55-80 წლის ასაკის 2946 ქალმა (2928 მისაღები იყო ეფექტურობის შეფასებისათვის ), მონაწილეობის კრიტერიუმები იყო პოსტმენოპაუზური პერიოდი მინიმუმ 5 წელი , ხერხემლის წელის არის მინერალური სიმკვრივე 2-5 SD - თი ნაკლები პრემენოპაუზურ მაჩვენებელთან შედარებით მინიმუმ ერთ მალაში [L1-L4] , ანამნეზში ერთი - ოთხი მალის მოტეხილობა . ყველა პაციენტი ყოველდღიურად ღებულობდა 500 მგ კალციუმს და 400 სე D ვიტამინს .
ბონვივამ აჩვენა მალების ახალი მოტეხილობების სიხშირის სტატისტიკურად სარწმუნო და კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება ორივე რეჟიმის გამოყენებისას . კვლევის სამწლიანი პერიოდის განმავლობაში 2,5 მგ ყოველდღიური რეჟიმის გამოყენებით რადიოგრაფიული ვერტებრული მოტეხილობების სიხშირე შემცირდა 62%- ით . კლინიკური ვერტებრული მოტეხილობების სიხშირე შემცირდა 49% ით , რაც შემდგომში აისახა სიმღლეში კლების სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებაში , პლაცებოსთან შედარებით .
მოტეხილობების საწინააღმდეგო ეფექტი მდგრადი იყო კვლევის სრული მიმდინარეობის მანძილზე . დროთა განმავლობაში ეფექტის შესუსტების ნიშნები არ აღნიშნულა .
მართალია მოტეხილობების საწინააღმდეგო ეფექტის შემსწავლელი კვლევა არ იყო გამიზნული არავერტებრული მოტეხილობების საწინააღმდეგო ეფექტურობის სადემონსტრაციოდ , არავერტებრული მოტეხილობების მაღალი რისკის მქონე ქვეჯგუფში ( ბარძაყის ძვლის ყელის მინერალური სიმკვირივე T– score <– 3.0 SD ) შედარებითი რისკის შემცირებამ შეადგინა 69% ( ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა ვერტებრული მოტეხილობებისთვის ). არავერტებრული მოტეხილობების საწინააღმდეგო ეფექტურობა მაღალი რისკის ქვეჯგუფში შეესატყვისება სხვა ბიფოსფონატების კვლევებში მიღებულ შედეგებს .
ხერხემლის ლუმბალური ნაწილის მინერალური სიმკვრივის მატებამ სამ წლიანი პერიოდის განმავლობაში ყოველდღიური რეჟიმისათვის პლაცებოსთან შედარებით შეადგინა 5.3%. საწყისთან შედარებით მატებამ 6.5% შეადგინა .
ძვლის მეტაბოლიზმის ბიოქიმიური მარკერები ( როგორიცაა შარდის CTX და შრატის ოსტეოკალცინი ), როგორც მოსალოდნელი იყო , შემცირდა პრემენოპაუზის პერიოდის მაჩვენებლებამდე , სუპრესიის მაქსიმალური დონე მიღწეულ იქნა 3-6 თვიანი პერიოდის ფარგლებში . ძვლის რეზორბციის ბიოქიმიური მარკერების კლინიკურად მნიშვნელოვანმა შემცირებამ შეადგინა 50% და 78% მკურნალობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ ბონვივას 2.5 მგ ყოველდღიური და 20 მგ წყვეტილი რეჟიმების გამოყენებისას შესაბამისად . ძვლის რეზორბციის ბიოქიმიური მარკერების დონის შემცირება შესამჩნევი იყო მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ .
ბონვივა 3 მგ თვეში ერთხელ
ოსტეოპოროზის მქონე პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში ( ხერხემლის ლუმბალური ნაწილის მინერალური სიმკვირვე BMD T score < -2.5 SD ) ჩატარებულ ერთწლიან , ორმაგ ბრმა , მულტიცენტრულ კვლევაში (BM16550) ნაჩვენები ბონვივას 3 მგ - ის 3 თვეში ერთხელ ინტრავენური შეყვანის ეფექტურობა . ყველა პაციენტს ყოველდღიურად დამატებით ეძლეოდა 400 სე D ვიტამინი და 500 მგ კალციუმი .
ძვლის მინერალური სიმკვრივე (BMD )
ამ კვლევის თანახმად , ბონვივას 3 მგ 3 თვეში ერთხელ ინტრავენური შეყვანის რეჟიმი უპირატესი აღმოჩნდა 2.5 მგ ყოველდღიურ რეჟიმთან შედარებით . ხერხემლის ლუმბალური ნაწილის მინერალური სიმკვრივის მატებამ საწყისთან შედარებით , ერთი წლის შემდეგ , საშუალოდ შეადგინა 4.8% (4.5%, 5.2%; 95% CI ) 3 მგ ინტრავენურად 3 თვეში ერთხელ რეჟიმის ჯგუფში (n=365 ), 2.5 მგ ყოველდღიური რეჟიმის ჯგუფის (n=377 ). 3.8%- თან (3.4%, 4.2%; 95% CI ) შედარებით , ეს გაუმჯობესება არ იყო დამოკიდებული ასაკზე ან მოტეხილობების ადრეულ შემთხვევებზე .
ბონვივას 3 მგ ინტრავენურად 3 თვეში ერთხელ რეჟიმისას , 2.5 მგ ყოველდღიურ რეჟიმთან შედარებით , ბარძაყის მთლიანი ძვლის მინერალური სიმკვრივის მატებამ შეადგინა 2.4% და 1.8%, ბარძაყის ძვლის ყელის მინერალური სიმკვრივის მატების მაჩვენებელმა შეადგინა 2.32% და 1.6%, ხოლო ციბრუტის მიდამოს მინერალური სიმკვრივის მატების მაჩვენებელმა 3.8% და 3.0%, შესაბამისად .
ხერხემლის ლუმბალური ნაწილის მინერალური სიმკვრივის მაჩვენებლის მხრივ , 3 მგ პრეპარატის 3 თვეში ერთხელ მიღებისას პაციენტთა მკურნალობაზე პასუხი აღენიშნა 92.1%- ს ( განისაზღვრა როგორც ხერხემლის ლუმბალური ნაწილის მინერალური სიმკვრივის მატება საწყისთან შედარებით ), ხოლო 2.5 მგ ყოველდღიური რეჟიმის პირობებში პაციენტთა 84.9%- ს (p =0.002). მთლიანად ბარძაყის ძვლის მინერალური სიმკვრივის მაჩვენებლის მხრივ , პრეპარატის 3 მგ 3 თვეში ერთხელ მიღებისას რეციპიენტთა რიცხვმა შეადგინა 82.3% ( განსაზღვრული როგორც მთლიანად ბარძაყის ძვლის მინერალური სიმკვრივის მატება საწყისთან შედარებით ), ხოლო 75,1% პაციენტთა ჯგუფი , რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატის 2,5 მგ - ს ყოველდღიური რეჟიმის პირობებში (p=0.02 ). ხერხემლის ლუმბალური ნაწილისა და მთლიანად ბარძაყის ძვლის მინერალური სიმკვრივის კომბინირებული მაჩვენებლისათვის , 12 თვის შემდეგ პაციენტების 76.2% იყო მოპასუხე 3 მგ 3 თვეში ერტხელ ინტრავენური რეჟიმის ჯგუფში , და 67.2% 2.5 მგ ყოველდღიური რეჟიმის ჯგუფში (p=0.007 ).
ძვლის მეტაბოლიზმის ბიოქიმიური მარკერები
შრატის CTX - ის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა ყველა განსაზღვრული პერიოდული შემოწმებისას . მე -12 თვის მონაცემებით ცვლილებამ საწყისთან შედარებით საშუალოდ შეადგინა 58.6% 3 მგ 3 თვეში ერთხელ პრეპარატის ინტრავენური შეყვანისას და 62.6% - მისი 2.5 მგ დოზით ყოველდღიური რეჟიმის პირობებში , როდესაც პაციენტების 64.9%- მა M უპასუხა მკურნალობაზე ( განისაზღვრა , როგორც >50%- იანი შემცირება საწყისთან შედარებით ) 3 მგ 3 თვეში ერთხელ ინტრავენური რეჟიმის ჯგუფში და 64.8%- მა უპასუხა 2.5 მგ ყოველდღიური რეჟიმის ჯგუფში .
BM 16550 კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას , რომ ბონვივას 3 მგ 3 თვეში ერთხელ ინტრავენური რეჟიმი , სავარაუდოდ , მინიმუმ ისეთივე ეფექტურია , როგორც ბონვივას 2.5 მგ ყოველდღიური რეჟიმი .
3.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
იბანდრონის მჟავას ფარმაკოლოგიური ეფექტები არ არის პირდაპირ დამოკიდებულებაში პლაზმაში არსებულ მის რეალურ კონცენტრაციასთან , რადგან მოქმედება მიმართულია ძვლებისაკენ . ეს დადასტურებული იქნა ცხოველებსა და ადამიანებში ჩატარებული სხვადასხვა კვლევებით , როდესაც იბანდრონატის თანაბარი ეფექტურობა აღინიშნა როგორც ყოველდღიური , ისე წყვეტილი ( პრეპარატის მიღებისგან რამოდენიმე კვირიანი პერიოდებით , მინიმუმ 6 კვირა ვირთაგვებში , მინიმუმ 11 კვირა ძაღლებში , მინიმუმ 30 დღე მაიმუნებში და მინიმუმ 9.5 კვირა ადამიანებში ) რეჟიმების გამოყენებისას , როდესაც თანაბარი საერთო დოზა იქნა გამოყენებული ამ პერიოდის მანძილზე .
იბანდრონის მჟავას კონცენტრაციები პლაზმაში იზრდება დოზის პროპორციის შესაბამისად , 0.5 მგ – დან 6 მგ - მდე ინტრავენური შეყვანის შემდეგ .
3.2.1. განაწილება
საწყისი სისტემური ექსპოზიციის შემდეგ იბანდრონატი სწრაფად უკავშირდება ძვლოვან ქსოვილს ან გამოიყოფა შარდით . ადამიანებში განაწილების ტერმინალური მოცულობა , შეადგენს მინიმუმ 90 ლ - ს , ხოლო დოზის მოცულობა რომელიც აღწევს ძვლოვან ქსოვილამდე მოცირკულირე დოზის , სავარაუდოდ 40-60%- ს შეადგენს . ადამიანის პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი დაბალია ( დაახლოებით 85% უკავშირდება თერაპიული კონცენტრაციისას ), ამიტომ ჩანაცვლებით გამოწვეული ურთიერთქმედებები სხვა წამლებთან ნაკლებად სავარაუდოა .
3.2.2. მეტაბოლიზმი
იბანდრონის მჟავა არ მეტაბოლიზდება არც ცხოველებში და არც ადამიანებში.
3.2.3. გამოყოფა
იბანდრონატის აბსორბირებული ფრაქცია გამოიყოფა ცირკულაციიდან ძვლის აბსორბციის გზით (40-50%), ხოლო დანარჩენი უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმლებით . იბანდრონატის არააბსორბირებული ფრაქცია უცვლელი სახით გამოიყოფა ფეკალიებით .
ნახევარდაშლის პერიოდების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა და დამოკიდებულია დოზაზე და ანალიზის მგრძნობელობაზე . ტერმინალური ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 10-72 სთ - ს . პლაზმაში ადრეული კონცენტრაცია სწრაფად ქვეითდება , როდესაც პიკური კონცენტრაციის 10% მიიღწევა 3 და 8 საათში ინტრავენური და პერორული გამოყენების შემდეგ შესაბამისად .
იბანდრონატის საერთო კლირენსი დაბალია და საშუალოდ შეადგენს – 84-160 მლ / წთ . თირკმლის კლირენსი ( დაახლოებით 60 მლ / წთ პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ჯანმრთლ ქალებში ) საერთო კლირენსის 50-60% მოიცავს და დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსთან . სხვაობა საერთო და თირკმლის კლირენსს შორის სავარაუდოდ განპიროებებულია პრეპარატის მოხმარებით ძვლოვანი ქსოვილის მიერ .
3.2.4. ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციებში
სქესი
იბანდრონის მჟავას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ერთნაირია ორივე სქესის წარმომადგენლებში .
რასა
მონაცემები აზიური და კავკასიური რასის წარმომადგენლებში იბანდრონის მჟავას კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებული ფარმაკოკინეტიკის შესახებ არ მოიპოვება . მცირე მონაცემები არსებობს აფრიკული წარმოშობის პაციენტებში .
პაციენტები თირკმლის დისფუნქციით
იბანდრონის მჟავას თირკმლის კლირენსი თირკმლის სხვადასხვა დაზიანების მქონე პაციენტებში ხაზოვან დამოკიდებულებაშია კრეატინინის კლირენსთან (CLcr).
დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში (CLcr >30 მლ / წთ) , როგორც ნაჩვენები იყო კვლევაში , რომლის მონაწილეთა უმრავლესობა სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა.
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (CLcr £ 30 მლ / წთ), რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატის 0.5 მდ დოზას ინტრავენურად , საერთო , თირკმლის და არათირკმლის კლირენსი შემცირდა 67%, 77% და 50%- ით შესაბამისად . ამასთან , ამტანობა არ შეცვლილა ექსპოზიციის ზრდასთან ერთად .
პაციენტები ღვიძლის დისფუნქციით
ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში იბანდრონის მჟავას გამოყენებასთან დაკავშირებული ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ მოიპოვება . ღვიძლი არ ასრულებს მნიშვნელოვან როლს იბანდრონის მჟავას კლირენსში , ვინაიდან იგი არ მეტაბოლიზდება , არამედ გამოიყოფა თირკმლებით და მოიხმარება ძვლოვანი ქსოვილით . ამგვარად , ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის . გარდა ამისა , ვინაიდან იბანდრონის მჟავას ცილებთან შეკავშირება დაბალია (85%) თერაპიული კონცენტრაციებისას , ნაკლებად სავარაუდოა , რომ ღვიძლის მძიმე დაავადებით განპირობებული ჰიპოპროტეინემია გამოიწვევს პლაზმაში თავისუფალი კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვან მატებას
ხანშიშესულები
რამდენადაც ცნობილია , რომ იბანდრონის მჟავა არ მეტაბოლიზდება , ასაკი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ფაქტორს არცერთი შესწავლილი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრისათვის . ( იხ . თავი : პაციენტები თირკმლის დისფუნქციით ). ასაკთან ერთად თირკმლის ფუნქციაც ქვეითდება და ეს არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი
ბავშვები
მონაცემები 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ბონვივას გამოყენების შესახებ არ მოიპოვება.
3.3. წინა - კლინიკური უსაფრთხოება
ცხოველებში ჩატარებულ ექსპერიმენტებში ტოქსიური ეფექტები ცხოველებში აღინიშნა პრეპარატის დოზების ექსპოზიციებისას , რომლებიც ადამიანში მაქსიმალურ ექსპოზიციაზე გაცილებით მაღალი იყო .
3.3.1. კანცეროგენობა
კანცეროგენული და გენოტოქსიკური პოტენციალის ნიშნები არ აღნიშნულა .
4. ფარმაცევტული მახასიათებლები
4.1. შემავსებლების ჩამონათვალი
ნატრიუმის ქლორიდი |
Ph. Eur./USP |
აცეტის მჟავა , გლაციალი |
Ph. Eur./USP |
ნატრიუმის აცეტატი |
Ph. Eur./NF |
საინექციო სითხე |
Ph. Eur./NF |
4.2. შეუთავსებლობა
ბონვივა არ უნდა შეერიოს კალციუმის შემცველ ხნარებს ან სხვა ინტრავენური გზით მისაღებ წამლებს .
4.3. სტაბილურობა
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის (EXP ) გასვლის შემდეგ .
4.4. შენახვა
არ შეინახოთ 300C - ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე . შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას
4.5. მიღების , გამოყენებისა და განკარგვის სპეციალური ინსტრუქციები
ინექცია ერთჯერადი გამოყენებისაა . უნდა ისარგებლოთ მხოლოდ იმ შპრიცებით , რომლებშიც ხსნარი არის სუფთა , გამჭვირვალე , ნაწილაკების გარეშე .
მკაცრად დაიცავით ინტრავენური შეყვანის რეკომენდებული წესები
თუ პროდუქტი ინტრავენურად შეჰყავთ `piggyback ~ საინფუზიო ხაზით , მაშინ ინფუზატს არ უნდა შეერიოს არც იზოტონური მარილოვანი და არც 5%- იანი დექსტროზის ხსნარი
გამოუყენებელი საინექციო ხსნარის , შპრიცების და ნემსების განკარგვა წარმოებს ადგილობრივი წესების შესაბამისად .
4.6. შეფუთვა
3 მგ / 3 მლ მზა შპრიცები
4.7. გაცემის წესი : რეცეპტით
4.8 შენახვის ვადა : 2 წელი
მწარმოებელი
F.Hoffmann-La Roche Ltd., - სათვის , ბაზელი , შვეიცარია
Vetter Pharma-Fertigung GmbH & Co KG, langenargen, Hermany მიერ