საერთაშორისო დასახელება - იბუპროფენი
ათქ კლასიფიკაციის კოდი - M01AE01
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პროპიონისმჟავას წარმოებული, არასტეროიდული, ანტირევმატოიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
100მგ/5 მლ სიროფი 100 მლ მუქი ფერის მინის ფლაკონში
1მლ სიროფი შეიცავს:
აქტიურ ინგრედიენტს: 20მგ იბუპროფენს.
დამხმარე ნივთიერებებს: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსი- ბენზოატი, გლიცეროლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, 70% სორბიტოლის (არა გამოკრისტალებადი) ხსნარი, ნატრიუმის საქარინი, პროპილენ გლიკოლი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, პოლისორბატ 60, კარბოქსილმეთილცელულოზა, ქსანტინის გუმფისი, შემფერავი - Sunset Yellow E 110, ფორთოხლის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას. პროფენის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტაგლან-დინების ტკივილისა და ანთების მედიატორების ბიოსინთეზის დათრგუნვით.
პრეპარატის მოქმედება გრძელდება 8 საათი.
ჩვენება
პროფენი გამოიყენება როგორც სიცხის დამწევი საშუალება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, აცრისშემდგომი რეაქციების და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება. პრეპარატი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი
საშუალება სუსტი ან ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის: თავისა და კბილის ტკივილის, შაკიკის, ნევრალგიების, ყურებისა და ყელის ტკივილის დაჭიმულობისას და სხვა სახის ტკივილების დროს.
ექიმს შეუძლია ამ პრეპარატის რეკომენდირება სხვა ჩვენებების დროსაც (ამ შემთხვევაში აუცილებელია დოზირებისა და გამოყენების სქემის შესახებ ექიმის რეკომენდაციების შესრულება).
მიღების წესები და დოზირება
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენებამდე.
პრეპარატი მიიღება შიგნით. გამოყენებამდე ფლაკონი უნდა შეინჯღრეს. პრეპარატის დოზის ზუსტი გაზომვისათვის ახლავს დოზირებული კოვზი. 5მლ პრეპარატი შეიცავს 100მგ იბუპროფენს.
ცხელება და ტკივილი
ბავშვებისათვის დოზირება დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და სხეულის წონაზე. ერთჯერადი დოზა შეადგენს 5-10 მგ/კგ-ზე ბავშვის სხეულის წონის 3-4-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ ბავშვის სხეულის კგ-ზე დღეში.
3-6 თვის ბავშვები: (ბავშვის წონა 7 კგ-ზე მეტია) 2.5 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 150 მგ დღეში.
6-12 თვის ბავშვები: (ბავშვის საშუალო წონა 7-10 კგ) 2.5 მლ 3-4-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 200 მგ დღეში.
1-3 წლის ბავშვები: (ბავშვის საშუალო წონა 10-15 კგ) 5.0 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 300 მგ დღეში.
4-6 წლის ბავშვები:(ბავშვის საშუალო წონა 15-20 კგ) 7.5 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 450 მგდღეში.
7-9 წლის ბავშვები (ბავშვის საშუალო წონა 21-29 კგ) 10 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 600 მგ დღეში.
10-12 წლის ბავშვები: (ბავშვის საშუალო წონა 30-40 კგ) 15 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 900 მგ დღეში.
მითითებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.
ექიმმა შესაძლოა გაზარდოს პრეპარატის დოზა იუვენილური რევმატოიდული ართრიტის დროს, მაგრამ დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 40 მგ/კგ-ზე, გაყოფილი დოზებად.
ჩვეულებრივ მოზრდილებში დოზა არის 4-6 კოვზი (1 კოვზი - 5 მლ) სამჯერ დღეში. თქვენმა ექიმმა შესაძლოა გაზარდოს ან შეამციროს დოზა დაავადების მიხედვით, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 24 კოვზს (120მლ/2400 მგ) დღეში. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ მაშინვე როგორც კი გაგახსენდებათ ან საერთოდ არ მიიღოთ შემდეგ დოზამდე, მაგრამ არვითარ შემთხვევაში არ შეიძლება დოზის გაორმაგება, გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
იმუნიზაციის შემდგომი ცხელება:
1 წლამდე რეკომენდებულია 2.5მლ
1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კიდევ ერთი 2.5მლ 6 საათის შემდეგ.
25 საათის განმავლობაში 5-მლ- ზე მეტის მიღება არ შეიძლება.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
არაუმეტეს 3 დღისა როგორც სიცხის დამწევი.
არაუმეტეს 5 დღისა როგორც ტკივილგამაყუჩებელი.
ცხელების შენარჩუნების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება, მაგრამ შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარება:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, დისკომფორტის შეგრძნება, ან ტკივილი ეპიგასტრიუმში, დიარეა, შესაძლებელია ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების, სისხლდენების განვითარება. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრისციება, ბრონქული ასთმის გამწვავება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტოიდური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი, ბრონქოსპაზმი, ცხელება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (სტივენ-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელას სინდრომი).
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, ფსიქომოტორული აგზნება, უძილობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, მომატებული არტერიული წნევა.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია.
საშარდე სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ცისტიტი.
ჩამოთვლილი და სხვა გვერდითი ეფექტების განვითარებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
უკუჩვენება
პროფენის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შეთხვევებში:
- ჰიპერმგრძნობელობა იბუპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს), ასევე პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
- ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება, რინიტი, რომლებიც პროვოცირებულია აცეტილსალიცილის მჟავას (სალიცილატების) ან სხვა აასს-ის მიღებით;
- ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება;
- სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან;
- ნაწლავების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები;
- სისხლის დაავადებები: ჰიპოკოაგულაცია, ლეიკოპენია, ჰემოფილია;
- ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა;
- სმენის დაქვეითება;
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენება შეიძლება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებში, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
დოზის გადაჭარბება:
ჭარბი დოზის პრობლემები ძალიან იშვიათად წარმოიქმნება, მაგრამ თუ შემთხვევი მოხდა ჭარბი დოზის მიღება, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. ჭარბი დოზის სიმპტომები: მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი, შუილი ყურებში, მეტაბოლური აციდოზი, კომა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, ტაქიკარდია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა (მიღებიდან მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში), გააქტივებული ნახშირი, ფორსირებული დიურეზი, სიმპტომური თერაპია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ანტიკოაგულანტებთან ერთად პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი მოქმედების გაძლიერება. პროფენი ზრდის დიგოქსინის, ფენიტოინის, მეთოტრექსატის, ლითიუმის კონცენტრაციას სისხლში ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას. პრეპარატის კომბინირება დიურეზულ და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ამცირებს მათ ეფექტურობას. იგი აძლიერებს მინერალკორტიკო სტეროიდებისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების გვერდით ეფექტებს.
შენახვის პირობები და ვადა:
ინახება არ აუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალი შეფუთვით.
ვარგისობის ვადა არის 3 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა REPLEK FARM Ltd Skopje, R. Macedonia Company Conf