ბრომჰექსინი-დარნიცა
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო ქიმიური სახელწოდება: Bromhexinum; ბრომჰექსინი (N-(2-ამინო-3,5-დიბრომბენზილ)-N-მეთილციკლოჰექსილამინის ჰიდროქლორიდი);
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის ტაბლეტები;
შემცველობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს ბრომჰექსინს ჰიდროქლორიდს 0.008 გ;
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი ან შაქარი რაფინადი, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა. ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ხველისა და გაციების დაავადებების დროს გამოყენებადი საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები. პრეპარატი ავლენს მუკოლიტიკურ (სეკრეტოლიტიკულ) და ამოსახველებელ მოქმედებას. მუკოლიტიკური ეფექტი დაკავშირებულია მუკოპროთეინული და მუკოპოლისაქარიდული ბოჭკოების დეპოლიმერიზაციასა და გათხელებასთან. ბრომჰექსინის მოქმედების ერთერთ მნიშვნელოვან თვისებას წარმოადგენს სურფაქტანტის წარმოქმნის მისი უნარი – ლიპიდო-ცილა-მუკოპოლისაქარიდული ბუნების ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებისა, რომელიც სინთეზირდება ალვეოლის უჯრედებში: სურფაქტანტის ბიოსინთეზი ირღვევა ბრონქებისა და ფილტვების სხვადასხვა დაავადებების დროს. უკანასკნელი იწვევს ალვეოლარული უჯრედების სტაბილურობის დარღვევას, მათი რეაქციის შესუსტებას არასასურველ ფაქტორებზე და ა.შ. პრეპარატს ასევე გააჩნია ხველის საწინააღმდეგო უმნიშვნელო მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა. პერორალური მიღების შემდეგ ბრომჰექსინი თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და გამოიყოდა შარდთან ერთად ძირითადად უცვლელი სახით. ძირითად აქტიურ მეტაბოლიტს წარმოადგენს ამბროქსოლი. პრეპარატის ბიომიწვდომა – დაახლოებით 80%, რაც დაკავშირებულია ღვიძლში “პირველი გავლის” ეფექტთან. სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ერთ საათში პრეპარატის მიღებიდან. ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 4-5 საათს. ბრომჰექსინი აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერში, ვლინდება დედის რძეში. უცვლელი სახით შარდთან ერთად გამოიყოფა პრეპარატის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი.
გამოყენების ჩვენებები. მწვავე ბრონქიტები, ქრონიკული ბრონქიტები ბრონქოობსტრუქციის არსებობით ან არარსებობით, გაურთულებელი ან გართულებული ბრონქოექტაზამები, ბრონქიალური ასთმა, სუნთქვის ორგანოების ტუბერკულოზის პირველადი ან მეორადი ფორმები, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, მწვავე მტკივნეული პნევმონია, მწვავე გაურთულებელი უმტკივნეულო პნევმონია, მძიმე და გართულებული ფორმის მწვავე პნევმონია. პრეპარატის გამოყენება ასევე შეიძლება ბრონქიალური ხის სანაციისათვის წინასაოპერაციო პერიოდში, ასევე ოპერაციის შემდეგ ბრონქებში სქელი ბლანტი სისველის დაგროვების ასარიდებლად. ასევე ინიშნება ბრონქოგრაფიის შემდეგ კონტრასტული ნივთიერების გამოყოფის დასაჩქარებლად.
გამოყენების წესი და დოზები. პრეპარატი მიიღება შინაგანად საკვების მიღების მიუხედავად.
უფროსებში ინიშნება 0.016 გ (16 მგ = 0.008 გ 2 ტაბლეტს) 3-4-ჯერ დღეში; 3-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში – 0.002 გ (2 მგ), 5-დან 14 წლამდე – 0.004 გ (4 მგ) 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 4 დღიდან 4 კვირამდე.
გვერდითი მოქმედება. პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, რინიტი და სხვ.). იშვიათად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის დარღვევები. ზოგჯერ შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის შრატის ტრანსამინაზების დროებითი მომატება, მაგრამ ბრომჰექსინი-დარნიცას შემდგომი გამოყენებისას იგი მცირდება.
უკუჩვენებები. ორსულობის I ტრიმსტრი, ლაქტაცია, ჰიპერმგრძნობელობა ბრომჰექსინი-დარნიცას მიმართ.
3 წლმდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ ინიშნება დოზირების სირთულის გამო.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ბრომჰექსინი-დარნიცას დანიშვნა შეიძლება კომბინაციაში ბრონქოდილატატორებთან, ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან, კარდიოლოგიაში გამოყენებად პრეპარატებთან და სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ბრომჰექსინი-დარნიცა არ გამოიყენება კოდეინის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად, ვინაიდან ეს ართულებს გათხელებული სისველის ამოხველებას.
ბრომჰექსინი-დარნიცა შეუთავსებელია ტუტე ხსნარებთან.
გამოყენების განსაკუთრებულობანი. კუჭის წყლულოვანი დაავადებისას, ასევე კუჭიდან სისხლდენების შესაძლებლობის შემთხვევაში ბრომჰექსინი-დარნიცა გამოყენებული უნდა იყოს ექიმის კონტროლის ქვეშ.
ბავშვებში მკურნალობა უნდა შეუთავსდეს გულმკერდის პოსტურალურ დრენაჟსა და ვიბრაციულ მასაჟს, რომელიც აადვილებს ბრონქებიდან სეკრეტის დინებას.
ორსულობის დროს ბრომჰექსინი-დარნიცა გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც დედისათვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
შენახვის პირობები და ვადები. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა. 10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში;
მწარმოებელი. დსს ფარმაცევტული ქარხანა “დარნიცა”.
მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.