ბუტო-ასმა 0.1მგ 200დ აეროზოლი

ბუტო-ასმა
სალბუტამოლ ინჰალატორი


შემადგენლობა: სალბუტამოლი (როგორც სულფატი), 2მგ; პროპელენტი (HFA-134a) და 1 მლ-მდე სურფაქტანტი. ყოველი დოზა შეიცავს 100 მკგ სალბუტამოლს.


ჩვენება:
ასთმასთან, ბრპნქიტთან ან ემფიზემასთან დაკავშირებული ბრონქოსპაზმის მოხსნა.


დოზირება:
ექიმის დანიშნულების მიხედვით. ნუ გადააჭარბებთ ექიმის მიერ რეკომენდებულ დოზას.

უფროსები:
    _ სწრაფი ეფექტისათვის; ორი ან სამი შესხურება.
    _ ქრონიკული ან პროფილაქტიკური მკურნალობა: ორი შესხურება საქმიანობის დაწყებამდე;
    _ დაძაბვით გამოწვეული ბრონქიტის მოსახსნელად: ორი შესხურება საქმიანოის დაწყებამდე;
ბავშვები:
    _ სასწრაფო ეფექტისათვის ან ვაჯიშის დაწყებამდე: ერთი შესხურება.
    _ ქრონიკული ან პრევენციული მკურნალობა: ერთი შესხურება 3 ან 4-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაორმაგება.

გამოყენების მეთოდები:
წამალი უნდა იქნეს მიღებული ფიქსირებული ინტერვალების დაცვით, ექიმის ინსტრუქციების მიხედვით. მკურნალობა უნდა დასრულდეს. გამოტოვებული დოზის შემთხვევაში, დოზა სასწრაფოდ უნდა მიიღოთ, როგორც კი გაგახსენდებათ, მაგრამ ნუ მიიღებთ ორ დოზას ერთდროულად.

ბავშვები: ამ წამლით მკურნალობისას აუცილებელია უფროსის მეთვალყურეობა. უსაფრთხოების ზომები: თუ ორსული ან მეძუძური ბრძანდებით, ამ წამლით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ნებისმიერი საკვების ან წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს.
სპორტსმენებში ბუტო-ასმას გამოყენებამ დოპინგ კონტროლის დროს შეიძლება მოგვცეს დადებითი ლაბორატორიული შედეგი.

გვერდითი მოვლენები:
ყველა წამალს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. წამლის მიღების შემდეგ, თუ ჯანმრთელობის მხრივ რაიმე ცვლილებას გრძნობთ (მაგ. გულისრევა, თავბრუ, კანზე გამონაყარი გაღიზიანებით და ა.შ.) უნდა შეწყვიტოთ წამლის მიღება და მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. შეიძლება განვითარდეს გულის რითმის აჩქარება ან მოუსვენრობა. გულმკერდში ტკივილისა და კანკალის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.


შეუთავსებლობა და წამლებთან ურთიერთქმედება:
თუ სხვა წამალს ღებულობთ ან დაასრულეთ სხვა წამლით მკურნალობის კურსი, უნდა მიმართოთ ექიმს, რათა თავიდან ავიცილოთ წამალთა ურთიერთქმედების შედეგად გამოწვეული არაეფექტურობა. ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ არსებობს ისეთი წამლების გამოყენების ჩვენებები, როგორებიცაა: სედატიური საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მონოამინ ოქსიდაზა ინჰიბიტორები, ჰიპოგლიკემიური საშუალებები.


სწორი გამოყენების წესები:
აეროზოლის გამოყენებამდე შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა. თუ თქვენი ინჰალატორი ახალია ან არ გამოგიყენებიათ რამდენიმე დღის განმავლობაში, კარგად შეანჯღრიეთ და გააკეთეთ ერთი შესხურება ჰაერში, რათა დარწმუნდეთ რომ ის მუშაობს.

ა. მოხსენით მტვრისაგან დამცავი თავსახური მუნდშტუკისაგან
ბ. დაიჭირეთ ინჰალატორი ვერტიკალურად, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.
გ. შეანჯღრიეთ ინჰალატორი 20 წუთის განმავლობაში.
დ. ჩაიდეთ მუნდშტუკი პირში. მოუჭირეთ ტუჩებს მანამ სანამ სრულად არ ამოისუნთქავთ.
ე. ღრმად ჩაისუნთქეთ პირით; და იმავდროულად დააჭირეთ აეროზოლის კონტეინერს, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.
ვ. ჩასუნთქვის შემდეგ, შეიკავეთ სუნთქვა მაქსიმალური პენეტრაციისათვის.
ზ. საჭიროების შემთხვევაში დაიცადეთ რამდენიმე წამი, და შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა (გ, დ, ე და ვ).
თ. შეცვალეთ თავსახურავი გამოყენების შემდეგ.
რეგულარულად გარეცხეთ პლასტმასის ადაპტერი. გარეცხვის დროს, ამოიღეთ მეტალის კონტეინერი და გარეცხეთ ადაპტერი თბილ (არა ცხელ) საპნიან წყალში. კარგად გამორეცხეთ, გააშრეთ ადაპტერი და ხელახლა ააწყვეთ,  ისე რომ მზად იყოს გამოსაყენებლად. ხელახალი აწყობის შემდეგ შეცვალეთ თავსახურავი.

შენახვის პირობები:
შეინახეთ გრილ ადგილას. კონტეინერი ჰერმეტულია და არ შეიძლება მისი გახვრეტა ან დაწვა, მაშინაც კი თუ ის ცარიელია. შენახვის რეკომენდებული პირობების დაცვის შემთხვევაში კი წამალი არ არის ვარგისიანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტზე აღნიშნულ ვარგისიანობის ვადას, ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს.


შეფუთვა:
200 დოზიანი კანისტრა, თან ახლავს ადაპტერი და გამოყენების ინსტრუქცია.


აფთიაქიდან გაცემა:
გაიცემა რეცეპტით.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.