ცერებროვინი #30ტ

ცერებროვინი / CEREBROVIN

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
გამა ამინოერბოს მჟავა 275.0 მგ
ვიტამინ B2 2.4 მგ
ვიტამინ B6 1.5 მგ
ფოლიუმის მჟავა 150 მკგ
გინკო ბილობა 120 მგ
ვიტამინ B3 27 მგ
ვიტამინ B12 1.5 მკგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნოოტროპული, ანგიოპროტექტორული, ანტიაგრეგანტული და მიკროცირკულაციის მაკორეგირებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
γ-ამინოერბოს მჟავა (გაემ, GABA) – ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის უმნიშვნელოვანესი შემაკავებელი ნეირომედიატორი. ამინოერბოს მჟავა ბიოგენური ნივთიერებაა. არის ცნს-ში და მონაწილეობას იღებს თავის ტვინში ნეირომედიატორულ და მეტაბოლურ პროცესებში. სინაფსურ ნაპრალში გაემ-ს გადმოსროლის შემდეგ ხდება გაემA - და გაემჩ - რეცეპტორების იონური არხების აქტივაცია, რასაც თან სდევს ნერვული იმპულსების ინჰიბირება. გაემ – რეცეპტორების ლიგანდები განიხილება როგორც პოტენციური სამკურნალო საშუალებები ცენტრალური ნერვული სისტემის და ფსიქიკის სხვადასხვა სახის დარღვევების დროს, რომელთაც მიეკუთვნება პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადება, ძილის დარღვევების (უძილობა, ნარკოლეფსია), ეპილეფსიის დროს. დადგენილია რომ გაემ წარმოადგენს ძირითად მედიატორს, რომელიც მონაწილეობს ცენტრალური შეკავების პროცესებში. გაემ ახდენს ტვინის ენერგეტიკული პროცესების აქტივაციას, ზრდის ქსოვილების სუნთქვით აქტივობას, აუმჯობესებს თავის ტვინის მიერ გლუკოზის უტილიზაციას და სისხლის მიმოქცევას.
გინკო ბილობას ექსტრაქტი შეიცავს 40 კომპონენტზე მეტს, რომელთაგან მნიშვნელოვანია ფლავანოიდური გლიკოზიდები (24%) და ტერპენული ნაერთები (6%). ექსტრაქტის შემადგენლობაში შემავალი ფლავანოიდური გლიკოზიდები და ტერპენული ნაერთები (გინკოლიდები და ბილობალიდები) განაპირობებს ექსტრაქტის ფარმაკოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრს. გინკო ბილობას ექსტრაქტი ხელს უშლის არტერიების სპაზმს, ამცირებს კაპილარების განვლადობას, ახდენს მათი ტონუსის ნორმალიზებას, ახდენს როგორც თავის ტვინში ასევე პერიფერიულ ორგანოებში სისხლის მიმოქცევის გამოხატულ გაუმჯობესებას არტერიულ, ვენურ და კაპილარულ ქსელში; ამცირებს ვენებსა და არტერიებში თრომბის წარმოქმნის საშიშროებას. ცნს-ის, თირკმელზედა ჯირკვლის და ფარისებრი ჯირკვლის მიმართ განსაკუთრებული მსგავსების გამო, ექსტრაქტი იდეალურია გულისა და სისხლძარღვების, თავის ტვინის დასაცავად თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან. (რიგი ექსპერიმენტული მოდელების დროს აღმოჩნდა რომ გინკო ბილობას ექსტრაქტი ახდენს თავისუფალი რადიკალების ინჰიბირებას და მათი წარმოქმნის პროცესის ინაქტივაციას – ანტიოქსიდანტური მოქმედება). ექსპერიმენტული ჰიპოქსიისა და იშემიის მოდელებზე დადგინდა რომ ექსტრაქტი ზრდის თავის ტვინის მიერ ჟანგბადის და გლუკოზის მოხმარებას, ზრდის ატფ-ის შემცველობას თავის ტვინის ქერქში, ასტიმულირებს ტვინის ფუნქციონირებას.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) მრავალმხრივ უზრუნველყოფს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას; გარდა ამისა მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაში; რიბოფლავინი ასევე აქტიურ მონაწილეობას ღებულობს უჯრედულ სუნთქვაში. ვიტამინი B2-ის უკმარისობის დროს შეუძლებელია სისხლწარმოქმნის პროცესის ნორმალური მიმდინარეობა. ვიტამინი B2 მონაწილეობს ანთებითი პროცესების დროს ორგანიზმის დაცვით რეაქციაში.
ვიტამინი B3 (ნიკოტინის მჟავა). ორგანიზმში ნიკოტინის მჟავა გარდაიქმნება ნიკოტინამიდად, რომელიც უკავშირდება კოდეჰიდროგენაზის I და II კოფერმენტებს (ნად და ნადფ), რომლებიც მონაწილეობენ წყალბადის გადატანის პროცესში. მონაწილეობას იღებს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, პურინების მეტაბოლიზმში, ქსოვილოვან სუნთქვაში, გლიკოლიზის პროცესში, ბიოსინთეზის პროცესებში. ავსებს ვიტამინი PP-ს დეფიციტს და წარმოადგენს სპეციფიურ ანტიპელაგრულ საშუალებას. ახდენს სისხლში ლიპოპროტეინების კონცენტრაციის ნორმალიზებას, აქვეითებს საერთო ქოლესტერინის დონეს, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების შემცველობას, ამცირებს ქოლესტერინ/ფოსფოლიპიდების ინდექსს, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას, რომელთაც აქვს ანტიაგრეგანტული მოქმედება. აფართოებს წვრილ სისხლძარღვებს, (მათ შორის თავის ტვინის), აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აქვს სუსტი ანტიკოაგულაციური მოქმედება (ზრდის სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას). აუმჯობესებს მეხსიერებას, მოძრაობის კოორდინაციას. ჰიპოქოლესტერინემიული ეფექტი ვლინდება რამდენიმე დღეში, ტრიგლიცერიდების დაქვეითება - მიღებიდან რამდენიმე საათში.
ვიტამინი B6 პირიდოქსინი მონაწილეობს ცილოვან ცვლაში; მოქმედებს კუნთებში ბიოქიმიურ პროცესებზე მათი შეკუმშვის დროს. ვიტამინი B6 აძლიერებს იმუნიტეტს და მისი დეფიციტის შემთხვევაში შეუძლებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირება.
ვიტამინი B12 ციანკობალამინი უკიდურესად მნიშვნელოვანია უჯრედების ზრდისა და დაყოფისთვის. ასევე ვიტამინი B12 მონაწილეობს დნმ და რნმ-ს სინთეზში. ორგანიზმში ციანკობალამინის დეფიციტის დროს შეუძლებელია ჰემოპოეზის პროცსების ნორმალური მიმდინარეობა, ირღვევა ერითროციტების და თრომბოციტების წარმოქმნა. ვიტამინი B12 მნიშვნელოვნად მოქმედებს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაზე, დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას (ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას).
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინ B9) აუცილებელია სისხლის მიმოქცევისა და იმუნური სისტემის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის. მოზრდილებში ფოლიუმის მჟავის დეფიციტი იწვევს მეგალობლასტური ანემიის განვითარებას. ფოლიუმის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდა ჯანმრთელი უჯრედების ზრდა-განვითარებაში, ამიტომ მისი არსებობა აუცილებელია ორგანიზმის სწრაფი განვითარების პროცესში. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს დნმ-ს რეპლიკაციის პროცესში, რომლის დარღვევაც ზრდის სიმსივნური პროცესების განვითარების საშიშროებას. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობის შემთხვევაში პირველ რიგში ზიანდება ძვლის ტვინი, რომელშიც მიმდინარეობს უჯრედების დაყოფა. სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) წინამორბედი უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნება ძვლის ტვინში, ფოლიუმის მჟავის დეფიციტის დროს იზრდება ზომებში, წარმოიქმნება ე.წ. მეგალობლასტები, ვითარდება მეგალობლასტური ანემია.
ჩვენებები:
• დისცირკულატორული ენცეფალოპათია, (ინსულტის, ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი, მოხუცებულთა ასაკის) რომელიც ვლინდება ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევით, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითებით, შფოთვით, შიშებით, ძილის დარღვევებით.
• პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადება, დემენცია, ძილის დარღვევები (უძილობა, ნარკოლეფსია), ეპილეფსია.
• გულის იშემიური დაავადება. არითმია, ათეროსკლეროზი.
• ახალგაზრდა ასაკის პირებში ყურადღებისა და მეხსიერების გაუმჯობესება.
• ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, ჰიპოაკუზია).
• ხანდაზმულობით გამოწვეული ყვითელი ხალის დეგენერაცია, დიაბეტური რეტინოპათია; ასთენიური მდგომარეობები; ფსიქოგენური და ნევროზული მდგომარეობები გამოწვეული თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით.
• პერიფერიული სისხლის მიმოქცევის, მიკროცირკულაციის დარღვევა, ქვემო კიდურების არტერიო და ვენოპათიები, რეინოს სინდრომი.
გამოყენების წესი და დოზირება:
ცერებროვინი მიიღება პერორალურად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
საშუალო სიმძიმის დარღვევების დროს 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, მძიმე დარღვევების შემთხვევაში 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1-2 თვე.
გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა, ბავშვთა ასაკი 8 წლამდე, ორსულობა (I-II ტრიმესტრი).
გამოშვების ფორმა: ცერებროვინი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 24OC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი გამოშვების თარიღიდან. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია “NOVATOR PHARMA” დიდი ბრიტანეთი. მწარმოებელი “PRIMEA SIA” - ინგლისი