ჩერნიკა-მიკი #20 კაფს


ჩერნიკა-მიკი
CHERNIKA –MIK



სავაჭრო დასახელება: ჩერნიკა-მიკი
სამკურნალო ფორმა: კაფსულები
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს ანტოციანიდინებს - 44.25 მგ (სტანდარტიზებული მოცვის მშრალი ექსტრაქტის სახით (25% ანტოციანიდინებს).
დამხმარე ნივთიერებები: ლეციტინი, ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ბენზოატი, საღებავები: ბრილიანტის ლურჯი E-133, შავი რკინის ოქსიდი E-172, კარმუაზინი  E-122.

აღწერა. ოვალური ფორმის რბილი ჟელატინის კაფსულები ნაკერით, მკვრივი, მუქი იისფერი.
კაფსულის შემადგენლობა - მუქი იისფერი ზეთოვანი სუსპენზია მჟავე გემოთი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: თვალის დაავადების სამკურნალო სხვადასხვა  პრეპარატები.
ათქ კოდი: S01XA.

გამოყენების ჩვენებები.
სამკურნალო საშუალება ჩერნიკა მიკი ნაჩვენებია, როგორც არასპეციფიკური ანტიოქსიდანტური თერაპიული საშუალება პროფილაქტიკური და კომპლექსური მკურნალობისათვის:
- მიოპია;
- დიაბეტური რეტინოპათია;
- როგორც ღამის, ასევე ბინდის მხედველობისას სიბნელის მიმართ მხედველობის ადაპტაციის მექანიზმების დარღვევა;
- თვალის ბადურის დისტროფიული დაავადება;
- კატარაქტა;
- მხედველობის გაუარესება მისი მაღალი დატვირთვისას, კომპიუტერთან მუშაობისას;
- მხედველობის გადაღლისას;
- კომპლექსური აღდგენითი თერაპიისას პოსტოპერაციული მდგომარეობისას (ფოტორეფრაქციული კერატექტომია, ბადურის ჩამოშლისას და სხვა).

გამოყენების წესი და დოზირება
ინიშნება 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი -7-21 დღე.

გაფრთხილება
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.
აღნიშნული სამკურნალო ფორმა არ ინიშნება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გვერდითი მოქმედებები
შესაძლოა ალერგიული რეაქციები.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის აღწერილი

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მის კომპონენტების მიმართ
ორსულობა და ლაქტაცია. იხ. პუნქტი ,,გაფრთხილებები”.

ზეგავლენა ავტომობილის და ტექნიკის მართვის უნარზე.
არ ახდენს ზეგავლენას.

გამოშვების ფორმა
რბილი ჟელატინის კაფსულები ოვალური ფორმის ნაკერით, მკვრივი, მუქი იისფერი, 10 კაფსულა ბლისტერში, 2 ბლისტერი შეფუთვაში.

შენახვის პირობები
ინახება ნესტისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას 15°ჩ - 25 °ჩ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

მწარმოებლის მისამართი და დასახელება:
უპ ,,მინსკინტერკაპს”, ბელარუსის რესპუბლიკა,
220075, ქ. მინსკი, საფოსტო ყუთი, 112, ინჟენერსნაიას ქ. , სახლი 26
ტელ/ფაქსი: (+37517) 344-18-66   ელ-ფოსტა: [email protected], www.mic.by