ციკლოდინონი 50მლ ფლ

ციკლოდინონი
CYCLODYNON
ЦИКЛОДИНОН

მწარმოებელი: BIONORICA, AG
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გარსით დაფარული ტაბლეტები, მომწვანო–მოცისფრო ფერის, გლუვი ზედაპირით, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი.
1ტაბ.ადამის ხის ან ხეპილპილას (Aqnus castus) მშრალი ექსტრაქტი .............. 3,2 – 4,8მგ
რაც შეესაბამება სამკურნალო მცენარის ნედლეულის 40 მგ–ს.
დამხმარე ნივთიერებები:პოვიდონი, სილიციუმის დიოქსიდის კოლოიდი, კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსისი შემადგენლობა: ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (IV) E171, რინის ყვითელი ოქსიდი E172, ინდიგოიტი E132, მაკროგოლი 6000, ემეტაკრილის და ეტაკრილის მჟავას სოპოლიმერი.
15 ცალი – 2 ბლისტერი.
შიგნით მისაღები წვეთები გამჭვირვალე, მოყვითალო–მოყავისფრო ხსნარი, შემადგენელი მცენარის დამახასიათებელი სუნით; შესაძებელია მცირე ნალექის გამოყოფა შენახვის პროცესში.
100გხეპილპილას მშრალ ექსტრაქტი .............. 192–288მგ,
რაც შეესაბამება 2.4 გ სამკურნალო მცნარეულ ნედლეულს.
დამხმარე ნივთიერებები:პოვიდონი, სორბიტოლი 70% (არაკრისტალიზებული), პოლისორბატი 20, ნატრიუმის საქარატის დიჰიდრატი, პიტნის არომატიზატორი, ეთნოლი 96%, გასუფთვებული წყალი.50მლ მუქი მინის ფლაკონი, საწვეთურით.
კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატი, გამოყენებული მენსტრუაციული ციკლის დარღვევისას, მასტოდინიის და წინამენსტრუაციული სინდრომის სამკურნალოდ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ფიტოპრეპარატი, რომლის კომპონენტები უზრუნველყოფენ სასქესო ჰორმონების ნორმალიზაციას. ახდენს დოფამინონერგულ მოქმედებას, რაც იწვევს პროლაქტინის პროდუქციის შემცირებას ე.ი. ჰიპერპროლაქტინემიას აწესრიგებს. პროლაქტინის მომატებული კონცენტრაცია არღვევს გონადოტროპინის სეკრეციას, რის შედეგადაც შეიძლება მოხდეს დარღვევები ფოლიკულის მომწიფებაში, ოვულაციაში და ყვითელი სხეულის ფაზაში, რაც შემდგომში იწვევს დისბალანს ესტრადიოლსა და პროგესტერონს შორის. სწორედ ეს ჰორმონული დისბალანსი იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას და მასტოდინიას. ციკლოდინონი ნორმალურს ხდის გონადოტროპულ ჰორმონებს შორის თანაფარდობას, რაც იწვევს მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზის ნორმალიზაციას.პროლაქტინი ახდენს აგრეთვე პირდაპირ მასტიმულირებელ გავლენას სარძევე ჯირკვლების პროლიფერაციულ პროცესებზე, ძლიერდება შემაერთებლი ქსოვილის წარმოქმნა, რაც იწვევს სარძევე სადინარების გაფართოებას. პროლაქტინის შემცველობის დაქვეითება იწვევს სარძევე ჯირკვალში პათლოგიური პროცესის უკუგანვითარებას და ხდება ტკივილის სინდრომის კუპირება.
ფარმაკოკინეტიკა:
ხეპილპილას ნაყოფისაგან დამზადებული ექსტრაქტის მოქმედება წარმოადგენს მისი კომპონენტების მოქმედების ერთობლიობას, ამიტომ ფარმაკოკინეტიკური კვლევა შეუძლებელია.
მიღების ჩვენებები:
მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
მასტოდინია;
წინამენსტრუალური სინდრომი;
მიღების რეჟიმი: ინიშნება 40 წვეთი ან 1 ტაბლეტი 1–ჯერ დღეში დილით. მკურნალობის კურისი – არა ნაკლებ 3 თვე უწყვეტ რეჟიმში. თუ მკურნალობის დამთავრების შემდეგ ჩივილები კვლავ განახლდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის შემდგომ გაგრძელებაზე.ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად. ფლაკონი წვეთებით გამოყენების წინ უნდა შეინჯღრეს, გამოყენების დროს დაიჭირეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რექციები: იშვიათად – კანის რეაქციები.ცნს–ის მხრიდან: იშვათდ – ფსიქომოტორული აგზნება, გონების არევა, ჰალუცინაციები.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
წვეთები არ მიიღება ანტიალკოჰოლური წარმატებული თერაპიიის შემდეგ. ტაბლეტები შეიცავს რძის შაქარს (ლაქტოზას). ლაქტოზის აუტანლობა შეიძლება იყოს  შესაძლო მიზეზი პრეპარატით მკურნალობისას კუჭის არეში განვითარებული ტკივილისა და დიარეისა.პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს, რომ თუ პრეპარატით მკურნალობისას განვითარდება სისუსტე,  დეპრესია, ტკივილი სარძევე ჯირკვლებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევა აუცილებლად მიმართოს ექიმს.შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს შეუძლიათ  ციკლოდინონის წვეთებისა და ტაბლეტების მიღება, რამდენადაც ციკოლოდინონის ერთჯერადი დოზა შეიცავს 0,03 პე–ზე ნაკლებს.
ჭარბი დოზირება:
რეკომენდირებული დოზირების დაცვისას დოზის გადაჭარბება არ აღინიშნება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დოპამინური რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ეფექტურობის ურთიერთ შესუსტება. სხვა ურთიერთქმედება არ არის აღწერილი.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტით.
შენახვის პირობები და ვადები: სასურველია პრეპარატის შენახვა მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე 250C ტემპერატურაზე. ვადა – 3 წელი.

წყარო: http://www.mkurnali.ge/enciklopedia.html?task=term&id=7984